x
მეტი
  • 23.11.2019
  • სტატია:96790
  • ვიდეო:343779
  • სურათი:458686
ქართველი მსახიობი ჰოლივუდში-გამოვიდა ფილმის თრილერი, სადაც ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს
imageფილმის, "ახლა ყველაფერია“ (Now is everything) თრილერი გამოვიდა, რომელშიც ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე მთავარი როლის შემსრუელებელთან-ენტონი ჰოპკინსთან ერთად ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.


ფილმის დამდგმელები არიან ვალენტინ დე ამიჩისი და და რიკარდო სპინოტი, კვირიკაძის გარდა, რომელიც ფოტოგრაფის როლს თამაშობს, მონაწილეობენ ცნობილი ვარსკვლავების შთამომავლები, მაგალითად სტინგის შვილი მიკი სამნერი და ჯეკ ნიკოლსონის შვილი რეი ნიკოლსონი.


ირაკლი კვირიკაძემ პირველი საერთაშორისო აღიარება, რეზო გიგინეიშვილის ფილმმა "მძევლებმა" მოუტანა, რომლის პრემიერა ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე შედგა.

image


ფილმის ამერიკული პრემიერა ტილურიდის კინოფესტივალზე მოხდა(Telluride Film Festival.)

ირაკლი არის პირველი ქართველი მსახიობი, რომელმაც მიიღო ამომავალი ვარსკვლავის ნანატრი ჯილდო, რომელიც მანამდე მიენიჭა საერთაშორისო დონის ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ალისია ვიკანდერი და დენიელ კრეიგი.

ირაკლი სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და ნიუ – იორკის სტელი ადლერის სტუდიაში. იგი ფლობს ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებს.


1
147
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
147
  
9 ნოემბერი, 0:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1