x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96737
  • ვიდეო:343736
  • სურათი:458623
კითხვები და პასუხები

image

პოლიტიკურ მეცნიერებებში დამკვიდრებულია ჰიპოთეზა, რომელსაც „ციკლურობის თეორიის“ სახელით ვიცნობთ, რომლის ფორმულირება შემდეგნაირია - სახელმწიფოს დიდი ხნის განმავლობაში მართავს დემოკრატიული ხელისუფალი რომელიც ტირანიაში გადაიზრდება, ხელისუფლებას ადანაშაულებს და მას ხელში იგდებენ ბურჟუები (მდიდრები), დიდი ხნის მმართველობის შემდეგ ეს გადაიქცევა ოლიგარქიად, ოლიგარქიისგან შეწუხებული ხალხი გამოდის ქუჩაში და ხელში იგდებს ძალაუფლებას, რაც თავის მხრივ საფუძველს უყრის ოხლოკრატიას, ოხლოკრაატიისგან ყელში მარყუჟწაჭერილი გარემოებაში იბადება ახალი დემოკრატიული ხელისუფალი. ამის შემდგომ ციკლი თავიდან მეორდება.

ზემოთხსენებული თეორია არ მიესადაგება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ვერც ჩრდილოეთი ირლანდიას მოაქცევ სქემაში, თუმცა ერთი რამ ცხადზე ცხადია, ციკლურობის თეორია საქართველოს პრობლემაა, ბოლო 28 წლის განმავლობაში. ქვემოთ მიმოვიხილოთ ძირეული პრობლემები, რაც დესტაბილიზაციასა და სტაბილიზაციას შორის ამყოფებს სახელმწიფოს.

გიფიქრიათ იმაზე თუ რატომ სურს ყველას პარლამენტში დეპუტატის მანდატი მიიღოს? რატომ ზის ახლა რომელიღაც ქართველი სტუდენტი, კითხვისგან თვალაწყლიანებული და ფიქრობს როდის მოვა პოლიტიკაში? რატომ სურს უცხოეთში განათლებამიღებულ ადამიანს შექმნას პარტია? თუ ბარაკ ობამას პიარ მრჩეველს ორჯერ მეტი კაპიტალი აქვს, ვიდრე თავად ობამას, რატომ ითვლება საქართველოში პრეზიდენტობა უფრო მომგებიანად? პასუხი ძალიან მარტივია - საქართველოს მოქალაქემ იცის, რომ მას სახელმწიფო არ იცავს (და რაღაც ნაწილში არც აძლევს თავდაცვის უფლებას), პოლიტიკა კი ერთგარ თავშესაფრად იქცა, სადაც ზოგადი უფლებები მაინც დაცულია. ის უტოპია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გაასვლა თავდადებას და პასუხისმგებლობას უნდა მოითხოვდეს, ძალიან შორს დგას ჩვენი ქვეყნისგან, მაგრამ იმის აღქმა, რომ რიგითი მასწავლებლის ძალაუფლება პოლიტიკოსზე ბევრად მეტია, ეს უკვე ჩვენი საზოგადოების მოუმწიფებელი ჰიპოთეზაა.

ფრედერიკ ბასტიამ (აქ არ განვმარტავ ვინ არის, თავად გაიგეთ თუ დაინტერესდებით) დაწერა ნაწარმოები “კანონი - ის, რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს”, სადაც აღწერა თითქმის ყველა საკანონმდებლო ხვრელი, ლოგიკური ახსნა მოუძებნა სახელმწიფო მოცემულობის პრობლემებს და გადაჭრის, პრაქტიკული გზები, ხაზს ვუსვამ, პრაქტიკული გზები დასახა.მისი ხედვები არა რწმენებზე, არამედ გარანტიებზე იყო სტრუქტუირებული. ჩვენს რეალობაზე აგიხსნით რა არის ამ ნაშრომის ღერძი, მაგალითად, თუ კარგი ქართული სუფრა 2000 ლარის ღირებულების საკვებს დაიტევს და სტუმართა რაოდენობა 100 ადამიანია, მაშინ თითო ადამიანზე გამოყოფილია 20 ლარი. აქ შემოდის, სუფრის ღირებულების ალტერნატივა - თუ ვიტყვით, რომ იმ სუფრაზე არსებული პროდუქტების გამყიდველმა იხეირა ეს იქნება უდიდესი შეცდომა. გარდაცვლილის ოჯახს შეეძლო 2000 ლარით ახალი ტელევიზორი ეყიდა. ანუ, პროდუქტების გამყიდველმა მოიგო იმდენი, რამდენიც წააგო ტელევიზორის გამყიდველმა!

საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იქცა, პოსტაბჭოთა სივრცეში, რომელიც თავისუფლების ხარისხი გაზარდა (მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ კიდევ უფრო), საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, მოწესრიგდა სამთავრობო აპარატები, შემცირდა საშტატო ნუსხები, გაიმიჯნა ორგანიზაციების კომპეტენციის ფარგლები, აშენდა უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი საკასო დაწესებულებები, საპატრულო პოლიცია აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, სხვადასხვა ქვეყნებთან შედგა თანამშრომლობა რეფორმებისა და პროგრესისთვის და კიდევ უამრავი სხვა.თუმცა, ჩვენც შეგვიძლია სამართლიანად ვთქვათ - ეს მმართველობა არის “ახალი ღვინო, ძველ ბოთლებში.” რატომ?

დემოკრატიას პერსპექტივების მხრივ ცალსახად არ ხასიათდება, თუმცა შეგვიძლია ესკალაციის ორი ეტაპი გამოვყოთ - მოკლევადიანი და გრძელვადიანი.მოკლევადიანში მოიაზრება დემოკრატიის თვალშისაცემი ღირებულებები - შენობები, გზები, ინფრასტრუქტურული ნიმუშები და ა.შ, ხოლო გრძელვადიანი უფრო ეკონომიკური ხასიათისაა - ე.წ მტკიცებულებაზე დაფფუძნებული პოლიტიკა (Evidence-based policy), მაკროეკონომიკური ჩარჩოების ლიბერალიზაცია და სხვა.სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა ისევ მიერთებულია საარჩევნო ხმაზე, რასაც არეგულირებს კორუპციული მეთოდებით მოპოვებული “გავლენა” - ადამიანი რომელიც “საქმეს აწყობს” კარგი ადამიანია, ხოლო ვინც არ სცილდება მორალურ და წერილობით სამართალს, ის ნეგატიური. ამ ჯაჭვური რეაქციას თუ გავყვებით, ერთი მხრივ დავბრუნდებით საბჭოთა კავშირის გარემოში, ხოლო მეორე მხრივ პასუხს გავცემთ თუ რატომ სძულს კაპიტალიზმი საზოგადოების დიდ ნაწილს. კაპიტალიზმის ამოსავალი გახლავთ ინდივიდუალიზმი და შრომა. ეს ნაწილობრივ იწვევს “ნათესავ-ძმაკაცური” კომუნიკაციის გათიშვას, ამის საპირწონედ კი კორუპციის რისკები ნულოვან ნიშნულს უახლოვდება.

პირველი, სახელმწიფო პერმამენტულად ქმნის სსიპ-ებს ეროვნული ეკონომიკის აყვავებისთვის (მერწმუნეთ, ამ ტერმინს ის დალოცვილი ეკონომისტები სულ სხვა დატვირთვას ანიჭებდნენ) და უკანა პლანზე გადმოჰყავს საერთაშორისო გაცვლის პრინციპები, უფრო კონკრეტულად, მთავრობას ურჩევნია აქ მოიყვანოთ ვაშლის პლანტაციები, მიუხადავ იმისა, რომ შეიძლება მეზობელ ქვეყანას საქართველოს ტერიტორიის ზომა ვაშლის პლანტაციები ჰქონდეს.ესეც ინტერვენციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ამყარებს არგუმენტს, რომ საბჭორ კავშირისეულ ბოთლში ისხმება ისხმება პროგრესული ღვინო.

მეორე, არ აქვს მნიშვნელობა არავითარ სახელმწიფო მიღწევას თუ ინდივიდუალიზმი შეიკვეცება. თუ სოციალური “აყვავება” გზა ეკონომიკურ წინსვლაზე გადის (დავუჯეროთ გამოცდილებას, ნამდვილად გადის), მაშინ სჯობს ინდივიდუალურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გახდეს მდგრადი, ვიდრე ბიუჯეტის მოცულობა გაიზარდოს.

მესამე, ბიუჯეტის მცირე პროფიციტს ბიუჯეტის მცირე დეფიციტი სჯობს - ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობა მეტს ხარჯავს.რა ხდება ქართულ რეალობაში დეფიციტური მოვლენის დროს? იბეგრება ბიზნესი, შემოდის ახალი რეგულაციები და ვარდება შრომითი ურთიერთობების ხარისხი.

მეოთხე, არავინ მოგატყუოთ, რომ ხელისუფლება კანონით და ძალოვანი სტრუქტურითაა ძლიერი. პირიქით, ხელისუფლება არის ერთადერთი აქტორი, რომელსაც ნათლად იდენტიფიცირებული ძალაუფლება გააჩნია.თუმცა, მას გააჩნია კიდევ ერთი ინსტრუმენტი - სტიმულირება/წახალისება. სტიმულირება უფრო ქმნის “აყვავების” ალბათობას, ვიდრე კანონის სახელით ძალდატანება. ამ მეთოდებს ახლა “ბანძი” სახელმწიფოები იყენებენ.

მეხუთე, ვინაიდან “აყვავება” მაინც პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში უპრიანია ამერიკის მაგალითის გამოყენება - ოპტიმალური ფინანსური მდგომარეობის მქონე კანდიდატები ძალიან დიდ ნდობას იმსახურებენ.დემოკრატიის თვალსაჩინო ღირებულებებს სჯობს გრძელვადიანი აყვავების პოლიტიკა, რომელიც წარმატებული სუბიექტებისგან შედგებიან.


0
59
შეფასება არ არის
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0