x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი XII ( სიცოცხლე)

image
ვალერი კაპანაძე თვეების განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას - სიმსივნეს. სიცოცხლის ბოლო დღეები თავად აღწერა მის დღიურში, სადაც საკუთარი განცდების გარდა, ცხოვრების შესახებ წარმოდგენები და რჩევები შემოუნახა ოჯახს, უფრო კონკრეტულად კი შვილს. 2011 წლის 6 ნოემბრით დათარიღებული ჩანაწერი უკანასკნელი იყო ვალერის დღიურში. ამ დროისათვის ის უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი, ხშირად კარგავდა გონებასაც, რადგან მეტასტაზები უკვე თავის ტვინში იყო გასული, ამიტომ დღიურის ეს ნაწილი ფრაგმენტებადაა წარმოდგენილი.

2011წელი, 6 ნოემბერი

ძალიან ცუდად ვარ.ძლივს მიჭირავს კალამი. ვატყობ, ბევრი აღარ დამრჩენია, მაგრამ უკვე შევეგუე....

თავიდან ყველაფერი მეზიზღებოდა ასე როცა გავხდი, არც ოჯახი მინდოდა, არც მეგობარი, არც ნათესავი, მაგრამ ახლა ყველა მიყვარს და ყველა იმ სიტყვასა და ქცევას ვნანობ, რითაც მათთვის ოდესმე მიწყენინებია. ამაზე ვფიქრობ, მეტირება და ტირილში ვითიშები.

შვილო დათო, მადლობა, რომ ასე მივლიდი, ვიცი, არ დამიმსახურებია, მაგრამ... ( ნაწერი არ იკითხება. ავტ.)

არ ვიცოდი, ასე თუ მიყვარდა სიცოცხლე, ტკივილები მტანჯავს მთელს სხეულში და მაინც მინდა ვიცოცხლო, ჩემს ოჯახს ვუყურო, ოღონდ ასე თვალ-ცრემლიანებს არა. ღმერთო დაიფარე ისინი!

სულ ვამბობდი, თავიდან რომ დავიბადო, იგივე.. ( სავარაუდოდ, “გზას გავივლიდი". ავტ.), მაგრამ... არა... სხვანაირი...მე ბევრს შევცვლიდი. უფრო მეყვარებოდა სიცოცხლე, ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, უბრალო გამვლელიც.... პირველი ღმერთი.

დროს გაუფრთხილდი, სიცოცხლეს, ოჯახს...

მთელი გულით გიყვარდეს ყველა, ვინც მცირედით მაინც იმსახურებს...

წყენას მოერიდე და სხვისგანაც ადვილად ნუ განაწყენდები, რთული ცხოვრებაა, მოთმინება იქონიე...

დედას გაუფრთხილდი...

წინა თავები:

ნაწილი 1

ნაწილი 2

ნაწილი 3

ნაწილი 4

ნაწილი 5

ნაწილი 6

ნაწილი 7

ნაწილი 8

ნაწილი 9

ნაწილი 10

ნაწილი 11

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0