x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
19 წლის ნუსრატ ჯაჰან რაფის მკვლელობისთვის 16 ადამიანს სიკვდილით დასჯიან
image


ბანგლადეშის სასამართლომ 24 ოქტომბერს 16 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 19 წლის გოგონას, ნუსრატ ჯაჰან რაფის მკვლელობის გამო, რომელმაც სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამო დაიჩივლა. ამის შესახებ წერს BBC.



მსჯავრდებულთა შორის არის თავად სკოლის დირექტორი. გამოძიების თანახმას, გოგონას მკვლელები მოქმედებდნენ მისი მითითებების შესაბამისად, რომელიც მან ციხიდან გადასცა. მსჯავრდებულებს შორის არიან Avami League პარტიის ადგილობრივი ლიდერები და ნუსრატ რაფის თანაკლასელები.


BBC აღნიშნავს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სასამართლო პროცესი ბანგლადეშში, როგორც წესი, ასეთი მძიმე შემთხვევები, განიხილება რამდენიმე წლის განმავლობაში.


შეგახენებთ, ამა წლის 27 მარტს გოგონამ განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა კაბინეტში დაიბარა, სადაც მის მიმართ დირექტორმა სექსუალური ხასიათის ძალადობა სცადა, თუმცა გოგონამ კაბინეტიდან გამოქცევა მოახერხა.პრი კვირის თავზე გოგონა მოტყუებით აიყვანეს სკოლის სახურავზე, სადაც ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

0
187
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0