x
image
თამილა გურაშვილი
სამი მცენარე, რომელიც მაღალ წნევას დაბლა წევს
image



მცენარეები პოტენციური მედიკამენტებია და ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა ეს კარგად იცოდნენ. არსებობს მტკიცებულება, რომ ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანიც კი მცენარეებს სამკურნალო მიზნით იყენებდა.


ამასთან, თანამედროვე მეცნიერებამ ჯერ ვერ გამოიკვლია სამკურნალო მცენარეების ყველა საიდუმლოება. ამიტომ, მრავალ სამკურნალო მცენარეს, რომელთა მოქმედების მექანიზმი ჯერ არ არის გამოვლენილი, ოფიციალური მედიცინა ფრთხილად უყურებს.


ამის ფონზე, სასიამოვნოა იმის გაგონება, რომ ახლახან მეცნიერებმა დაადასტურეს და გაამართლეს სამკურნალო მცენარეების ეფექტი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ არტერიული წნევის შესამცირებლად.



ლავანდა, კამა და გვირილა - არტერიული წნევის გაუმჯობესების რეცეპტებია.


image



კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მრავალი მცენარე, რომელიც ტრადიციულად არტერიული წნევის შესამცირებლად გამოიყენება, ააქტიურებს კალიუმის არხებს სისხლძარღვებში, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვების მოდუნებას და არტერიული წნევის დაქვეითებას.


image


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამ მცენარეს - ლავანდას, კამას და გვირილას ყველაზე მეტი წვლილი შეაქვთ კალიუმის არხების გააქტიურებაში და წნევის ნორმალიზებაში.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში, ამ სამი ბალახის საფუძველზე შეიქმნას ეფექტური მედიკამენტები არტერიული წნევის შესამცირებლად, მაგრამ ეს ხელს არ გიშლით, რომ ამ ბალახების პოტენციალის გამოყენება ტრადიციულად გააგრძელოთ.


image


ლავანდის ზეთის გამოყენებით არომათერაპია ხელს უწყობს გულისცემის და წნევის შემცირებას. 2012 წელს ჩატარებულმა მცირე კვლევამ დაადგინა, რომ ასეთი თერაპია თითქმის მყისიერ ეფექტს იძლევა.


კამის და გვირილისგან დამზადებულ ჩაის აქვს დამამშვიდებელ ეფექტი და ამცირებს არტერიულ წნევას, რაც დადასტურებულია მრავალი გამოკვლევით.







0
238
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0