x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96728
  • ვიდეო:343731
  • სურათი:458628
ყვირილი და ადუღებული სისხლი: არქეოლოგების მორიგი აღმოჩენა, ნახეთ, როგორ იღუპებოდნენ პომპეის მკვიდრნი

image


ჩვენ წელთაღრიცხვით 79 წელს რომის იმპერიის ულამაზესი ქალაქი პომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის ედეგად მთლიანად განადგურდა. ქალაქი კატასტროფის ეპიცენტრიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარეობდა. მოსახლეობის უმრავლესობა ცოცხალად დაიწვა, დანარჩენი კი, საშინელი ტანჯვითა და წამებით გარდაიცვალ. მიცვალებულთა ძვლებისა და ნაშთების შესწავლი შედეგად, იტალიელმა არქეოლოგებმა პომპეის მკვიდრთა გარდაცვალების გარემოებებზე ისაუბრეს, რომელიც მართლაც, რომ მძიმე მოსასმენია.


image


ძვლების ქიმიურმა ანალიზმა წითელი და შავი ფერის მინერალური ნალექი გამოავლინა, რომლის ნაერთიც როგორც ცნობილია, მდიდარი რკინითა და ოქსიდებით არის. ასეთი სახის კრისტალები ორგანული წარმოშობისაა.


image


მარტივად რომ ვთქვათ, ვულკანის ამოფრქვევისას ადამიანების სისხლი ადუღდა და ორთქლად იქცა. მოგვიანებით, კი, როდესაც ტემპერატურა დაეცა, "სისხლის ორთქლი" გაცივდა და დაკრისტალდა. ბევრი ნაპოვნი ძვალი დეფორმირებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მომაკვდავი ადამიანების თავის ქალა შიდა წნევისგან გასკდა, სიკვდილი კი მყისიერად დადგა.


image

"ეს, სწორედ ამ, ორი ფაქტორის - მაღალი ტემპერატურისა და ქალასშიდა წნევის კომბინაციის შედეგად მოხდა, რომ ადამიანის ტვინი ადუღდა, ხოლო თავის ქალა კი გასკდა, " - განაცხადეს იტალიელმა მეცნიერებმა.


image

ჩვენ წელთაღრიცხვით 79 წელს მასშტაბური კატასტროფა მოხდა. ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ სამი რომაული ქალაქი - პომპეი, ჰერკულანუმი და სტაბია გაანადგურა. კატასტროფის ეპიცენტრში კი ვულკანური მთიდან ამოსული ფერფლისა და შავი კვამლის სვეტი აღიმართა, რომლის სიმაღლემაც 33 კილომეტრს მიაღწია.


image

ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად სულ 16 ათასი ადამიანი დაიღუპა.



image

ადგილზე ნაპოვნი ნაშთები მუმიფიცირებულია და სწორედ, ვულკანური ფერფლის წყალობით ყველაფერი წარმოუდგენელი სიზუსტით არის შემორჩენილი. კატასტროფის ადგილზე კვლევები დღემდე გრძელდება.



0
533
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
533