x
მეტი
  • 17.11.2019
  • სტატია:96638
  • ვიდეო:343705
  • სურათი:458514
"ეს არ უნდა ეპატიოს არავის!!!! სასტიკად დაისჯება ამის გამკეთებელი, გპირდებით ამას მივაღწევთ!!!"
image
სამოქალაო აქტივისტი დავით სუბელიანი, კინო თეატრ ამირანთან მიმდინარე აქციაზე ანა სუბელიანის დაშავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც დავით სუბელიანი წერს, ამ ყველაფრის გამკეთებელი სასტიკად დაისჯება და ეს არ უნდა ეპატიოს არავის.

"ის რომ ჩემი დაა მხოლოდ ჩემი ინდივიდუალური განსაცდელია შესაძლოა, მითუმეტეს რომ თბილისში არ ვარ და შუა შეხვედრაზე შემთხვევით ვაწყდები ამ ნიუსს.

ის რაც ყველას გვეხება და ჩემი კი არა ყველას სადარდებელი უნდა იყოს: ეს არ უნდა ეპატიოს არავის!!!!


ანას მე მივეცი ჩემი ბილეთი ვინაიდან მიწევდა წასვლა ქვეყნიდან, თუმც ის მაინც მანდ იქნებოდა მჯერა.

იმედია კარგად იქნება Ana Subeliani , დეტალები არ ვიცი და ძალიან ავნერვიულდი ეხლა. სასტიკად დაისჯება ამის გამკეთებელი, გპირდებით ამას მივაღწევთ!!!"


კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა.

“სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ამიტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადვე არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი”, – დაწერა სუბელიანმა.

1
235
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
235
  
10 ნოემბერი, 20:01
,,გაჭრილად გვაგინებდნენ,,))
0 1 1