x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სურათები რომელთა დანახვაზე ბრაზი გაწვება და გიჩნდება სურვილი ეს ვანდალი ტურისტები "მიფერთხო"

image "როგორც იქნა გავედი შვებულებაში, შემიძლია გავაკეთო ყველაფერი რაც სულს უხარია"-ასეთი მიდგომის მქონე ტურისტები უცხო ქვეყნებში ყოფნისას უამრავ ვანდალურ ქმედებას ახორციელებენ.
გახსოვთ ალბათ საქართველოში, მცხეთაში ჯვრის მონასტრის კედელზე დატოვებული შეურაცხმყოფელი წარწერები ან მწვანე მონასტრის კარების ფეხით შემტვრევის მოსურნე არაბი ახალგაზრდა.
გარდა ამისა ქვეყნის მასშტაბით უამრავია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტები, სადაც სხვებზე რა ვთქვათ ქართული წარწერებიც უხვადაა: "აქ იყო ესა და ეს", ზოგიერთს სიყვარულის "ბუშტი უსკდება" და საკუთარ სახელს უმატებს შეყვარებულის სახელს, თან ცდილობს რაც შეიძლება ღრმა ნაკაწრით გააკეთოს ეს.
პირველ სურათზეა ტურისტების ვანდალური ქმედება, ტურისტებმა გასართობად დაიჭირეს პატარა დელფინი, რომელიც ძალზე მიმნდობი არსებაა და ადამიანებთან ახლოს მივიდა.
ხელიდან ხელში გადაცემის და წყლის გარეშე დიდხანს ყოფნის გამო პატარა დელფინი დაიღუპა.
image აქ კი ვანდალმა ტურისტებმა ორეგონში, ძალზე ცნობილი ბუნების მიერ შექმნილი საოცრება გაანადგურეს.
image აქ კი პოლიციამ იხსნა ბიზონის ხბო, რომელიც ტურისტებმა მანქანაში ჩასვეს იმისათვის, რომ "გაეთბოთ".
image აქ კი ტურისტებმა შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იმისათვის შეაღწიეს, საბრალო ფარშევანგისათვის ფერადი კუდის ბოლოდან ფრთები, რომ დაეძროთ.
image აქაც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შედიან ტურისტები იმისათვის, რომ ლოტოსის ყვავილები მოგლიჯონ.
imageკოსტა-რიკაში გიგანტური კუები ამოდიან ხმელეთზე რათა კვერცხები ჩაალაგონ ქვიშაში, რის საშუალებასაც ტურისტები არ აძლევენ.
image ეს კი 15 წლის მოზარდის ნამოქმედარია უძველეს ეგვიპტური სალოცავის კედელზე.
image იტალიაში სელფის გადაღების მცდელობისას უძველესი მონუმენტი ასე დააზიანეს.
image პორტუგალიის ერთერთ მუზეუმში ასევე სელფის გადაღებას შეეწირა ეს ძეგლი.
image "ბედნიერების მოსატანად" იელოსთოუნის ულამაზესი თერმული წყლის ტბაში ჩახრილმა ხურდებმა ტბის წყალი გაალურჯა და სილამაზე დაუკარგა.
image ტურისტის მიერ "იუმორის" გამოხატვის ფორმა მაროკოში.
image "ჰარი პოტერის" ფანმა ტურისტმა 4 000 წლიან აკლდამაზე ასეთი წარწერა დატოვა.
image კუნძულ ბალზე ტურისტებმა არც რიფები დატოვეს წარწერების გარეშე.
image აქ კი ტურისტებმა ტიბეტურ ანტილოპებს ჯიპით დაუწყეს დევნა, იმედია 15 000 დოლარიანი ჯარიმა სხვა სიავის გაკეთების სურვილს გაუქრობდა მათ.
image აქ კი ტურისტი ქალი ცდილობს შვილისთვის გამოცვლილი პამპერი ოკეანის სანაპიროზე ქვიშაში ჩამარხოს.
image













0
1032
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1032