x
image
ელენე გუმა
"ცრემლიანი 7 ნოემბერია, როდესაც სადისტი სააკაშვილის რეჟიმის დროს, გამეტებით და სასტიკად დაგვარბიეს..."
image
სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს და ემოციურ პოსტს წერს.


"დღეს მწარე და ცრემლიანი 7 ნოემბერია, როდესაც სადისტი სააკაშვილის რეჟიმის დროს, მშვიდობიანი მომიტინგეები პირველად დაგვარბიეს, რომლებსაც მართლა ფოთოლიც კი არ ჩამოგვიგდია, გამეტებით და სასტიკად დაგვარბიეს...



და ყველაზე მძიმე იყო ის, რომ ეს არ იყო ძალოვანი სტუქტურების ცალკეული თანამშრომლების გადაცდომები და გადამეტებები, არამედ ასრულებდნენ ხელისუფლების პირდაპირ ბრძანებებს და მოწოდებებს განსაკუთრებული სისასტიკისკენ, რაშიც "კარგ" შემსრულებლებს" ჰპირდებოდნენ პრემიებს, მაღალ ანაზღაურებას, ჩინ-მედლების ჩამორიგებას, დაწინაურებას და ა.შ... იმდენი პრემია გაიცა, რომ მერე, 2011 წლის 11 მაისს, სიკვდილამდე სცემდნენ ადამიანებს ორგვამა ვანოს ზონდერები, რომ "გეგმა" გადამეტებით შეესრულებინათ, კიდევაც დატოვეს ძალიან ბევრი ადამიანი სამუდამოდ ინვალიდი, ბევრი გარდაიცვალა მაშინ მიღებული ტრავმების შედეგად, გვამები მეტროზე შემოგვიყარეს და ბოროტი კლოუნის ჰარემთან ერთად, ტაშ-ფანდური გაგვიმართეს სისხლით მორწყულ რუსთაველზე... მახსოვს, რეზო გაბრიაძემ არ აიღო სახელწიფო ჯილდო, არ უკადრებელი იკადრა , თამარა კვესიტაძემ არ იკადრა იქ დადგომა, გაერიდა .. სუხიშვილები წამოვიდნენ, არ იცეკვეს, ილიკო სუხიშვილმა კაცური პასუხი გასცა, მიუხედავად ყველაფრისა (ზეწოლას ვგულისხმობ, ანსამბლის წევრებს სახლებში ჩამოუარეს, სპეც -სამსახურებმა) .. და ლაშა ნაცვლიშვილმა, "ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებისთვის ასე იყო საჭიროო?!" კარგი, მესმის, დასავლელი მიhას ლობისტებისგან ზეწოლა იყო და ბიძინას არაფერში რომ არ უმართლებს, რაც მისი ბრალია ხშირად, ადამიანების გარჩევა რომ არი იცის, ხანდახან გადააფიჩინდება ვინმეს, სანამ ხანჯალს არ მიიღებს ზურგში .. რამდენჯერაც ლობისტების თემა ჩააბარა რომელიმე მის გვერდში მდგომ კოალიციის ერთ-ერთ წევრს, იმდენი, ის დარბოდა იმ ლობისტებთან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ "გავლენის აგენტობას" ან საკუთარი პარტიის პოლიტიკური ტივტივის საქმეს იგვარებდა ბიძინას მილიონებით, კოალიციისას კი არა, ან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებს კი არა...



ისევ დავუბრუნდეთ " მწარე ნოემბერს"..


ასე მაგალითად, იმ 7 ნოემბრის შემდეგ, "უფლებადამცველის" მანტიამოსხმულ ეკა გიგაურზე მოგახსენებთ, კი ამბობს არაო, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, მაინცდამაინც 21 ნოემბერს,
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვანო მერაბიშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად ირკვევა, სასაზღვრო პოლიციის 2007 წლის 21 ნოემბრის წერილის საფუძველზე, მერაბიშვილი ვადაზე ადრე, სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდებას ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს, სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, უფროს ლეიტენანტ ეკა გიგაურს.
მანამდე კი, გიგაურმა პრემიები გასცა ბარისახოს სასაზღვრო პუნქტის ერთ-ერთ ჯგუფზე, რომელიც შედგება 11 კაცისგან. ასევე პრემიები გასცა 331 კაცზე, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებზე. (აქ არის ლაპარაკი მაგალითად ახალციხის, წითელი ხიდის, დედოფლის წყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხის, ბარისახოს ჯგუფებზე.).



და ეს ყველაფერი 13-21 ნოემბრერს... რომ ჰკითხო, იტყვის არაო და ათას ტყუილს დააბრეხვებს, რა ენაღვლება, ენას ძვალი არ აქვს... რატომ? იმიტომ რომ პროკურატურამ არ გამოიძია... არა, მაგის დაკავება ვის რად უნდოდა, მაგრამ გამოიძიე ეს ოხერი და დადე რა, თუნდაც იმიტომ უნდა გედოს, რომ მერე არ მისცე უფლება გაყალბებული ანგარიშები აგზავნოს დასავლეთში და ქვეყანას მუდმივად თავს ლაფი ასხას, მუდმივად! სამაგიეროდ მილიონებიან გრანტებში ბანაობს ეხლაც... ვინმემ მიიყვანა ვანო მერაბიშვილის დროს წამოსული და გიგაურის ხელში გამოვლილი გრანტების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ გამოძიება ბოლომდე?? არა ხომ? რატომ? რატომ??? რამხელა "ატკატებზე " იყო ლაპარაკი და დასავლელი "მოლაპარაკე თავების" მოსყიდვაზე... იგივე არ ხდებოდა გიგა ბოკერიას უშიშროების საბჭოდან გასულ ათეულობით მილიონზე? არ იყო ეჭვი, რომ იქედან უხდიდნენ ათობით მილიონს ამერიკელ და ევროპელ ლობისტებს? გამოიძია ვინმემ? და ლაშა ნაცვლიშვილმა ვერ მოიფიქრა თან დასავლეთი როგორ დაემშვიდებინა და თან ეს კრიმინალური ხლისტები როგორ დაეჭირა ყურებით?! - ყველაფრის მკადრებლები, სადმე ბზარი თუ მისცა, ერთ წამში რომ ამ თავის ობობას ქსელს შეკრავენ და აამუშავებენ სრული დატვირთვით, ისევ ჩვენ რომ უნდა შევასკდეტ ბოლომდე სამკვდრო-სასიცოცხლოდ?!..... არა, მესმის, დასავლეთმა გვთხოვა, კი ბატონო, არ დაეჭირათ შეიძლება არ დაეჭირა ბუკვალურად, ბაგრამ საქმეები გაეხსნათ...



ამიტომ და იმიტომ არ მივიღებ ნაცვილშვილის თავის მართლებას, პროკურატურას მიხედეთ, არც ახლაა გვიან, რა უნდათ სასამართლოში ამ ნაცისტ ყყველაფრისმკადრებელ პროკურორებს, თქვენ ხომ არ გააფრინეთ სულ??? გამოყარეთ კინწისკვრით იქედანაც და აქედანაც მიაბრძანეთ, სანამ კარგად სხედხართ სავარძლებში!!! ეგ არავინ მოგატყუოთ, რომ დღეს თქვენი მონები არიან და იქნებიან მერეც!!, როგორც ბენდერები ვერ წავიდოდნენ ვერსად, ისე არიან ნაცები და ნანაცრები ერთი ბატონის ქვეშ და ნებსით თუ უნებლიეთ სულ იქ იქნებიან... სასამართლოს მიხედეთ.. ახლა მოკატუნებულები რომ არიან, ერთ დღეს აგიყირავდებიან“ როგორც სასჯელაღსრულებაა ნაღმზე და შსს თუ მოეშვება, ისიც შემოჯდება ნაღმზე და ზოგიერთ ოცნების ჩინოვნიკს თავში ნუ აგივარდათ, ტელეფონზე დროზე გაეცით პასუხი თქვენს თანამებრძოლებს და კიდევ, ჭკვიანი ხალხი რჩევას რომ გაძლევთ, მოუსმინეთ და ტვინი გაანძრიეთ, თორემ მიილეწავთ ცხვირებს... ჩვენც რომ შეგაქცევთ ზურგს, ზოგიერთი გატუტუცებულის გამო...
გიორგი გახარია, ვახო გომელაური, ძალიან გთხოვთ, სასწრაფოდ დაიწყეთ მუშაობა დეკრიმინალიზაციაზე, ეს არ არის ლეგალიზაცია, ძალიან გთხოვთ, გამოართვათ ირმა ინაშვილს ჩვენი საერთო კანონპროექტიც, კობა დავითასვილის შედგენილია და იურიდიულად გამართული და გნებავთ, შეაჯერეთ კაკი ზოიძის კანონ-პროექტთან... ძალიან ბევრი ნიუანსია... ჩვენი ვარიანტით, გარანტიას გაძევთ, რომ რეალურად შემცირდება სუიციდი და კრიმინალი, არა მხოლოდ სტატისტიკურად, არამედ რეალურად, რადგან დანაშაულის პრევენციის საშუალებას იძლევა... ნარკოლოგებთან და ფსიქიატრებთან ერთად არის გავლილი.... არჩევნებამდე გაიტანეთ ეს კანონი... ნუ უტოვებთ ამ კოზირს პოპულისტ არაადამიანებს, მაგათი მიღებული დრაკონული კანონები ისედაც შერბილებული გაქვთ და მივცეთ დასრულებული კანონის სახე, რომ დამთავრდეს სპკულაციები და დავდოთ შედეგი... საგანგაშო მდგომარეობაა და რაც ყველაზე საშინელებააა, ამ გაუბედურებული მრავალათასიანი სეგმენტით სარგებლობს ყველა ბოროტი, ვისაც არ ეზარება... ამ ხმებისთვის ბრძოლაში, ისეთი პროპაგანდა მოისმის ყველა მხრიდან, რომ უკვე პატარები იღებენ კატასტროფულად არასწორ ინფორმაციას, რას საშიშია მათი სიცოცხლისთვის.



თაობები გვეღუპება თამაშით, ზოგი ნარკოტიკით, დანარჩენი უაზროდ მისჯილი ციხით, იმის მაგივრად, დროულად იმკურნალოს, ოჯახი შექმნას და შვილები ზარდოს, რაც რეალურად გადაარჩენს ... დასდევენ ვიღაც უგუნურები და არასწორად უნამუსოდ სროკავენ "დემოგრაფია" სულ ქინძზე ახატიათ, ისეთი სიტუაციაა, გეგონება სპეციალურად შარს ეძებენ, ოღონდ რამე მოუძებონ და სისულელესთვის გამოამწყვდიონ ახალგაზრდები !!!
პრემიერო გახარია, პატივს გცემ და მჯერა შენი, გთხოვ, დაინტერესდი ერთი პატიმრების სტატისტიკით, ვინ რაზე ზის და მიხვდები, ახალგაზრდებს რატომ არ ევასებით ოცნება ..არ შეიძლება პოლიციელი-პროკურორი-მოსამართლე იყოს ბოროტი და მონდომებული, რომ ადამიანს აუცილებლად მიუსაჯოს, თან ისეთს, რომელიც არ არის კრიმინალი და პირველად მოხვდა გაუგებრობაში, ასეთის დახსნაზე უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო, ახლა კი პირიქით არის!"


ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები. მოგვიანებით პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ ოფისშიც შევიდა. 7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.



1
470
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
470
  
2019, 8 ნოემბერი, 5:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1