x
image
მაია 24
"დედამიწა დადებითი ვიბრაციების გავლენის ქვეშ ექცევა, სამყარო შანსს გვიგზავნის, რომ..." - რას წერს ასტროლოგი
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს დღეებთან დაკავშირებით გვაფრთხილებს:


"მთელი მიმდინარე კვირა მთვარე მზარდია, რაც იმ საქმეების წარმატებით დაგვირგვინებაში დაგვეხმარებაც, რომლებიც ამ 7-დღიანი პერიოდის მანძილზე პლანეტარული ტენდენციების გათვალისწინებით დასაშვები იქნება. თუმცა აქედანვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი საქმეების სია საკმაოდ მოკლეა და ამას, რასაკვირველია, მერკურის უკუსვლითი მოძრაობაც განაპირობებს.


მომდევნო 2 დღის მნიშვნელოვანი ტენდენციები



ცაზე სატურნისაგან წამოსული დადებითი ენერგეტიკა თანაბრად უნაწილდება მზესა და ნეპტუნს. თავის მხრივ ეს ორი უკანასკნელიც ერთმანეთთს პოზიტიური ასპექტით უკავშირდება და მეტად ჰარმონიულ კონფიგურაციას ქმნის ცის კაბადონზე. ამიტომ დედამიწა დადებითი ვიბრაციების გავლენის ქვეშ ექცევა, რაც, როგორც გითხარით, მთელი დანარჩენი კვირის მანძილზე იმუშავებს.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგები ექნებათ მორიელებს თევზებს და თხისრქებს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ წლისა და მიწის სტიქიების დანარჩენმა წარმომადგენლებმაც იხეირონ.


კერძოდ კი, შესაძლებელი ხდება სისრულეში მოვიყვანოთ ის მიზნები, რომლებიც უკვე დასახული გვქონდა და საკმაოდ თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვდგავდით მათ შესასრულებლად. სამყარო ახლა შანსებს გამოგვიგზავნის და შეეცდება მიგანიშნოთ, რომ გზა ხსნილია. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და არ ვზარმაცობდით. სატურნს არ უყვარს მცონარობა და ფუჭი ოცნებები, ის მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევს ჯილდოს, რომლებმაც ეს თავდაუზოგავი შრომით დაიმსახურეს.


ეს დღეები კარგია ოფიციალურ ინსტანციებში აქტიურობისათვის. ოღონდ იმ პირობით, რომ ახალ საქმეს კი არ ეჭიდებით, არამედ უკვე დაწყებულს აგრძელებთ და მოგყავთ სისრულეში.


ძველი, გადადებული საქმეებიც სწორედ ახლა შეგიძლიათ გაიხსენოთ და განაახლოთ".


ასევე ნახეთ:


12 ნოემბერს სავსემთვარეობაა, 26-ში ახალმთვარეობა - ნოემბრის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან


"ეს 2 ნოემბერს დაიწყება და 23 ნოემბერს დასრულდება" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი


ფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - როგორი იქნება 2020 წელი, ნუმეროლოგიის მიხედვით


რა გველის თეთრი ვირთხის წელიწადში - 2020 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

0
246
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0