x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
გარდაიცვალა ლეგენდარული ფრანგი მსახიობი და მომღერალი მარი ლაფორე
imageფრანგი მსახიობი და მომღერალი მარი ლაფორე გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ჟენოლიერში 81 წლის ასაკში. ამის შესახებ განაცხადა მარი ლაფორეს ქალიშვილის პრეს ატაშემ, რეჟისორმა ლიზა აზუელოსმა.

image

პირველი ჰიტი, რომელითაც მარი ლაფორემ სახელი გაითქვა იყო Les Vendanges de l'Amour (1963) შემდეგ კი Manchester et Liverpool(1967, საკმაოდ ცნობილი მელოდია საბჭოთა მსმნელებისათვის, რადგან პროგრამა "ვრემიას" ამინდის პროგნოზი, სწორედ ამ მუსიკით მთავრდებოდა.ასევე 60-70იან წლებში ჩაწერა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Ivan, Boris et moi, Viens Viens და სხვები.


რაც შეეხება ფილმებს მარი ლაფორემ ითამაშა 32 ფილმში, მათ შორის ალენ დელონთან ერთად "თაკარა მზეში"(1960) და La fille aux yeux d’or(1961) ონორე დე ბალზაკის რომანის მიხედვით, რომელმაც პირველი წარმატებები მოუტანა.


უფრო გვიანდელ ფილმებში მარი ლაფორე კარგად ახსოვთ მაყურებლებს ფილმებიდან: "ავანტურისტები"(1984), "მხიარული აღდგომა"(1984)ჟან პოლ ბელმონდოსთან ერთად და "რვაფეხა-3"(1987)


0
827
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
827
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0