x
image
_K_
Mediator image
როგორ ცვლის სიყვარული ადამიანებს - გაცნობის საიტმა ექსპერიმენტი ჩაატარა
image

გაცნობის საიტმა Sentimente საინტერესო ფოტოპროექტი ჩაატარა, რათა ეჩვენებინა, როგორ ცვლის სიყვარული ადამიანების სახეებს. მონაწილეებს ფოტოები გადაუღეს მანამდე და მას შემდეგ, რაც ვიდეო აჩვენეს, რომელიც ყოველი მათგანისთვის განკუთვნილ პირად მესიჯს შეიცავდა. ექსპერიმენტამდე და შემდეგ გადაღებული ფოტოები ერთმანეთს შეადარეს. საინტერესოა, იყო თუ არა მათ შორის რამე განსხვავება? განაგრძეთ სტატიის კითხვა და გაიგებთ.


ვიმედოვნებთ, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ მოგინდებათ მიწეროთ ან დაურეკოთ საყვარელ ადამინებს, რათა შეახსენოთ, რომ გიყვართ ისინი.






სანამ განსჯით, გაიგეთ, რის შესახებაა პროექტი.

შეუძლებელია სიყვარულის აღქმა, როგორც რაღაც ხელშესახებისა და მატერიალურის, თუმცა, ფოტოგრაფმა მიჰნეა რატემ მოახერხა ამ გრძნობის თავის სურათებზე აღბეჭდვა. მონაწილეები მიიწვიეს ფოტოგადაღებაზე და პირველი სურათის გადაღების შემდეგ ვიდეოები აჩვენეს, სადაც საყვარელი ადამიანები ეუბნებოდნენ, რომ უყვარდათ ან სადაც გამოსახული იყვნენ მათი საყვარელი შინაური ცხოველები. ამ მონაწილეებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ვიდეოების შესახებ, ამიტომაც მათი ემოციები ნამდვილი და გულწრფელია.


image


მონიკამ თბილი სიტყვები გაიგო თავისი ოჯახისგან.

ეს მონიკაა და მას უყვარს თავისი ოჯახი.

image






მანუელას შეყვარებული სიყვარულში გამოუტყდა.

ეს მანუელაა და მას უყვარს თავისი შეყვარებული.

image






ასევე, ალექსანდრასაც გამოუტყდა მეგობარი ბიჭი სიყვარულში.

ეს ალექსანდრაა და მას უყვარს თავისი შეყვარებული.

image






რალუკას ემოციური ვიდეო-მესიჯი აჩვენეს თავისი საუკეთესო მეგობრის შვილებისგან.

ეს რალუკაა და მას უყვარს მეგობრის შვილები.

image






ნატალიას თავისი კატის ვიდეო აჩვენეს.

ეს ნატალიაა და მას უყვარს თავისი კატა.

image






ოანას კი თავისი ლეკვის ვიდეო აჩვენეს.

ეს ოანაა და მას უყვარს თავისი ლეკვი.

image






სების საუკეთესო მეგობარმა მისთვის ემოციური ვიდეო ჩაწერა.

ეს სებია და მას უყვარს თავისი საუკეთესო მეგობარი.

image






ასევე, ანდრიამაც საუკეთესო მეგობრისგან მიიღო შეტყობინება.

ეს ანდრიაა და მასაც უყვარს თავისი საუკეთესო მეგობარი.

image

სიყვარული მრავალმხრივია და ყოველი ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს: ზოგს თავისი მეგობრები უყვარს, სხვებს არ შეუძლიათ ცხოვრების წარმოდგენა საყვარელი შინაური ცხოველების გარეშე, ასევე, რომანტიკული სიყვარულიც ძალიან ძლიერია, ისევე როგორც საკუთარი თავის სიყვარული. თქვენ რა მიგაჩნიათ ცხოვრებაში ყველაზე ღირებულად და როგორ იცვლებით, როცა სიყვარულს გაჩვენებენ? გაგვიზიარეთ♥








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 20 ფოტო, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გულს აუჩუყებს

image


2. რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სიყვარულის შესახებ

image


3. 12 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები აკეთებენ (თუ 3 პუნქტი მაინც ემთხვევა, თქვენს ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება)

image


0
339
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0