x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს 

image
წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი, რომელიც წითელ ნუსხაში შეტანილი მხეცია.

„ამოღებულია ნივთმტკიცებულებები – დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს.

რადგან დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, 50 000 ლარს შეადგენს და გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

0
231
1-ს მოსწონს
ავტორი:Real News
Real News
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0