x
ანა სუბელიანს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება


სუბელიანი


კ/თ "ამირანთან" სიტუაცია დღეს საღამოს რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს, დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი. პირველადი სამედიცინო დახმარება მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა. ფაქტის შესახებ ინფორმაციას სუბელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"სასწრაფოს მანქანაში ვარ, კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადვე არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი."- წერს ანა სუბელიანი.

1
119
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ადამიანი
გიორგი ადამიანი
119
  
2019, 9 ნოემბერი, 0:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1