x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ადოლფ ჰიტლერის და მისი დისშვილის, გელი რაუბალის ბურუსით მოცული ისტორია
image


1931 წლის 18 ოქტომბერს 23 წლის გელი რაუბალი გარდაიცვალა. არსებობს მისი სიკვდილის ორი ვერსია. პირველი ვერსიის მიხედვით მან ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. მეორე ვერსიის მიხედვით ის მოკლეს ჰიტლერის პოლიტიკურმა მოწინაღმდეგეებმა. ამით ისინი ცდილობდნენ ჰიტლერის ბრძოლიდან გამოყვანას. ამ ვერსიას მხარს უჭერს სხეულის გაკვეთის ოქმი, თუმცა ამ ოქმში არაერთხელ შეიტანეს ეჭვი.

გელის სიკვდილმა მოახდინა ჰიტლერის სრული დემორალიზება. უახლოეს ნათესავებს ის არ უნახავთ ასეთ მდგომარეობაში არც მანამდე და არც ამის შემდეგ. ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ის ვენაში გამართულ დაკრძალვაზე არ ყოფილა. ჰიტლერის პირადი ფოტოგრაფი ჰაინრიხ ჰოფმანი იხსენებდა, რომ ჰიტლერის მძღოლმა მისი ორი პისტოლეტი გადამალა იმისთვის, რომ თავიდან აერიდებინათ მეორე სიკვდილი - ამჯერად ფიურერის. მძღოლმა (სხვა ვერსიის თანახმად რუდოლფ ჰესმა) ჰიტლერს ხელიდან გამოსტაცა ერთ-ერთი პისტოლეტი.

გელი რაუბალის სიკვდილის შემდეგ ჰიტლერმა 4 დღე მეგობრების სახლში გაატარა. მან უარი თქვა საჭმელზე და წყალზე, შეწყვიტა ლაპარაკი. ამ მძიმე დეპრესიის შემდეგ ნაციონალ-სოციალისტების ლიდერი მკაცრი ვეგეტარიანელი გახდა და მას შემდეგ აღარასდროს უჭამია ხორცი და კერძები, რომლებიც ცხოველების ცხიმით მზადდებოდა.
ცხოვრებისკენ ის მოაბრუნა შემდგომში ორგანიზებულმა მიტინგმა: ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრებმა მას გადააფიქრებინეს აქციის გადადება.


მიუნხენის ბინაში, რომელიც 15 ოთახისგან შედგებოდა, გელის ოთახში შესვლის უფლება არავის ჰქონდა, ჰიტლერისა და ბინის დიასახლისის ანა ვინტერის გარდა. ჰიტლერმა ცნობილ მოქანდაკეს, იოზეფ ტორაკს დაავალა გელი რაუბალის ბიუსტის შექმნა, რომელიც ახალ რეიხსკანცელარიაში უნდა გამოეფინათ.
ჰიტლერმა ასევე თხოვა ადოლფ ციგლერს, ცნობილ მხატვარს, დაეხატა გელის პორტრეტი, რომელიც მას შემდეგ, მუდამ ყვავილებით მორთული, ამშვენებდა ჰიტლერის ოთახს ბერგჰოფში.

0
1167
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
1167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0