x
image
კატაპულტი
ძალიან სახალისო არქიტექტურული ,,შედევრები" (ნაწილი 5)
არქიტექტურა სერიოზული სფეროა, თუმცა ამას ყველა ყურადღებით არ ეკიდება. არიან ისეთებიც, ვინც განგებ ქმნის უცნაურ “შედევრს". ეს ყველაფერი ზოგჯერ ძალიან სახალისოა. ქვემოთ გთავაზობთ ასეთი, ძალიან სასაცილო არქიტექტურული “შედევრების" მეხუთე ნაწილს.


imageმანქანის მოყვარული კრეატიული მშენებლის მიერ შექმნილი ნაგებობა. საინტერესოა, რომელიმე ფირმის ავტომობოლია?!

image

ეს კი “ნიჭიერი" არქიტექტორების შექმნილი პროექტით აგებული ესტაკადაა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ნამდვილად ბევრს იფიქრებდნენ ამ იდეაზე. ალბათ, პროექტისათვის გამოყოფილი თანხა აღემატებოდა საჭიროს და ამიტომ გაართულეს გზა.


image“ადამიანი - შენობა", უფრო სწორად “კაცი-შენობა". ძალიან არ გაუმართლათ იმ ადამიანებს, ვისაც ერთ-ერთ ნაწილში მოუწევს ყოფნა. ხვდებით, ალბათ, რომელ ნაწილსაც ვგულისხმობ :))

image

აი, როგორ უნდა იზრუნო “სანიაღვრე" სისტემის მოწყობაზე. საკანალიზაციო ჭის თავი უფრო მაღალზეა, ვიდრე წყალი. იდეის ავტორმა, ალბათ ჭის თავსახურის კოროზიისგან დაცვაზე იზრუნა.


image

“სიმეტრიული" შენობა. არ მგონია, პროექტში ასე ყოფილიყო გამიზნული, აქ უფრო მშენებლების ხელი ურევია ცუდად.

imageფორმალური კარი, ისეა დაყენებული, რომ ვერცერთს ვერ გააღებს კაცი.

imageკიდევ ერთი ფორმალური კარი, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ეს კარი იღება, უბრალოდ ძნელია, დანიშნულება მოუძებნო. ფაქტია, ფოტოზე გამოსახული მამაკაცი გულმოდგინედ სარგებლობს ამ კარით.

imageაი, მაგალითი იმისა, თუ მაქსიმალურად როგორ უნდა გამოიყენო ადგილი, თანაც ხელების დაბანისას ავტომატურად ირეცხება პისუარი.


დღეისათვის სულ ეს იყო. გაგრძელება იქნება...

image
თუ კარგად იხალისეთ, არ დაიზაროთ და მოიწონეთ სტატია!


ასევე საინტერესოა:

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ნაწილი 1)

image

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 2)

image

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ნაწილი 3)

image

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 4)

image ძალიან სახალისო გიფები

image

ძალიან სახალისო გიფები (ნაწილი 2)image

0
734
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
734
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0