x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის ეფექტური ლაზერული ეპილაციის ტიპი - რჩევები სპეციალისტისგან
image


ალექ­სან­დრი­ტი თუ დი­ო­დი? იქ­ნებ სამ­სხი­ვი­ა­ნი ან ელექტრო ეპი­ლა­ცია? - ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვე­ბი, რო­მელ­ზე სწო­რი პა­უ­ხის მო­ძებ­ნაც გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ის გამო რთულ­დე­ბა, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია.


რა გან­სხვა­ვე­ბაა ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ტი­პებს შო­რის და რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ჩენ­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მათ­გა­ნი? - ამ კი­თხვე­ბით კლი­ნი­კა „მედი პრი­ვეს“ დამ­ფუძ­ნე­ბელ ლიკა ჩახ­ვაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.


რა პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა ტი­პის ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია?



ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ტიპი ერთი პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს. მათ შო­რის სხვა­ო­ბა არის სხი­ვე­ბის სიგ­რძე. ეპი­ლა­ცი­ის შე­დე­გად, კა­პი­ლა­რი, რო­მე­ლიც თმის ფო­ლი­კულს სის­ხლით ამა­რა­გებს ანუ კვე­ბავს, უნდა გაქ­რეს. კა­პი­ლარს აქვს გარ­კვე­უ­ლი ფერი იმი­ტომ, რომ მას­ში სის­ხლი გა­დის. ლა­ზე­რუ­ლი სხი­ვი სწო­რედ ამ ფე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით პო­უ­ლობს კა­პი­ლარს, ახუ­რებს მას და შე­დე­გად კა­პი­ლა­რი გა­ნიც­დის ინ­ვო­ლუ­ცი­ას ანუ მოკ­ვდი­ნე­ბას. ის ფიბ­როზ­დე­ბა და აღარ არის აქ­ტი­უ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ფო­ლი­კულ­საც უწყდე­ბა კვე­ბა.


გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ფო­ლი­კუ­ლი აღიდ­გენს სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბას, მაგ­რამ ის აღარ არის წი­ნან­დე­ლი­ვით ძლი­ე­რი. ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ფო­ლი­კუ­ლი უფრო სუს­ტდე­ბა და აღ­დგე­ნის უნარს კარ­გავს.


ცუდ და სუსტ აპა­რა­ტებს ახა­სი­ა­თებს, რომ მისი სხი­ვი საკ­მა­რი­სად ვერ აცხე­ლებს ფო­ლი­კუ­ლის ძირს და კა­პი­ლარს და მოკ­ვდი­ნე­ბის ნაც­ვლად ახ­დენს მის და­ზი­ა­ნე­ბას. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფო­ლი­კუ­ლი კი ორ­მა­გი ძა­ლით იწყებს რე­გე­ნე­რა­ცი­ას და უფრო მეტი თმა ამო­დის.


თუ სხვა­დას­ხვა ტი­პის ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია ერთი პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს, რა გან­ხვა­ვე­ბაა მათ შო­რის? რით გან­სხვავ­დე­ბა დი­ო­დი ალექ­სან­დრი­ტი­სა და ია­გის­გან?


მათ შო­რის სხვა­ო­ბა არის სხი­ვის სიგ­რძე. სხვა­დას­ხვა სიგ­რძის სხი­ვი სხვა­დას­ხვა ტი­პის, შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზეა ეფექ­ტუ­რი. სხი­ვებს შო­რის სხვა­ო­ბას ეფექ­ტის­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ია­გის სხი­ვი არის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი და მისი სიგ­რძე 1060-1064 ნა­ნო­მეტ­რია. ის გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია მუქი შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზე. დი­ო­დი არის 805-810 ნა­ნო­მეტ­რი სიგ­რძის სხი­ვი და სა­შუ­ა­ლო შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ალექ­სან­დრი­ტის სხი­ვი კი 705 ნა­ნო­მეტ­რი სიგ­რძი­საა და მას გან­სა­კუთ­რე­ბით ღია შე­ფე­რი­ლო­ბის კან­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ის უფრო ეფექ­ტუ­რია რო­დე­საც ღია კანი და მუქი ფე­რის თმას­თან გვაქვს საქ­მე.


პი­რა­დად ჩვენ კლი­ნი­კა­ში რო­დე­საც ვარ­ჩევ­დით აპა­რატს, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, თუ რო­მე­ლი ტი­პის კანი და რო­გო­რი თმა არის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩვენს რა­სა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში უმე­ტე­სად მე-3-4 ტი­პის კანი გვხვდე­ბა, სა­დაც კა­ნი­ცა და თმაც ცოტა მუ­ქია. დიდი კონ­ტრას­ტე­ბი კან­სა და თმას შო­რის იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ოქ­როს სტან­დარ­ტი არის დი­ო­დი, რო­მელ­საც აქვს შუ­ა­ლე­დუ­რი სიგ­რძის სხი­ვი.


სწო­რედ შუ­ა­ლე­დუ­რი სიგ­რძის სხი­ვი არის გა­ნა­ტი იმი­სა, რომ კანი არ და­იწ­ვას. რაც უფრო მოკ­ლეა ტალ­ღა, მით მე­ტია შან­სი იმი­სა, რომ მუქი შე­ფე­რი­ლო­ბის კანი და­იწ­ვას. თუ მუქ კან­ზე ალექ­სან­დრიტს გა­ვა­კე­თებთ, მისი მოკ­ლე სხი­ვი ვერ მო­ა­ხერ­ხებს, რომ ჩას­ცდეს მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბის დო­ნეს და ზუს­ტად იმ შრე­ში იმუ­შა­ვებს, სა­დაც მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბი არის აქ­ტი­უ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი. შე­დე­გად კი მი­ვი­ღებთ დამ­წვრო­ბას. დამ­წვრო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ჩვენ გვჭირ­დე­ბა სხი­ვი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩას­ცდე­ბა მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბის შრეს. სწო­რედ ამი­ტომ არის ხში­რი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რით ვი­ღებთ დამ­წვრო­ბას. ლა­ზე­რის ეს ტიპი მა­სი­უ­რად ჩვე­ნი რა­სის­თვის არ არის გათ­ვლი­ლი.


რო­გორც ირ­კვე­ვა, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი დი­ო­დუ­რი სხი­ვია. სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ებ­ლის დი­ო­დურ აპა­რა­ტებს შო­რის არის სხვა­ო­ბა? ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი დი­ო­დი რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ?


image


დიახ, დი­ო­დებს შო­რი­საც არის სხვა­ო­ბა. ეს არის 805-810 ნა­ნო­მეტ­რი სიგ­რძის სხი­ვი. 805 ნა­ნო­მეტ­რი­ა­ნი დი­ო­დუ­რი სხი­ვი კომ­პა­ნია Lumenis-მა შექ­მნა და და­ა­პა­ტენ­ტა ტექ­ნო­ლო­გია Lumenis lightsheer. ამ ტი­პის და ამ სიგ­რძის დი­ო­დუ­რი სხი­ვი დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად ით­ვლე­ბა. ჩვენს კლი­ნი­კა­ში გვი­მუ­შა­ვია რო­გორც ამ, ისე სხვა დი­ო­დუ­რი აპა­რა­ტე­ბით და გან­სხვა­ვე­ბა მარ­თლაც შე­სამ­ჩნე­ვია. ზო­გა­დად, ეს არის მწარ­მო­ე­ბე­ლი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა შექ­მნა და გა­მო­ი­ყე­ნა ლა­ზე­რი სა­მე­დი­ცი­ნო და ეს­თე­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ამ სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე დი­დია. უსაფრ­თხო­ე­ბაც მაქ­სი­მა­ლუ­რად აქვთ და­ცუ­ლი.მისი უპი­რა­ტე­სო­ბა კვლე­ვე­ბით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი.


Lumenis-ის ბოლო თა­ო­ბის აპა­რა­ტი კი კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლია. მისი სხი­ვი... განაგრძეთ კითხვა




0
494
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0