x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96535
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458431
ფირცხალაიშვილი: " ყველაფერი სეზონის ბოლოს გაირკვევა"
image

ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთში ძალიან მომრავლდნენ ახალგაზრდა სპეციალისტები. ერთ-ერთი გამორჩეულია ზურა ფირცხალაიშვილი რომელიც ბოლოს 2 სეზონია ჩხოროწყუს "სამეგრელოში" სეზონის შუა ნაწილში მიდის და გუნდს დაქვეითებისგან იხსნის, შეიძლება ითქვას რომ ახალგაზრდა მწვრთნელი ჩხოროწყულოელთათვის ერთგვარ მესიად იქცა.

ფირცხალაიშვილმა გუნდი რამდენიმე ხნის წინ დატოვა, ჩვენ მას დავუკავშირდით და რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ:

ცოტა მოულოდნელი იყო თქვენი გუნდიდან წასვლა. რეალურად რა იყო გუნდის დატოვების მიზეზი?


შეიძლება მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ნაბიჯი დიდი ფიქრის შედეგად გადავდგი. იყო რაღაც საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა რის გამოც ვარმჯობინე გუნდიდან წამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ იქ აღარ ვმუშაობ "სამეგრელოს" მთელი გულით ვქომაგობ, რადგან მათ ბრწყინვალე ქომაგები ჰყავთ. აქვე მადლობას გადავუხდი მათ გვერდში დგომისთვის და ასევე მადლობა თითოეულ ფეხბურთელს.

მართალია 2 სეზონია "სამეგრელოს" წვრთნით, მაგრამ გუნდი სეზონისთვის არც ერთხელ მოგიმზადებიათ, სულ სეზონის შუა ნაწილში გიწვევდნენ სამუშოად. ჰქონდა "სამეგრელოს" ამ შემადგენლობას ის რესურსი რომ საპრიზო ადგილებისთვის ებრძოლა?

მართალია ჩემი მუშაობით გარკვეული შედეგი დავდე, თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ გუნდი სეზონის დაწყებამდე ჩემს გემოზე ვერც ერთხელ მოვამზადე. აქედან გამომდინარე რთულია იმის თქმა რისი მიღწევა შეგვეძლებოდა, თუმცა ერთს ვიტყვი - გუნდი იმაზე მაღალ საფეხურზე იქნებოდა ვიდრე ახლაა!

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი რამდენიმე გუნდისგან მიიღეთ შემოთავაზება. როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

მართლაც იყო რაღაც შემოთავაზებები, თუმცა ამ ეტაპზე დასვნება ვარჩიე. ყველაფერი სეზონის შემდეგ გაირკვევა.

ეროვნული ლიგა ნელ-ნელა სრულდება. როგორია თქვენი პროგნოზი და რას იტყვით წლევანდელი ჩემპიონატის დონეზე?

პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან ისეთი დაძაბული სიტუაციაა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
კარგია რომ ყოველწლიურად ჩემპიონატის მიმართ ინტერესი იზრდება, მატულობს ასევე დაძაბულ მატჩთა რიცხვიც რაც ავტომატურად იმაზე მიუთითებს რომ ჩემპიონატი პროგრესირებს.

ეროვნულ ლიგა 1-ში მუშაობის მცირე გამოცდილება გაქვთ. თქვენ "სამტრედიასა" და "ვიტ ჯორჯიაში" სამწვრთნელო შტაბში იმუშავეთ. ამ ეტაპზე როგორც მწვრთნელი მზად ხართ გაწვრთნათ ეროვნული ლიგის გუნდი?

ჩემი აზრით მწვრთნელი ყოველთვის უნდა მიისწრაფვოდეს ახალი გამოწვევებისკენ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი მიზანი კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღებაა, რაც სამომავლოდ ძალიან გამომადგება.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო "სამტრედიას" იმდროინდელ ხელმძღვანელობას და მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს, ასევე მადლობა "ვიტ ჯორჯიას" ყოფილ მწვრთნელ ლაშა ფირცხალაიშვილს. სწორედ ამ ადამიანების დახმარებიტ დამიგროვდა ის მცირე გამოცდილება და კიდევ ერთხელ მადლობა მათ.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0