x
მეტი
  • 09.12.2019
  • სტატია:97227
  • ვიდეო:344086
  • სურათი:459183
როგორ მივიღოთ ყიდვისას სწორი გადაწყვეტილება?
image


„რო­მე­ლი აჯო­ბებს?“ „სად ვი­ყი­დო?“ - ეს იმ შე­კი­თხვე­ბის მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­საც რა­ი­მე ნივ­თის ყიდ­ვი­სას ჩვენ თავს ვუს­ვამთ. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში შექ­მნილ­მა ნივ­თე­ბის დიდ­მა არ­ჩე­ვან­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა კი­დევ უფრო რთუ­ლი გა­ხა­და. თუ გავ­რის­კეთ და ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­ვი­ძი­ნეთ ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი, შე­კი­თხვე­ბის მო­რი­გი ნა­კა­დი გვა­ტყდე­ბა თავს: გა­მო­მად­გე­ბა? ღირ­და მისი ყიდ­ვა? სხვა­გან უფრო იაფი ხომ არ ეღი­რე­ბო­და?..


გთა­ვა­ზობთ სამ ძი­რი­თად რჩე­ვას, რომ­ლე­ბიც ყიდ­ვი­სას სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.


1. რა მჭირ­დე­ბა მე და რას მთა­ვა­ზობს ის?


სა­ნამ რამე ნივ­თის ყიდ­ვას გა­და­წყვეტთ და მა­ღა­ზი­ებ­ში გა­ე­შუ­რე­ბით, და­ფიქ­რდით, კონ­კრე­ტუ­ლად რა გჭირ­დე­ბათ? მა­გა­ლი­თად, თუკი ტე­ლე­ვი­ზო­რის შე­ძე­ნას აპი­რებთ, გო­ნე­ბა­ში ჩა­მოთ­ვა­ლეთ, რა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი უნდა ჰქონ­დეს ტე­ლე­ვი­ზორს, რომ მო­გე­წო­ნოთ. კონ­კრე­ტუ­ლი მო­დე­ლე­ბის ნახ­ვი­სას კი ჰკი­თხეთ თქვენ თავს: აკ­მა­ყო­ფი­ლებს ის ჩემს მო­თხოვ­ნებს? მთა­ვა­ზობს იმას, რაც მე მინ­და და მჭირ­დე­ბა? გა­აზ­რე­ბუ­ლად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყო­ველ­თვის სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.


2. სხვა ხომ არ სჯობს?

ყო­ველ­თვის გა­ნი­ხი­ლეთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და ნუ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბით მხო­ლოდ ერთი მა­ღა­ზი­ი­თა თუ ერთი ბრენ­დით. ნა­ხეთ ამა თუ იმ პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი, ჰკი­თხეთ რჩე­ვა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უკვე ფლო­ბენ იმ ნივთს, რომ­ლის შე­ძე­ნა­საც თქვენ აპი­რებთ, და­უს­ვით მათ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვე­ბი. მას შემ­დეგ, რაც უკვე არ­ჩე­უ­ლი ნივ­თის შე­სა­ხებ მცი­რე მოკ­ვლე­ვას ჩა­ა­ტა­რებთ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას გა­ცი­ლე­ბით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით.


3. ფა­სე­ბის შე­და­რე­ბა

ყვე­ლა­ზე უსი­ა­მოვ­ნო შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ბევ­რი ფიქ­რის შე­დე­გად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ, შე­ნა­ძე­ნით კმა­ყო­ფი­ლი ხარ და მე­ო­რე დღეს აღ­მო­ა­ჩენ, რომ იგი­ვე ნივ­თი სხვა მა­ღა­ზი­ა­ში უფრო იაფი იყო. რა თქმა უნდა, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში არ გვაქვს იმის დრო, რომ ქა­ლა­ქის ყვე­ლა მა­ღა­ზია მო­ვი­ა­როთ და ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტის იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი შე­ვარ­ჩი­ოთ, მაგ­რამ დღეს უკვე ეს აღარ არის სა­ჭი­რო. შე­გიძ­ლი­ათ price.ge-ზე სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­ა­მოწ­მოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის ფა­სე­ბი ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ა­ში და ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლურ­ზე შე­ა­ჩე­როთ არ­ჩე­ვა­ნი.


Price.ge-ზე შე­გიძ­ლი­ათ არა მხო­ლოდ ტექ­ნი­კის ფა­სე­ბი შე­ა­და­როთ ერ­თმა­ნეთს, არა­მედ კა­ტა­ლო­გი­დან შე­არ­ჩი­ოთ ავე­ჯი, ტან­საც­მლი, სა­ბავ­შვო ნივ­თე­ბი, სპორ­ტის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა. რაც მთა­ვა­რია, ამ უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით სრუ­ლი­ად უფა­სოდ სარ­გებ­ლობთ და სა­სურ­ველ ნივთს მარ­ტი­ვად პო­უ­ლობთ.



0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0