შოუბიზნესი ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ცნობილი ქალბატონები ერთი და იგივე სამოსში, განსხვავება მართლაც კოლოსალურია 2019, 6 ნოემბერი, 13:43 მამაკაცებისთვის ნამდვილად გაუგებარია, რატომ განიცდიან მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ასე მძაფრად, თუკი რომელიმე დაპატიჟებული სტუმარი ღონისძიებასა ან წვეულებაზე ზუსტად მათი მსგავსი სამოსით გამოცხადდება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მართლაც ნებისმიერი ქალბატონისთვის საკმაოდ უხერხულ სიტუაციას წარმოადგენს, საიდანც ღირსეულად გამოსვლა არც თუ ისე მარტივია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქმე ხომ პირველ რიგში კონკურენციაშია: სელებრითებმა ძალიან კარგად იციან, რომ ასეთ შემთხვევებში, სტუმრები მათ ზურგს უკან ერთმანეთის შედარებასა და დაუსრულებელ ჭორაობას დაიწყებენ, თუ რომელი კაბა რომელს უფრო მეტად უხდებოდა ან აღნიშნული მოდელი რომელმა მათგანმა გაცილებით უკეთ მოირგო. უბრალო მოკვდავებისგან განხვავებით, განსაკუთრებით მსგავსი სიტუაციები ვარსკვლავებს აღიზიანებთ, და ეს სრულიად გასაგებია. მათი ფოტოები ხომ სოციალურ ქსელებში ვირუსივით ვრცელდება, რომლებსაც მილიონობით ადამიანი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. მოდით, ჩვენც გადავავლოთ თვალი ცნობილი ქალბატონების ფოტოებს და შევაფასოთ თუ როგორ გამოიყურება ერთი და იგივე სამოსი სხვადასხვა სელებრითის სხეულზე.ლედი გაგა და კიმ კარდაშიანიკრისი ტაიგენი და როზი ჰანთინგტონ-უატლიჯენიფერ ლოპესი და არიელ უინტერინატაშა პოლი და თამარა ეკლსტოუნიმელანი გრიფიტი და ქეით მიდლტონიჯენიფერ ლოპესი და ლილ კიმიკრისტინა აგილერა და მეგან მარკლისიგურნი უივერი და ჯეიმი ლი კერტისი1068 3-ს მოსწონს |