x
როდის კარგავს კაცი ქალისადმი ინტერესს და პირიქით?!
ხშირად გვსმენია ალბათ წყვილის ზღაპრული სიყვარულის შესახებ, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რამდენიმე წლის შემდეგ მათი ნაწილი ერთმანეთს შორდება. რატომ ხდება ასე და რას ამბობენ ამაზე ფსიქოლოგები ალბათ ბევრს აინტერესებს.

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ უსაიმოვნო სიტუაციები, რამაც შესაძლოა ყოფილ პარტნიორთან ერთად მნიშვნელოვანი სტრესი თქვენც მოგაყენოთ.

კაცებს არ უყვართ პარტნიორთან ერთად ყოფნისას პრობლემებზე საუბარი. კაცი დიდხანს ვერ უძლებს ისეთ ქალებთან ურთიერთობას, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ.




უერთიერთობა



მამაკაცები ვერ იტანენ, როცა მუდმივად აკონტროლებენ. მაგალითად სად იყავი, ტელეფონს რატომ არ
პასუხობდი და ა.შ


არიან მამაკაცები, რომლებიც მუდმივად დაკავებულები არიან, როდესაც ქალის გულს მოიგებენ და ის გარანტირებული აქვთ, ზედმეტ ყურადღებას აღარ იჩენენ მის მიმართ. ქალს კი მუდმივი ინტერესი და სიურპრიზებით სავსე ცხოვრება მოწონს. ამ დროს შესაძლოა სხვა მამაკაცი გამოჩნდეს და სწორედ მან გამოიჩინოს ქალის მიმართ ის ყველაფერი, რასაც ის ქალი მისი რჩეულისგან ოცნებობდა. კომპლიმენტებს იღებენ, საჩუქრებს ჩუქნიან და ყოფილი პარტნიორი მისთვის უკვე უინტერესო ხდება.


ერთი შეხედვით ყველაფერი ქალს შეიძლება დაბრალდეს, მითუმეტეს როდესაც ურთიერთობა იშლება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მამაკაცები ზრუნვას მიჩვეულები არიან და თუ კი ეს ფუფუნება მოაკლდება ის ახალ კომფორტის ზონას ეძებს და მასაც შესაძლოა ვინმემ აჩვენოს თბილი კერა.


და მაინც, ფსიქოლოგების აზრით მთავარი სიყვარულია, თუ ქალმა ან კაცმა ნებისმიერი დაბრკოლების დროს სიტუაციიდან გაქცევა დააპირა, ე.ი მას ეს გრძნობა ჯერ ისევ არ განუცდია და სწორედ მისი პოვნის სურვილმა შესაძლოა გული სხვა ადამიანებსაც ატკინოს.


ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, რომ ვიდრე საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის დაწყებას დააპირებთ, ჯერ კარგად გაერკვიეთ რა გსურთ და რა შედეგს ელოდებით ამა თუ იმ ურთიერთობიდან.


0
475
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ადამიანი
გიორგი ადამიანი
475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0