x
მეტი
  • 23.11.2019
  • სტატია:96790
  • ვიდეო:343779
  • სურათი:458688
რუსი შეიარაღებული ნიღბიანები გორთან ახლოს გზას ტრაქტორებით თხრიან

ხურვალეთში


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ადგილობრივების ნაწილმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შენიშნა. მათი თქმით, ისინი ნიღბებით შეიარაღებულები გადაადგილდებოდნენ და ადგილზე ტრაქტორებს ამუშავებდნენ.


ხურვალეთში მაცხოვრებელთა ინფორმაციით, ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს გზა გაყავთ.


ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ხურვალეთის ტყეში რუსები ტრაქტორს ამუშავებენ. მას შემდეგ, რაც ფაქტის გადასაღებად საქართველოს შსს-მ ჟურნალისტები ადგილზე მიიყვანა ოკუპირებულ მხარეს სამუშაოები შეწყდა და რუსი ჯარისკაცებიც აღარ გამოჩენილან. ხურვალეთში ამბობენ, რომ გზას რუსები 3 დღის განმავლობაში თხრიდნენ.



1
249
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ადამიანი
გიორგი ადამიანი
249
  
9 ნოემბერი, 0:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1