x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96733
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458623
ილუზიების ტყვეობაში, ანუ ე.წ. „თანამედროვე ფეხბურთი“
image


(გაგრძელება)


ალბათ ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ქართული ფეხბურთი უკვე კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა და ვითარების გამოსწორება მხოლოდ ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში როდესაც რეგრესს ბოლო არ უჩანს.


პერიოდული კრიზისი ფეხბურთში ამა თუ იმ ქეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა, უდიდესი ტრადიციების საფეხბურთო ერებისთვისაც არაა აღნიშნული უცხო, მაგალითად ჰოლანდიელებსაც ჰქონიათ 10-15 წლიანი ჩავარდნა, მაგრამ ქართველების მსგავსი დროში გაწელილი, მხოლოდ უნგრელებს დაემართათ.

ვის ახსოვს დღეს უნგრული ფეხბურთი? ე.წ. „ტოტალურ ფეხბურთს“ საფუძველი სწორედ იქ ჩაეყარა, ბრაზილიურად ცნობილი 4-2-4-იც მათია, პუშკაშიც ჰყავდათ, ხიდეგკუტიც, ალბერტიც და ბევრი სხვაც, მაგრამ, დღეს ვინმეს ჯერა უნგრელების დაბრუნების ფეხბურთის ელიტაში? ალბათ იმდენივე უნგრელს, რამდენ ქართველსაც სწამს სასწაულის...

უნგრელები იმიტომ ვახსენე, რომ რაც მეტი დრო გავა უფრო გაგვიჭირდება. არაბუნებრივად ხანგძლივ კრიზისს ფეხბურთის განვითარებაში ერთ-ერთმა მთავარი წვლილის შემტანმა ქვეყანამაც ვერ გაუძლო, მემკვიდროებითობა მათ დონეზე დაიკარგა და მომავალი არც ჩვენ გვიქადდის სასიკეთოს.

კარგა ხანია ჩვეული სტილი და მიმზიდველობა დავკარგეთ. საკლუბოზე აღარაფერს ვამბობ, ნაკრებშიც თაობები გაუფერულდა, ესა თუ ის შემადგენლობა, ფაქტიურად ვეღარაფერს ცვლის და მაყურებელიც შეეჩვია არსებულ ვითარებას.

გულშემატკივარის დამოკიდებულებაც ფეხბურთის ხარისხის შესაბამისი გახდა - ძველი თაობის ნაწილმა ჩათვალა, რომ ის ფეხბურთი უბრალდ დამთავრდა და თანამედროვე ჩვენი საქმე არაა, ხოლო ახალგაზრდების ნაწილის სკეფსისი (ქართველებს უბრალოდ არ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში) და ზოგადად, ირონიული, (ერთხელ გაგვივარდა ოთხმოცდაერთში) დამოკიდებულებაც, ასეთი თამაშის ფონზე, მომდევნო თაობებისათვის უფრო და უფრო დამაჯერებელი გახდა.

ყველაზე ცუდი მაინც ისაა, რომ გულშემატკივრისთვის დამახასიათებელი, მაქსიმალიზმიც ხელიდან გამოგვეცალა - მარცხს შეჩვეულები, მოწინააღმდეგის უპირატესობას მატჩის დაწყებამდე ვსაზღვრავთ (ტოტალიზატორის მსგავსად), რაციონალიზმიაო იტყვით, კი ბატონო (არადა, გულშემატკივრობა და რაციონალიზმი ვის გაუგია?), მაგრამ ასეთი მიდგომით წაგებას ობიექტურ რეალობად აღვიქვავთ, საღი აზრიც ჩვენს მხარესაა და დაგვავიწყდა, რომ ფეხბურთში, სურვილი, განწყობა, სიმხნევე, შთაგონება, ჟინი, ემოცია, მისწრაფება და აზარტი, გამარჯვების მთავარი საწინდარია, თანაც ქართული ფეხბურთი, ირაციონალური იყო, მუდამ შემოქმედებითი იმპულსით საზრდოობდა.

საერთოდ გაურკვეველია ფეხბურთს რისთვის ვთამაშობთ (მაყურებლისთვის რომ არა ფაქტია)? - ლიგის ჯგუფში, ან ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად? ჩვენთვის ფეხბურთი ოლიმპიადად იქცა? მონაწილეობა უკვე შედეგია და მასხრად არავინ აგვიგდებს? თუ ასეა ვთქვათ და დავამთავროთ, თუ არა, მაშინ ისიც გავიხსენოთ, რომ ფეხბურთი ქართველებისათვის მხოლოდ სპორტი არასოდეს ყოფილა, იგი სანახაობობა იყო და თანაც ესთეტიკური, ფეხბურთელი თუ თამაშიდან სიამოვნებას არ იღებდა და საკუთარი პერსონის წარმოჩენას მაქსიმალურად არ ცდილობდა, მისი ქმედებები არც მაყურებელზე გადადიოდა, შესაბამისად ის სინერგია (ფეხბურთელისა და გულშემატკივრის ერთობლივი ძალისხმევა), რომელიც სტადიონზე უნდა წარმოიქმნილიყო და ფეხბურთელი სტიმულითა და შემოქმედებითი იმპულსით, დაემუხტა, ხოლო მაყურებელი მეთორმეტე მოთამაშედ ექცია, არ ჩნდებოდა.

სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრება "დინამოს" გადაჭედილ ტრიბუნებზე განაბული მაყურებელი, მართალია აღნიშნული უცხოელებს უკვირდათ, მაგრამ გაყურსვას თავისი მიზეზი ჰქონდა, მათგან განსხვავებით, ფეხბურთი ჩვენთვის წარმოდგენა იყო - მსახიობის ემოციის მსგავსად, მოთამაშის ქმედება გადადიოდა მაყურებელზე და არა პირიქით.

ცალკე საკითხია კარგი იყო აღნიშნული თუ ცუდი, მაგრამ ფაქტია ფეხბურთს ასეთნაირად აღვიქვამდით და დღესაც ასე აღვიქვავთ, ვინაიდან ჩვენში სინერგიის მცდელობაც აღარ ხდება, სამწუხაროდ, უკვე ამ დონეზე ვართ, ერთი შემადგენელი- გულშემატკივარი - სტადიონზე არ დადის, ხოლო მეორე - ფეხბურთელი - არც ცდილობს მის მოზიდვას.

დიდმა გერმანელმა, ლოთარ მათეუსმა, უმაყურებელო ფეხბურთი, როგორღაც უწყლო ზღვასთან გააიგივა, მართალია ქართველ მწვრთნელებსაც ახსენდებათ ცარიელი ტრიბუნები, მაგრამ მხოლოდ ჟურნალისტებთან საუბრისას და არა მაშინ, როცა ფეხბურთელებს მოძღვრავენ - შეიძლება წააგო, შეიძლება დიდი ანგარიშითაც წააგო, სამარცხვინოდაც წააგო, მაგრამ მსგავსი „მანდრაჟი“, რაც დღევანდელი თამაშის სტილში იგრძნბა?

წარმოუდგენელია ბუნებით ქართველმა, ეთხრლ მაინც, მიადევნოს თვალი ამ საცოდაობას (არიგო საკი პესიმისტურ, მშიშარა ფეხბურთს უწოდებს), და აღნიშნულის სურვილი შემდგომშიაც გაუჩნდეს? სამწუხაროდ დღეს ქართულ ფეხბურთს მხოლოდ ცვლილების მოლოდინით შესცქერის გულშემატკივარი, ვისაც იმედი შერჩა რასაკვირველია.

მაგრამ როგორ დავედით ამ დონეზე?

ეს, ჩვენ, ქართველები მივიჩნევთ ფეხბურთს მარტივად, თავიდანვე ძალზედ იოლად გამოგვივიდა ყველაფერი, რატომღაც ჩავთვალეთ, რომ ფეხბურთის ნიჭით ვიყავით დაჯილდოებულები და თამაშის ესთეტიკაც ამიტომ მოვიდა. მაგრამ ევროპამ ფეხბურთის განვითარების ხანგრძლივი და წინააღმდეგონრივი გზა გაიარა. ანტაგონიზმის მიზეზი ის იყო, რომ ინგლისელები ფეხბურთს, სიმტკიცის გამბედაობის, სიმამაცის, ძალის, ზოგადად მამაკაცურობის გამოხატულებად მიიჩნევდნენ და 19-ე საუკუნის ბრიტანეთში, გაშლილი ფეხის წვივში ჩარტყმაც თამაშის ერთ-ერთი შემადგენელი იყო.


(გაგრძელება იქნება)


1
39
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა კაკაბაძე
გოგა კაკაბაძე
39
  
9 ნოემბერი, 0:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1