x
"ცხინვალთან პოლიციამ ცეცხლი გახსნა"- დე ფაქტო რეჟიმი ახალ ბრალდებას ავრცელებს

ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში ცეცხლი გახსნა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს ინფორმაციით, ორი დღის წინ, 18:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ კობთან მყოფმა ქართული პოლიციის დამატებითმა ძალებმა, ე.წ. საზღვრის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-15 გასროლა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "რესი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გასროლას მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება არ მოჰყოლია.

ცხინვალიცხინვალის КГБ სოფელ წნელისთან დაძაბულობის დეესკალაციის საფრთხეს ხედავს და ერთადერთ უალტერნატივო გზად "საზღვრისპირა" რაიონში ქართული საპოლიციო პოსტის გაუქმებას მიიჩნევს.

აღნიშნულ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოეხმაურნენ. უწყება არ ადასტურებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და მას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებენ.

0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ადამიანი
გიორგი ადამიანი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0