x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96536
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458426
პარლამენტარი იოსებ მაკრახიძე შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ
დეპუტატი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი" იოსებ მაკრახიძეს კორუფციაში ადანაშაულებს. ორგანიზაციამ პარლამენტარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უჩივლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში დეპუტატის კომპანია ძირითადად უკონკურენტოდ მონაწილეობს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პარლამენტარს შესაძლოა გარკვეული გარიგება ჰქონდეს ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოსთან.

"მის კომპანიას "იბოლიას" საერთოდ 92 მილიონის ოდენობის ტენდერები აქვს ქართლის მასშტაბით მოგებული, მაგრამ ამ კონკრეტულ ვითარებაში ის არის გორის მაჟორიტარი და ფაქტობრივად აქ ინტერესთა კონფლიქტიც იკვეთება, როდესაც გორის მაჟორიტარი გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებს", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ირენა სტურუა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პროცედურების მიხედვით, პარლამენტარ მაკრახიძის საქმიანობით ახლა პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და შეისწავლოს რამდენად რეალურია აღნიშნული ორგანიზაციის ეჭვები.


შეგახსენებთ, რომ იოსებ მაკრახიძე საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით 2016 წლის დასაწყისში დააკავეს, თუმცა მაშინ "ქართულმა ოცნებამ" ამნისტიით გამოშვებული ბიზნესმენი საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა და არჩევნებში გაიმარჯვა კიდეც.

0
189
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ადამიანი
გიორგი ადამიანი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0