x
მეტი
  • 17.11.2019
  • სტატია:96638
  • ვიდეო:343705
  • სურათი:458523
" ესპანეთში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს ციხეში სვამდნენ...ეკლესია ანათემას გადასცემდა ასეთ ადამიანებს, თუმცა მოგვიანებით ..."

image
ჟურნალისტი თეა გვასალია ვერის ბაღში ქართული ფილმის " და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის მიზნით შეკრებილ ადამიანებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


როგორც გვასალია წერს, გაივლის 15-20 წელი და გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი ორთოდოქსული საზოგადოებაც შეეგუება განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების არსებობას და კომბლებით არ დაერევა მათ.


მას ესპანეთის მაგალითი მოჰყავს და მიიჩნევს რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში საზოგადოებას განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების არსებობთან შეგუება მოუწევთ.


"ფრანკოს დიქტატურის დროს, ესპანეთში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს ციხეში სვამდნენ, მამები შვილებს აბეზღებდნენ და მათ მამობაზე უარს ამბობდნენ. ეკლესია ანათემას გადასცემდა ასეთ ადამიანებს, თუმცა მოგვიანებით ისეთი ამბები გასკდა ეკლესიის წიაღში აღვირახსნილობის შესახებ, რომ მათ ფონზე, ორი კაცის (ან ქალის) სიყვარულის ამბავი, ბავშვებისთვის ძილის წინ მოსაყოლ, უწყინარ ზღაპრად გამოჩნდა. ფრანკო 1975 წელს მოკვდა. დღეს ესპანეთში დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება, არავინ მალავს თავის ორიენტაციას და მათი შეურაცხყოფა სირცხვილად ითვლება. ჩვენც იგივე გზას გავდივართ. ჯერ ფრანკოს ეპოქაში ვართ, მაგრამ გაივლის 15-20 წელი და გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი ორთოდოქსული საზოგადოებაც შეეგუება განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების არსებობას და კომბლებით არ დაერევა მათ. თუ არ გჯერათ, 20 წლის შემდეგ ვილაპარაკოთ, მემორი ამ პოსტს რომ ამომიგდებს და თავიდან გავაზიარებ".

0
420
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0