x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"არც მი­ფიქ­რია სიმ­ღე­რა­ზე, გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დი და ვო­კა­ლისტს ვე­ძებ­დით. მანამდე კი მე ვმღე­რო­დი და ასე დავ­რჩი მომ­ღერ­ლად." - "ყიფო" პირად ცხოვრებაზე და "საქართველოს ვარსკვლავზე"
image


სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" და­ი­წყო. გა­სულ გა­და­ცე­მა­ში მა­ყუ­რე­ბელს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნია ერთი ფაქ­ტი - წლე­ბის შემ­დეგ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცეს და შოუს ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი და­უბ­რუნ­და. თორ­ნი­კეს გა­მო­ჩე­ნას გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბით შეხ­ვდა, ხოლო ჟი­უ­რის წევ­რმა ნა­თია თო­დუ­ამ ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.


რა­ტომ გა­და­წყვი­ტა სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა და რა­ტომ აირ­ჩია "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი", ამის შე­სა­ხებ თორ­ნი­კე ინტერმედიასთან სა­უბ­რობს:


- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" კარ­გი პრო­ექ­ტია და პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამის გამო გა­დავ­წყვი­ტე. დღეს­დღე­ო­ბით ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაზე მა­გა­რი პრო­ექ­ტი არ არ­სე­ბობს. ამას­თან მინ­და, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვოს და ამი­ტო­მაც მო­ვე­დი აქ. არ ვამ­ბობ, მე თუ წა­ვალ კონ­კურ­სზე, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­გებ მეთ­ქი, მაგ­რამ მეც ვფიქ­რობ­და და სხვე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გა­მარ­ჯვე­ბის დიდი შან­სი გვექ­ნე­ბა.




- რას საქ­მი­ა­ნობ­დით ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე?

- ვსწავ­ლობ­დი... შე­ვის­წავ­ლე ელექტრო­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, რაც სრუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის შე­საქ­მნე­ლად არის სა­ჭი­რო. ვთვლი, რომ ასე­თი პროგ­რა­მე­ბი მუ­სი­კოს­მა უნდა იცო­დეს. ახ­ლაც სწავ­ლის პრო­ცეს­ში ვარ, ვქმნი ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლურ მუ­სი­კას და "იუ­თუ­ბის" სა­კუ­თარ არხზე ვავ­რცე­ლებ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მუ­სი­კო­სი თა­ვად ქმნი­დეს მუ­სი­კას, სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში ვმუ­შა­ობ... რო­მე­ლიც უკე­თე­სად გა­მო­მი­ვა, იმ ჟანრს გავ­ყვე­ბი.


image


- ელო­დით "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" წამ­ყვა­ნი­სა და ჟი­უ­რის­გან ასეთ ემო­ცი­ურ დახ­ვედ­რას?

- ასეთ დახ­ვედ­რას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. ძა­ლი­ან თბი­ლად დამ­ხვდა რო­გორც რუს­კა, ასე­ვე ჟი­უ­რი. და­ვი­ბე­ნი ამ დახ­ვედ­რის გამო. აქ ყვე­ლას თბი­ლად ექ­ცე­ვი­ან, თუმ­ცა ჩემ­თვის ემო­ცი­უ­რი იყო რუს­კას და ნა­თი­ას დახ­ვედ­რა. ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მსოფ­ლიო დო­ნის მუ­სი­კო­სე­ბი და პრო­დუ­სე­რე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მათი მო­საზ­რე­ბე­ბი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.


- "იქს ფაქ­ტო­რის" მო­გე­ბის შემ­დეგ არ გქონ­დათ კონ­ცერ­ტე­ბი?

- მქონ­და პა­ტარ-პა­ტა­რა კონ­ცერ­ტე­ბი, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად, რომ ეს ჩემი შე­მო­სავ­ლის მთა­ვა­რი წყა­რო ყო­ფი­ლი­ყო. მე და ჩემ­მა ბენდმა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ რომ უფრო აქ­ტი­უ­რად გვქო­ნო­და კონ­ცერ­ტე­ბი და და­ვი­შა­ლეთ. თან პრო­დი­უ­სე­რიც არ გვყავ­და, ეს ცალ­კე პრო­ფე­სი­აა, ცალ­კე ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. თან სიმ­ღე­რა და თან პრო­დუ­სე­რო­ბა რთუ­ლია.


- რამ­დე­ნი წლი­დან მღე­რით?

- სა­კუ­თა­რი ბენ­დი 19 წლის ასაკ­ში შევ­ქმე­ნი. მა­ნამ­დეც რა­ღა­ცე­ებს ვღი­ღი­ნებ­დი. მე ლექ­სებს ვწერ­დი და მინ­დო­და ჩემი სათ­ქმე­ლი უფრო ახ­ლოს მი­მე­ტა­ნა სხვებ­თან, ვხე­დავ­დი, რომ უცხო­უ­რი როკ-ჯგუ­ფე­ბი თა­ვი­ანთ სათ­ქმელს მუ­სი­კით ძა­ლი­ან კარ­გად ამ­ბობ­დნენ. ისი­ნი მღე­როდ­ნენ იმა­ზე, რა­ზეც ჩვენ­თან ვე­რა­ვინ ლა­პა­რა­კობ­და, ამი­ტო­მაც შევ­ქმე­ნი ბენ­დი. არც მი­ფიქ­რია სიმ­ღე­რა­ზე, გი­ტა­რა­ზე... ვუკ­რავ­დი და ვო­კა­ლისტს ვე­ძებ­დით. სა­ნამ ვინ­მეს შე­ვარ­ჩევ­დით, მე ვმღე­რო­დი და ასე დავ­რჩი მომ­ღერ­ლად.


- ცნო­ბი­ლია, რომ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხარ...

- სამი შვი­ლი მყავს და ცოლი აღარ მყავს. სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა და და­ვი­შა­ლეთ. ბავ­შვე­ბი ზუგ­დიდ­ში ცხოვ­რო­ბენ და მათ ნახ­ვას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვა­ხერ­ხებ.


image


- ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც ხომ არ იყო?

- ეგ პრობ­ლე­მაც გვქონ­და, თუმ­ცა ჩვე­ნი ოჯა­ხი მა­გის გამო არ დან­გრე­უ­ლა.


- მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ი­ტა­ნეთ ოჯა­ხის დან­გრე­ვა?

- მტკივ­ნე­უ­ლი არ­ცერ­თის­თვის არ ყო­ფი­ლა. სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სე­ბი გვქონ­და და ამი­ტო­მაც და­ვი­შა­ლეთ.


- ახლა ხართ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც ვარ თუ არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, არ ვიცი.







0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0