x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"მაესტრო, დამშვიდდით, სპექტაკლი ჩავარდა, მე ჩემი დაცემის ტრიუმფით ვამაყობ.." - "ე ლ ი"

image

მაესტრო

უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს,

მაესტროს მორალი ყელში მაქვს გაჩრილი,

მინდა, რომ სიბილწემ აზრები არიოს,

შურისგან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი.

მიწიდან გამტვერილს სიზმარი ამათრევს,

რამდენი დარაბაც არ უნდა დარაზოთ,

ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ,

ჩაპლინის იერით ლოთი რომ მთავაზობს.

ინდიელ შამანის პაროდისტ მოვგავდი,

ცუდად რომ ასრულებს უსწავლელ რევერანსს,

ოტელო რომ ვიყო, სუფლიორს მოვკლავდი,

სიცილს რომ იჩემებს ყოველ წუთს, ყოველ წამს..

კბილებით ვიკავებ, ძუნწ სიტყვებს ვერევი,

რაიკინის ნაცვლად კი ვკითხულობ ყანწელებს,

რა ვქნა, თუ დააწყდა რეჟისორს ნერვები,

კლოუნი დაბოღმილ მონოლოგს აგრძელებს...

image

ნერვები მოშლილი ვისა აქვს?! არავის!

უბრალოდ ვერ ვიტან ვერლიბრის ავტორებს,

უღრანში ვიპოვე ვისოცკის კარავი,

უსაზღვრო ბოღმაში წამითაც არ მტოვებს.

გამხდარი მაესტრო სცენაზე ავარდა,

თეატრის კლოუნებს მიჯნაზე დაამხობს,

მაესტრო, დამშვიდდით, სპექტაკლი ჩავარდა,

მე ჩემი დაცემის ტრიუმფით ვამაყობ.

0
259
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0