x
image
Yoona
მშობლებმა ბავშვი ბებიასთან თანმხლების გარეშე გაგზავნეს. მატარებელში ჩაჯდომამდე მამამ ჯიბეში წერილი ჩაუდო
როცა მშობლები შვილს ბებიასთან აგზავნიდნენ, მამამ ბიჭს ჯიბეში ქაღალდის ნაკეცი ჩაუდო. მამამ უთხრა, რომ თუ გზაში შეეშინდებოდა ან ცუდად გახდებოდა, ქაღალდი უნდა გაეხსნა და წაეკითხა.


image

მამა ყოველთვის გვერდითაა


მშობლებს ვაჟიშვილი ბებიასთან დასასვენებლად ხშირად მიჰყავდათ. როცა ბიჭი წამოიზარდა, თქვა, რომ უკვე დიდი იყო და მარტო წასვლას შეძლებდა. დედ-მამამ ამის გამო ბავშვთან ცოტა იჩხუბეს, მაგრამ ბოლოს დათანხმდნენ. მშობლები ბაქანზე დიდხანს იდგნენ და შვილს მნიშვნელოვან დარიგებებს აძლევდნენ.



image

ბიჭი იმეორებდა რომ ყველაფერი იცოდა და მას უკვე ასჯერ აუხსნეს. მაშინ მამამ შვილს ჯიბეში გაკეცილი ქაღალდი ჩაუდო და უთხრა, რომ თუ თავს ცუდად იგრძნობდა, წერილი წაეკითხა და ყველაფერი კარგად გახდებოდა.


image

ბიჭი მატარებლის ვაგონში იჯდა და თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ირგვლივ ხალხი დადიოდა და ხმაურობდა. გამცილებელმა ბავშვს შენიშვნა მისცა, ვიღაც უცნობმა კაცმა მას უკმაყოფილო სახით შეხედა. ბიჭი კუთხეში მიიმალა. ყოველ წუთს სულ უფრო მეტ შიშს და უსიამოვნებას გრძნობდა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. ამ დროს მამის წერილი გაახსენდა.


image
აკანკალებული ხელით ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, გახსნა და წაიკითხა. წერილში ასეთი სიტყვები იყო დაწერილი: „შვილო, მე მეზობელ ვაგონში ვარ“.

ასე მზრუნველმა მამამ ყოველთვის იცის, თუ როდის ხართ ცუდად და გაგრძნობინებთ, რომ თქვენს გვერდითაა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?

image

შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთimage

10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

image

3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან

image

7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“

image

ამინდი სახლში: თქვენ კარგი მშობელი ხართ, თუ ბავშვის აღზრდის პროცესში ყველა ამ პუნქტს იცავთ

image


0
552
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
552