x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვის ერთ-ერთ კარაოკე კლუბში, საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელს სახის ნაწილი მოაჭამეს

image მოსკოვში ღამის კარაოკე-კლუბ «Лофт»-ში-არცთუ სასიამოვნო მოვლენები განვითარდა. გამომძიებელ-კრიმინალისტი არტიომ კოროტუნი კლუბში გასართობად მივიდა და ბართან თავისუფალ სკამზე მოიკალათა, უალკოჰოლო სასმელის გამოიტანა და სხვებივით მუსიკის მოსმენით დაკავდა.
გარკვეული ხნის მერე მასთან მივიდა კლუბის სხვა სტუმარი, ვინმე მუსლიმ გაზალიევი და არტიომს მოსთხოვა სკამიდან ამდგარიყო იმ მოტივით- აქ მე ვიჯექი, გასვლამ მომიწია და ადგილი უნდა დამიბრუნოო.
ბუნებრივია არტიომმა სკამი არ დაუთმო, რასაც შელაპარაკება მოჰყვა, თუმცა კლუბის დაცვამ მათ ჩხუბის საშუალება არ მისცა.
ერთ მომენტში გაზალიევმა დრო იხელთა და გამომძიებელს სახეზე ისე უკბინა, ხორცი ამოგლიჯა და გაიქცა.
გაზალიევი მალევე დააკავეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სტატიით: "წინასწარგანზრახვით ადამიანის ჯანმრთელობისათვის მძიმე დაზიანების მიყენება".
მუსლიმ გაზალიევს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, იუსტიციის კრიმინალისტ-გამომძიებელ კოროტუნს კი სახის პლასტიკური ქირურგის დახმარება დასჭირდება.

0
98
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
98