x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"ბიბლუსი გალერეაში" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" გამარჯვებული წიგნების წარდგენა გაიმართება
image


13 ნოემბერს 18:30 წუთზე, "ბიბლუსი გალერეაში" (თბილისი, ჭავჭავაძის #7) კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019", სამი გამარჯვებული წიგნის წარდგენა გაიმართება. მკითხველი პირადად გაიცნობს ჟიურისა და ხალხის რჩეულ, დებიუტანტ ავტორებს.


18:30 საათზე ნიკოლას მაჩაბლის წიგნს - " ჩაინა კონტრასტებიდან" - ლიტერატორები: რამაზ ჭილაია და ივანე ამირხანაშვილი წარადგენენ;


19:00 საათზე თამარ გოდერიძის რომანს - "ყვავილები სახლთან ახლოს" რედაქტორი ლია თოფურია წარადგენს;



19:30 საათზე კი ნანი მანველიშვილის რომანს "ოდისევსის სინდრომი" მწერალი მარი ბექაური წარადგენს.


ნიკოლას მაჩაბელი, კონკურსის ფარგლებში, ჟიურის რჩეული გახდა. მისი ნა­წარ­მო­ე­ბი „ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან“ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის მის­ტი­კი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე ჩი­ნურ გა­მოც­დი­ლე­ბას აღ­წერს, მკი­თხველს უამ­ბობს, რას ნიშ­ნავს დარ­ჩე მარ­ტო უცხო გა­რე­მო­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­თა­ნაც არა­ფე­რი გა­კავ­ში­რებს.


თამარ გოდერიძე ხალხის რჩეულია. მისი რომანი "ყვავილები სახლთან ახლოს" მოგვითხრობს, რამ­დე­ნად კარ­გია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ბევ­რი ფიქ­რი და როგორ გვპა­რავს ის დროს, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში.


კონკურსის ფარგლებში, ხალხის რჩეული გახდა ნანი მანველიშვილიც, რომლის რომანი "ოდისევსის სინდრომი" მკითხველს ემიგრაციასა და სამშობლოსგან შორს ყოფნის ტკივილზე მოუთხრობს.


ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ წიგნები, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ავტორებთან და აიღონ მათგან ავტოგრაფები.



0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0