x
მეტი
  • 16.11.2019
  • სტატია:96607
  • ვიდეო:343696
  • სურათი:458476
ეს ხაზი ყველას არ აქვს, თუ ის აღმოაჩინეთ, ძალიან გაგიმართლათ - რომელია მფარველი ანგელოზის ხაზი ხელის გულზე და რა უნდა იცოდეთ
image


ქირომანტიაში ქვემოთ, ფოტოზე გამოსახულ ხაზს მფარველი ანგელოზის ხაზს უწოდებენ. სამწუხაროდ, ეს ხაზი ყველას არ აქვს და თუ თქვენს ხელისგულებზე აღმოაჩინეთ, ნიშნავს, რომ ძალიან გაგიმართლათ - უზენაესი ძალები გიცავენ, მფარველი ანგელოზი გარიდებთ უბედურებას და თუკი თქვენი სიჯიუტით მაინც რამე მოიწიეთ, პრობლემებთან მარტო არასოდეს დაგტოვებთ.


ამ ხაზს მეორე სიცოცხლის ხაზს უწოდებენ. იმიტომ კი არა, რომ სიცოცხლის ხაზის გვერდით მდებარეობს, არამედ იმიტომ, რომ ძლიერი მხარდაჭერა და დაცვაა.


image


თუკი მფარველი ანგელოზის ხაზი სიცოცხლის ხაზის პარალელურია და თითქმის მთელ სიგრძეზე მიყვება, ნიშნავს, რომ მფარველი ანგელოზი მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის გვერდით იქნება.


მკრთალი, ან გაწყვეტილი სიცოცხლის ხაზი ავადმყოფობას, ხიფათს და უბედურებას ნიშნავს, მაგრამ თუკი ამ სეგმენტს მფარველი ანგელოზის ხაზი უკავშირდება, ნიშნავს უზენაესი ძალები ადამიანს ამ უსიამოვნებებს ააცილებენ.


თუკი მფარველი ანგელოზის ხაზი მარჯვენა ხელზეა, ნიშნავს, რომ ადამიანმა უზენაესი ძალების დაცვა პირადი დამსახურებით მიიღო. მას რომელიმე კეთილი საქმეების გამო, ან წარსულში გავლილი ტანჯვების საპირწონედ იცავენ.


image


თუკი მფარველი ანგელოზის ხაზი მარცხენა ხელზეა, მფარველი ანგელოზის მხარდაჭერა ადამიანს დაბადებით, წინაპრებისგან ერგო.


ზოგადად კი, როგორი ხაზიც უნდა გქონდეთ, ნიშნავს, რომ იღბლიანი ხართ, ქუდბედიანი. არ გემუქრებათ შიმშილი, უსახლკარობა, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და კატასტროფებიდანაც ყოველთვის ჯანმრთელი და ცოცხალი გამოძვრებით. სირთულეებიდან თითქოს ხელში ატატებული გამოჰყავხართ მფარველ ანგელოზს.


ასევე ნახეთ:


"გაითვალისწინეთ, სურვილი არ უნდა იყოს ბოროტი" - გამოთვალე წუთი, როდესაც ერთი სურვილი გისრულდება


რომელი ანგელოზი გიცავთ, თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მფარველი ანგელოზი გიცავთ


არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს


როგორი იქნება თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ - მომავლის განჭვრეტის უჩეულო მეთოდი რუსი ექსტრასენსისგან


რა ასაკში გათხოვდებით და როგორი იქნება თქვენი ქორწინება - ვარკვევთ ხელის გულზე ქირომანტიის მიხედვით



შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

1
3018
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
3018
  
9 ნოემბერი, 0:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1