x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მშენებლების შეცდომებს შეწირული ათასობით ადამიანი

შეცდომას ყველა უშვებს და მისგან დაზღვეული არავინაა. მაგრამ, თუ ერთ შემთხვევაში მას, ჩვეულებრივ, საყვედური მოსდევს, მეორე ადამიანის შეცდომას, შეიძლება, ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.

ამ სტატიაში, არქიტექტორების და მშენებლების მიერ დაშვებუ იმ შეცდომებს გავიხსენებთ, რომლებსაც ყველაზე მასშტაბური ნგრევა მოჰყვა და დაუვიწყარი კვალი დატოვა ისტორიაში.



Sampoong-ის სავაჭრო ცენტრი. სეული, სამხ. კორეა


image


ტრაგედია 1995 წლის 29 ივნისს მოხდა. იმ დღეს 502 ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტმა მძიმე დაზიანება მიიღო. კონსტრუქციის პრობლემებთან დაკავშირებით, განგაშის ზარი, ჯერ კიდევ, 1994 წ. გაისმა. მაშინ ფინანსური ცენტრი, რომელიც მანამდე II სართულზე, სპორტული სექტორის გვერდით იყო, I სართულზე გადავიდა, ხოლო მისი ადგილი წიგნების მაღაზიამ დაიკავა. ამის შემდეგ, წიგნების დიდი მასის გამო, სპორტული დარბაზის დერეფანს ბზარები გაუჩნდა. შენობის ნგრევის პროცესის შეჩერების მიზნით, 1995 წლის 3 მარტს, წიგნების მაღაზია დაკეტეს, მაგრამ კედლებში გაჩენილი ბზარების ზრდა ამით არ შეჩერებულა.
იმავე წლის აპრილში, ბზარები შენობის ჩრდ. ფრთის რესტორნის თავზეც გაჩნდა და ნაპრალებიდან ქვიშამ დაიწყო ცვენა. ხოლო, V სართულის ნახევარმა, ნელ-ნელა დაჯდომა დაიწყო. 29 ივნისს, შენობის მდგომარეობის გამო, სავაჭრო ცენტრის დირექტორმა საგანგებო სხდომა ჩაატარა და V სართული დაკეტეს. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილება უკვე დაგვიანებული იყო. იმავე დღის 17:40 სთ-ზე ხელმძღვანელობის კაბინეტში ზარი გაისმა, რომელიც პროცესების ელვის სისწრაფით განვითარებას იუწყებოდა და სასწრაფოდ ევაკუაციის გამოცხადება იყო საჭირო, რაც მაშინვე განხორციელდა. ზარიდან 10 წუთის შემდეგ, შენობის სახურავი ჩაინგრა, ჩამოიშალა სვეტები და დაინგრა მისი სამხ. ფრთა. ნანგრევების ქვეშ ის თანამშრომლები და სავაჭრო ცენტრის ვიზიტორები მოყვნენ, ვინც მისი დატოვება დროულად ვერ მოახერხა.



Viale Giotto-ს შენობა. ფიჯა, იტალია


image
1999 წლის 11 ნოემბერს შენობა დაინგრა, რომელშიც 26 ოჯახი ცხოვრობდა. მისი დანგრევა დილით ადრე, იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გამოსვლა ვერავინ მოასწრო. 71 ადამიანიდან, რომელიც მასში ცხოვრობდა, მხოლოდ 4 გადარჩა.

შენობა 30 წლის წინ იყო აშენებული, ხოლო ნგრევის მიზეზი იაფფასიანი სამშენებლო მასალა და მშენებლების მიერ დაშვებული არაერთი შეცდომა იყო.



ქორწინების დარბაზი. იერუსალიმი, ისრაელი


image
23 ადამიანი დაიღუპა და 380 დაშავდა, 2001 წლის 24 მაისს, იმის გამო, რომ არქიტექტორებმა პროექტში ცვლილებები მშენებლობის ბოლო სტადიაზე შეიტანეს და დამატებითი დატვირთვა — მაგ., ისეთი, როგორიც სტუმრების ცეკვა და სინქრონული მოძრაობით გამოწვეული შენობის რეზონანსი იყო, არ გაითვალისწინეს.



კონსოლური ხიდი. კვებეკე, კანადა.


image


987 მ-ის კონსოლური ხიდი, რომელიც წმინდა ლავრენტის მდინარეზეა, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდია ამ კატეგორიის ხიდებს შორის. თუმცა, თავისი არსებობის მანძილზე, ის 2-ჯერ დაინგრა.

პირველად უბედური შემთხვევა 1907 წლის 29 აგვისტოს მოხდა და მას 79 მუშის სიცოცხლე შეეწირა. მაშინ მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავედ ამერიკელი ინჟინერი თეოდორ კუპერი ცნეს. როგორც გაირკვა, მან სწორად არ გამოთვალა ხიდის წონა, რის გამოც, მისი ცენტრალური ნაწილი უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე დანარჩენი ორი და 9 ათას ტონიანი სამხ. კონსტრუქცია წყალში აღმოჩნდა. ხიდის მშენებლობა ერთი წლის შემდეგ განაახლეს, მაგრამ 1916 წელს, როდესაც მშენებლობის დასრულებამდე, სულ რაღაც, 3, 5 მ. სიგრძის კონსტრუქციის დამაგრება იყო საჭირო, ხიდი ისევ დაიშალა და 5200 ტონა ფოლადი წყალში აღმოჩნდა. მაშინ მშენებლობაზე კიდევ 13 ადამიანი დაიღუპა. ხოლო ხიდის ექსპლოატაცია ამ უკანასკნელი შემთხვევიდან 3 წლის შემდეგ დაიწყეს.



ტექსტილის ფაბრიკა Pemberton Mill-ი. ლორენსი, აშშ


image


«პემბერტონ მილის» ფაბრიკის შენობა 1860 წლის 10 იანვარს დაინგრა. იმ მომენტში ფაბრიკაში 1000-მდე მუშა მუშაობდა. მათ შორის, 62% ქალი იყო. ტრაგედიას 149 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შენობა, ტრაგედიამდე 7 წლის წინ, ინჟინერმა ჩარლზ ბიგელმა ააშენა. ხოლო, ნგრევის მიზეზი თაღებში გამოყენებული იაფფასიანი ფოლადი იყო, რომელმაც ზეწოლას ვერ გაუძლო და დაიშალა.



Ronan Point-ის კოშკი. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი


image


22 სართულიანი შენობა ექსპლოატაციაში მიღებიდან 2 თვის შემდეგ, 1968 წლის 16 მაისს დაინგრა. უბედური შემთხვევის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა იყო. აფეთქებების გამო, შენობის საყრდენი კედელი ჩამოიშალა. ნგრევის დროს 4 ადამიანი დაიღუპა და ბევრმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

ამ შემთხვევის შემდეგ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ სამშენებლო რეგულაციების კანონი გაამკაცრა. ხოლო ბრიტანელებმა მაღალსართულიანი სახლებისადმი ნდობა დაკარგეს.



John Hancock Towe-ის კოშკი. ბოსტონი, აშშ



image


60 სართულიანი ჯონ ჰენკოკის კოშკი, რომლის სიმაღლე 241 მ-ია – ყველაზე მაღალი შენობაა ბოსტონში და პირველი შუშის ცათამბჯენია აშშ–ში. შენობის მთელი ფასადი ცისფერი ამრეკლავი მინით იყო მოპირკეთებული და სწორედ ამის გამო, იქცა შენობა უნიკალურად.
1977 წ. პროექტის ავტორებმა იო მინ პეიმ და ჰენრი კობამ, ამ ნამუშევრისთვის, ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტის ჯილდოც კი მიიღეს. თუმცა, როგორც კი შენობა ექსპლუატაციაში შევიდა, მასინვე დანგრევა დაიწყო. გიგანტური მინები, რომელთა წონა 250 კგ. იყო, ძლიერი ქარის დროს, მიწაზე ცვიოდა და გამვლელებს საფრთხეს უქმნიდა. ამიტომ, როგორც კი ქარი ძლიერდებოდა, პოლიცია ცათამბჯენის მიმდებარე ქუჩებს კეტავდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მინების აღნიშნული პაკეტი შენობის კონსტრუქციას არ შეესაბამებოდა და კოშკის ფასადის ყველა მინა შეცვალეს, რაც მის მფლობელებს, დამატებით, 7 მლნ. დოლარი დაუჯდათ.



საცხოვრებელი კომპლექსი Lotus Riverside, შანხაი, ჩინეთი


image


2009 წ. ივნისში შანხაიში 13 სართულიანი შენობა წაიქცა. ის Lotus Riverside-ს საცხოვრებელ კომპლექსში შედიოდა და ეს შემთხვევა, შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე, რამდენიმე დღით ადრე მოხდა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევისას არავინ დაზარალებულა. რაც შეეხება მიზეზს, აღმოჩნდა, რომ შენობის საყრდენი ბოძები, სტანდარტულზე ბევრად უფრო ვიწრო იყო. გარდა ამისა, მშენებლებმა დაბალი ხარისხის ცემენტი გამოიყენეს. ამ მიზეზების გამო, ფუნდამენტმა ვერ გაუძლო და შენობა წელიწადზე ნაკლებ დროში დაინგრა.



ტექსტილის ფაბრიკა Rana Plaza-ა. საბხარი, ბანგლადეში


image


2013 წლის 23 აპრილს ქ. სავარში მასშტაბური ტრაგედია მოხდა – ტექსტილის ფაბრიკის 8 სართულიანი შენობა დაინგრა. კატასტროფის შედეგად, 1129 ადამიანი დაიღუპა და 2500-მდე დაშავდა. ცნობილია, რომ უბედური შემთხვევის წინა დღეს, ფაბრიკის ფასადზე ბზარები შენიშნეს და ევაკუაციის ბრძანება გასცეს. თუმცა, მას მხოლოდ პირველ სართულზე მდებარე მაღაზიის და ბანკის თანამშრომლები დაემორჩილნენ, ხოლო ზედა სართულებზე, მუშაობა სრული დატვირთვით მიდიოდა.



საუტ–ფორკის დამბა. პენსილვანია, აშშ


image


საუტ–ფორკის დამბა, ერთ დროს, ყველაზე დიდი დამბა იყო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი, ხელოვნური წყალსაცავის წყალს აკავებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც დამბის მშენებლობა დასრულდა, ის ტექნოლოგიურად უკვე მოძველებული იყო და ამიტომ, პენსილვანიის ხელისუფლებამ ნაგებობა ბიზნესმენ ფ. რუფს მიჰყიდა. ახალმა მფლობელმა დამბის მიმდებარე ტერიტორია თევზის ჭერის ელიტურ კლუბად გადააქცია და იმის ნაცვლად, რომ ბზარები შეეკეთებინა, მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ჩაატარა. პირველი სერიოზული სიგნალი, დამბის სავალალო მდგომარეობის შესახებ, რუფმა ჯერ კიდევ 1880 წელს მიიღო. მაგრამ, ინჟინრების გაფრთხილების იგნორირება მოახდინა და საფრთხის არსებობის ფაქტი დამალა.
1889 წლის მაისში ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა წყალსაცავში წყლის დონის ზრდა გამოიწვია, რომელიც თოვლის დნობის შემდეგ, ისედაც სავსე იყო. ტონობით წყალი ნაწილობრივ გარემონტებულ ჯებირებს მიაწვა და რამდენიმე დღის შემდეგ, დამბა დაინგრა. შედეგად, 20 მლნ. ტ. წყალი ჯონსტაუნის მიმართულებით დაიძრა. გზაში მან ყველაფერი გაანადგურა და უბედურ შემთხვევას 2209 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

imageimageimageimageimageimageimage






0
646
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
646
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0