x
გელა ტყეშელაშვილი პერსონა 2019 ის ტიტულს მიიღებს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ამა წლის 20 დეკემბერს სასტუმრო გრანდ მეტეხი პალასში გაიმართება, პერსონას დაჯილდოება სათავეს 2013 წლიდან იღებს და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად 50 ადამიანს სპეციალური ხმის მომცემი კომისიის მიხედვით ავლენს. სხვადასხვა წლებში პერსონას ტიტული სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის მიღებული აქვთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ირმა კახიძე, ცოტნე ანანიძე, ნინო ჭელიძე და სხვები. წელს საუკუნის პერსონის ტიტულს ლეგანდარული მსახიობი თამარ სხირტლაძე და ჯაზის ქართველი დედოფალი გიული ჩოხელი მიიღებენ. სწორედ ამათ შორისაა იურისტი გელატყეშელაშვილი, რომელიც კერძო სამართლის პრაქტიკასთან ერთად საზოგადოებრივი საქმიანობითაც გახლავთ დაკავებული. იგი გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი, გახლავთ სამართლის დოქტორი. მიღებული აქვს სერთიფიკატი ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი და სასამართლო. სხვადასხვა წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, თბილისის ეკოლოგიურ ეკონომიკური ინსტიტუტში პედაგოგად, ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის ყვარლის ბიუროს დირექტორად, საქართველოს საპატრიარქოს ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის იურისტად და სხვა. ნამუშევარი აქვს სამეცნიერო ნაშრომებსა და ნარკვევებზე, გახლავთ რამოდენიმე სამეცნიერო წიგნის ავტორი. გახლავთ მენტორ ადვოკატი და ასევე სასამართლო მედიატორი.

image

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ლიკა კეკელიძე
ლიკა კეკელიძე
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0