x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458622
ილუზიების ტყვეობაში, ანუ ეროვნული ჩემპიონატი და ისევ ფული (გამოსავალი)
image

(გაგრძელება)



პრინციპში, კერძო პირი ან კომპანია ვის რამდენს უხდის რა ჩვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმებით, ერთი-ორწლიანი ვითომ ინვესტორები, რომლებიც კლუბის ან მუნიციპალური საკუთრების დაპატრონებაზე უფრო არიან ორიენტირებულნი, ისევე როგორც ფეხბურთელის გაყიდვიდან მიღებული თანხის „მოტეხვაზე“, უეფას შეასაძლო პრემიალურების დასაკუთრებაზე და მსგავს მახინაციებზე, მხოლოდ ვნებენ კლუბებს და განვითარების საშუალებას უზღუდავენ, ორ წელიწადში ერთხელ გუნდის დაკომპლექტებას რა შედეგიც მოაქვს ვხედავთ.

საერთოდ დაუჯერებელი ვითარება გვაქვს მუნიციპალიტეტების ბალანსზე არსებული გუნდების შემთხვევში - ამ რამდენიმე ხნის წინ, ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთმა კლუბმა საზოგადოებას ამცნო, რომ უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფება, ერთ-ერთი ლეგიონერის დავალიანებაც დაუგროვდა და ვითარების გამოსასწორებლად დახმარება მერიისგან საჯაროდ ითხოვა.


ალბათ არც არავის გვიკვირს ასეთი სიტუაცია და არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ რატომ ვართ ამ მდგომარეობაში, ვინმე გვაიძულებს? დავიჯეროთ აღნიშნულ კლუბს, მსოფლიო მაშტაბით სელექციონერები ყავს დაგეშილი და ნორჩ ტალანტებს ეძებს ევროპაში სარფიანად გაყიდვის მიზნით? იქნებ ქართული ფეხბურთი მიგრანტთა თავშესაფრად იქცა? თუ არც ერთია და არაც მეორე, ბურკინა-ფასოს წარმომადგენელს ჩვენს მეორე ლიგაში რა უნდა? ქართველებს ფული თავზე გადაგვდის, თუ მისი დონის მოთამაშეებიც აღარ გვყავს?

კანონით უნდა აიკრძალოს მსგანსი მანიპულაციები ჩვენს ფეხბურთში, მუნიციპალიტეტებს, მხოლოდ მოყვარულების დაფინანსების უფლება უნდა მიეცეთ, ხოლო ინვესტორს კლუბის ბიუჯეტის ათი წლის ოდენობის თანხა მაინც უნდა მოეთხოვოს საგარანტიოდ და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კლუბის სასარგებლოდ ჩამოერთვას - რამდენი გუნდიც შეძლებს გადარჩენას გადარჩება (უმჯობესია სიმბოლური შემოსავლი და სტაბილურობა ვიდრე მუდმივი ცვლილებები), ხოლო სამოყვარულო გუნდებს, თავისი პლუსი აქვთ, ენთუზიაზმი.

ვიღაცას შეიძლება მოჩვენოს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება, საკონტროლო გასროლა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ წინსვლა სხვა მხივ გამორიცხულია. ჭაობი პირველ ჯერზე უნდა ამოშრეს, ყველა ვხედებით მასზე შენება არ გამოგვდის და არც გამოგვივა.

ბუნებრივად გაჩნდება კითხვა, აღნიშნულის შედეგად კონკრეტულად რას მივიღებთ? შესაძლებელია ჩემპიონატი საერთოდ ჩაგვეშალოს, რაც ნაკლებად რეალურია, ვინაიდან, საქართველოში, აუცილებლად გამოჩნდებიან ფეხბურთის სპეციალისტებიც და გულშემატკივრებიც ვინც სამოყვარულო დონეზე მოახერხებს გუნდის ჩამოყალიბებას, (თამაშის ხარისხით და მენტალობით ისედაც იქ ვართ), მუნიციპალიტეტები დღესაც გვერდში უდგანან კლუბებს და არა მგონია მოყვარულებთან მიმართებაში შეიცვალონ პოზიცია, ყველა ვარიანტში მოიძებნებიან მცირედი თანხით სპონსორობის მოსურნე ადგილობრივი პატრიოტებიც და ა.შ.

მაგრამ პროგრესს როგორ მივაღწევთ, პროგრესს, თანაც ბოთე ფეხბურთელს და უგერგილო მწვრთნელს გინდ პროფესიონალი დაარქვი გინდ, ნახევარპროფესიონალი გინდ მოყვარული, რა შეიცვლება?

რა შეიცვლება და მიდგომა - დამოკიდებულება, როდესაც ფინანსური (მერკანტილური) ინტერესი მეტწილად გაქრება და სხვა ასპექტში გადავა, გამოჩნდება სრულიად ახალი ხალხი, ახალი ფეხბურთელები, ახალი მწვრთნელები, ახალი მსაჯები, სამოყვარულო კლუბებს მენეჯერებიც სხვანაირი ეყოლებათ და გულშემატკივარიც - ზოგადად შეიცვლება ჩვენი დამოკიდებულება ქართული ფეხბურთის მიმართ, ხოლო იმ კლუბების მფლობელებს ვინც ფულს ხარჯავს, შედარების საშუალება მიეცემა და სააშკარაოზე გამოვა ერთი დიდი ბლეფი - ქართული პროფესიული ფეხბურთი - რადგანაც ანალოგიური ხარისხი და შედეგი სამოყვარულო დონეზეც გვქნება.

რაც შეეხება პროგრესს - თუ მხოლოდ უფულობაა ქართული ფეხბურთის უბედურების თავიდათავი, როგორ ფიქრობთ, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა „ბატეს“ შესატყვისი (პერიოდულად, მსგავსი ან ოდნავ ნაკლები ხელფასები ქართულ კლუბებისთვისაც არ ყოფილა უცხო, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ აზრი არ აქვს ამ თემაზე საუბარს) ანაზღაურება გადავუხადოთ ფეხბურთელებს? უამრავ სიპებს, მიპებს და შნიპებს ვინახავთ თანამშრომლების ათიათასიანი ხელფასით და თერთმეტი კაცი რა გაგვიხდა? ათი ათასი კი არა ასი ათასიანი ხელფასის გადახდის შესაძლებლობაც გვაქვს თუ გამბედაობა გვეყოფა და ბიუჯეტიდან გამორჩენას დახარბებული, ფეხბურთზე ვითომ თავგადაკლული ხალხის მოთქმას არ ავყვბით.

ქართველებს, რომ ფეხბურთი გვიყვარს სახელმწიფოს დონეზე გვაქვს დადასტურებული, განვითარების პროგრამაც ამის ნათელი მაგალითია, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, ამხელა თანხა (ჩვენი მაშტაბით) წყალში იყრება და არა მგონია ფეხბურთის ფედერაციაში იმდენად გულუბრყვილოები იყვნენ ამას ვერ ხვდებოდნენ.

მესმის, რომ რთულია ვინმე გამოარჩიო, როდესაც ყველაზე და ყველაფერზე ერთნაირად ხარ პასუხისმგებელი და გადანაწილების პრინციპიც უნდა დაიცვა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა გაბედოს და გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი - უარი თქვას საქართველოში ყველა ტურნირის ორგანიზებაზე, რომელშიც პოროფესიონალები მონაწილეობენ და ამ მხრივ ვალდებულებებიდან გამოანთავისუფლოს ის თანხა, რომელიც ფეხბურთის განვითარების პროგრამაშია გაწერილი. ასეთ შემთხვევაში ფულის ერთი გუნდისაკენ წარმართვის შესაძლებლობა გაჩნდება. ერთგვარი სახალხო გუნდის (ჩვენი, ფულია ბოლოს და ბოლოს) ჩამოყალიბებაზეც (მთლად ღიად სახელმწიფოს მხრიდან კლუბის დაფინანსება საფეხბურთო სამყაროში არაა წახალისებული, მაგრამ უკანასკნელი პერიოდის არნახული ინვესტიციების ფონზე გაჟონა ინფომაციმ, რომ პსჟ-ს ფინანსურ აღზევებაში სახემწიფოს ხელიც ურევია. ჩვენს შემთხვევაშიც რაიმეს მოფიქრება შეიძლება, მაგალითად სს „საქართველოს რკინიგზის“ დახმარებით) მანვე ითაოს პასუხისმგებლობა . თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს ვინახავთ, ერთგვარი საზოგადოებრივი კლუბის ყოლას არა მგონია ვინმე შეეწინააღმდეგოს.

სწორედ ასეთი გუნდი იქნება ლოკომოტივი, რომელიც პროგრესის საშუალებას მისცემს მთლიანად ქართულ ფეხბურთს და არა ის თანხა, რომელიც თანაბრად გადანაწილებისას გროშებს (საფეხბურთო გაგებით) წარმოადგენს და ჯანმრთელი, შრომისუნარიანი ახალგაზრდებისათვის სოციალური დახმარების გაწევას უფრო წააგავს, ვიდრე ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვას.

ჩემპიონატი კლუბებმა ჩაატარონ, ფედერაციაც, როგორც ერთი რიგითი კლუბის მფლობელი (და არა მმართველი), ისე იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ გაერთიანებაში (ან საერთოდ გვერდზე გადგეს), ჯობია ასჯერ გარეცხილი ფორმებით გაიმართოს თამაშები და ერთი საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოებული გუნდი გვყავდეს, ვიდრე დღევანდელი ვითარება. ხოლო დღევანდელი ვითარება ფსკერიც, რომ აღარაა ყველა ვხვდებით.

36 მილიონზე მეტი იხარჯება ბიუჯეტიდან ქართულ ფეხბურთზე, აქედან, რომ ბავშვებს თავისი კუთვნილი დავუტოვოთ და დანარჩენი ერთი კლუბისკენ მივმართოთ 11 ფეხბურთელს წელიწადში მილიონი ლარის ოდენობის სახელფასო თანხაზე მეტიც გამოუვა, მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარი ის იქნება, რომ სახელმწიფოს კმაყოფაზე არსებული, ბიუჯეტიდან სტაბილურად დაფინანსებული კლუბის აქციების 49 პროცენტის შესყიდვის მსურველიც გამოჩნდება, არც ისაა გამორიცხული, ერთგვარი თანადაფინანსების ვარიანტით, მოგებაზე დახარბებული ბანკებიც დაინტერესდდნენ. და პარალელურად ინვესტორ - სპონსორებიც გამოჩნდნენ, წესით ფულმა თავისთავად უნდა მოიტანოს უფრო მეტი ფული.

გუნდს ფეხბურთელებიც (მოვიწვევთ ისეთ ლეგიონერებს, რომლებსაც ყოფილ კლუბებში კონტრაქტის ვადა დაუსრულდათ და მათ შესაძენად თანხის გადახდა არ მოგვიწევს, დავაბრუნებთ ან დავიტოვებთ პერსპექტიულ ქართველებს) შესაფერისი ეყოლება (ახდება უფულობაზე მოწუწუნეთა ოცნება) და მოთხოვნაც შესაბამისი, ისეთი ფეხბურთის თამაში, რომელიც მაყურებელს სტადიონზე დააბრუნებს ( ზოგადად, აღნიშნული სამოყვარულო კლუბების პირობებში გაცილებით იოლი მისაღწევია, ვინაიდან დიდი ძალაა ენთუზიაზმს პლუს ვიწრო ტერიტორიალური პატრიოტიზმი).

როგორ ფიქრობთ სსრკ-ს დროს საქართველოს ჩემპიონატს (რანგით მეოთხე ლიგას) რატომ ყავდა გაცილებით მეტი მაყურებელი ვიდრე დღეს? ფეხბურთელები კლასით გამოირჩეოდნენ, თუ გუნდები თამაშის ხარისხით? უბრალოდ ისეთი ბრენდი არსებობდა როგორიც თბილისის „დინამო“ და ამის გამო ფეხბურთის სურნელი ტრიალებდა ქვეყანაში, დინამოს თამაშის ხარისხი განაპირობებდა პერიფერიული გუნდების და ზოგადად ფეხბურთის პოპულარობას, თორემ ქუთათურების ენამოსწრებული ნათქვამი - ამათ ყურებას „სვარკის’ ყურება ჯობიაო - ზუსტად იმ პერიოდს უკავშირდება და თანაც რანგით მეორე და არა მეოთხე ლიგის კლუბთან მიმართებაში.

მითხარით, ერთი ასეთი გუნდის არსებობა უფრო გამოაცოცხლებს ქართულ ფეხბურთს, თუ უსახურ კლუბებში დახარჯული ფული, რომლითაც არავინაა კმაყოფილი?

თანამედროვე ტენდენციაც, წესით აქეთკენ უნდა გვიბიძგებდეს, ფეხბურთის კომერციალიზაციას ისეთი შედეგი მოაქვს, ჩვენ კი არა, ევროპის კლუბები ვეღარ ინარჩუნებენ მაღალი დონის ფეხბურთელებს (ახალგაზრდა პერსპექტიულებზე საერთოდ ლაპარაკი არაა). ინგლისურ ფეხბურთში, დროის მცირე მონაკვეთში, კაპიტალის მძლავრმა შედინებამ ის შედეგი მოიტანა, რომ სუპერკლუბები ტოპ-კლასის მოთამაშეებს სათადარიგოთა სკამებს ახეხინებენ, მაღალი კლასისანი განაცხადშიც ვერ ხვდებიან, ხოლო ევროპული ფეხბურთის ოდესღაც გრანდები დღეს მხოლოდ სახელებად დარჩნენ.

აღნიშნული, შემთხვევითობასაც (მოვლენების დროში დამთხვევა) შეიძლება მივაწეროთ, მაგრამ ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ინგლისელებს ფეხბურთში ფინანსური რესურსების მაქსიმალური კონტროლის სურვილი ამოძრავებთ. თუ პრემიერ ლიგა გააგრძელებს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების მობილიზებას, თანაც ისე, რომ კიდევ რამოდენიმე, მათი საზომით, საშუალო კლუბს ვარსკვლავებს შემატებს, არაა გამორიცხული პრემიერ ლიგის სახით ნხლ-ის ან ნბა-ს მსგავსი ჩემპიონატიც მივიღოთ.

რა გამოუვათ მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ მოვლენების ამგვარ განვითარებას (პრემიერ ლიგაზე საუბარიც აღარაა, მეგობრებო, ჩემპიონშიპმა მოიტოვა უკან ტოპ ხუთის გარდა, თითქმის ყველა ევროპული ლიგა - Daily Mail-ის კვლევით, ჩემპიონშიპში, ფეხბურთელის საშუალო ხელფასი 486.000 ფუნტია, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ოცნება ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე, გუშინდელი დღის ილუზიაა) მარტივად აუღეს ალღო ევროპელმა ბობოლებმა და განახლებული ლიგის იდეაც გააჟღერეს.

მდიდარი კლუბების სამართლიან პრეტენზიას (შემოსავალი, რომელიც კლუბის, ან მასში მოთამაშე ფეხბურთელის მაყურებელმა განაპირობა, როტომ უნდა გადანაწილდეს უმაყურებელოზე?), უეფა ასე მარტივად გვერდს ვერ აუვლიდა და ევროპული ლიგის ახალი ფორმატის ზონდირებაც განახორციელა. ამ ეტაპზე აღნიშნულის წინააღმდეგ ეროვნულმა ფედერაციებმა გაილაშქრეს, მართალია ყველაფერი სააშკარაოზე არ გამოსულა, რა იყო და როგორ, თუმცა საფრანგრთის პრეზიდენტის საჯარო განცხადება, იმის შესახებ რომ არ დაუშვებს ეროვნული ჩემპიონატის დაკნინებას (საინტერესოა პრემიერ ლიგას კონკურენციას, როგორ გაუწევას, ერთი კლუბს მეშვეობით?), აშკარად მიგვანიშნებს, ტენდენციის სერიოზულობაზე.

ასეა თუ ისე, ფეხბურთი, რომ ძველებურად ვეღარ იქნება ფაქტია. ევროპული ტურნირებიც დღევანდელი სახით უბრალოდ აზრს დაკარგავს. ჩემპიონთა ლიგამ მოუსპო დაბალი დონის კლუბებს უძლიერესებთან შეხვედრის შანსი და ფორმატის შეცვლის თანამედროვე ტრენდი (რანგით მესამე საკლუბო ტურნირის შემოღებაც ამაზე მიანიშნებს) ალბათ საშუალოებსაც იგივე პერსპექტივას უქადის. დღევანდელი, კვოტირების პირობებში არ არის ქართველების ადგილი ევროპის 80 გუნდს შორის და სიძლიერის მიხედვით დაყოფის შემხვევაში სად იქნება წარმოგიდგენიათ?

...მაყურებლის სტადიონზე დაბრუნება ვახსენე და საინტერესოა წელიწადში მილიონიანი ხელფასი, იქნება იმის გარანტი, რომ გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს, „შეტევის რესურსი“ გაუჩნდეს და სხვებიც აიყოლიოს? ამაზე რომ გავაგრძელო, ისევ იქ დავბრუნდებით მეგობრებო რითაც დავიწყე და აჯობებს ქართული ფეხბურთის დეგრადაციის მიზეზებზე და ზოგადად მის შესაძლებლობებზე, ცალკე მოგახსენოთ.

(გაგრძელება იქნება)

3
42
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა კაკაბაძე
გოგა კაკაბაძე
42
  
9 ნოემბერი, 0:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

7 ნოემბერი, 10:26
თუ მდიდარი ქვეყანა ხარ,მაშინ გაქვს იმის ფუფუნება რო ფული გადაყარო ეგეთ რამეში,მაგრამ როცა ქვეყანა სულს ღაფავს და ადამიანების 70% შიმშილობს ან შიმშილის ზღვარზეა,მაშინ ასეთ ქმედებას ერთი ადგილის თამაში ქვია. სოციალიზმით არავინ გამდიდრებულა და ქართველებს ყველაფრის ბოლოდან დაწყება რატო გვიყვარს? ჯერ გამდიდრდი და მერე მიეცი თავს უფლება შევინახოთ,ფეხბურთელები,მორაგბები,მსახიობები თუ კიდევ ბევრი ბიუჯეტის წურბელა. კრისტალბეთის არის ეროვნული ლიგა,ევროპა ბეთი ბათუმს ასპონსორებს და ლიდერბეთის სხვას,ხოდა ეხლა გამოდიან ტვინგამრეცხილთა არმია და ამ კომპანიების შეზღუდვას ითხოვს. ეს კომპანიები შეწყეტენ არსებობას ან შეამცირებენ მაშტაბებს,რაც სამუშაო ადგილებს შეამცირებს,ბიუჯეტშიც ნაკლებს გადაიხდიან და ფეხბურთსაც აღარ დაასპონსორებენ,რადგან რეკლამა არ მოსულაო. ხოდა აფინანსეთ ბიუჯეტიდან ის ამბები,რაც ამ კომპანიებს უნდა ეკეთებინათ და თუ კუჭი გაგიხმათ შიმშილისგან,მაშინ ივანანთ კანტორას ნურაფერს დააბრალებთ,რადგან საზოგადოების გამორეცხილი ტვინის ამბავი იქნება ეგ. ხოდა მერე ან რუსეთი შეგჭამს ან თურქეთი ან კიდევ კუნაპეტი აფრიკელი. მერე შეინარჩუნებთ ქართველობას უეჭველი
7 ნოემბერი, 10:17
სანამ კლუბები სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იქნებიან,მანამ არაფერი გვეშველება. ბიუროკრატს რა უნდა ფეხბურთში? ამიტომ არის,რომ ვერ ვითარდებიან კლუბები და ის ხალხი,რომლებიც დებენ ფულს მალევე გარბიან. კონკურენცია სახელმწიფოსთან გიწევს და ეგ როგორ ამბავია? არ ვირტყი,რომ ვიღაცას ფული სახლში მიაქვს,შესაძლოა ესეც არის,მაგრამ თავს ვერ დავდებ. უბრალოდ,არაეფექტურად იხარჯება. ვიღაც ფულს დებს და განვითარება უნდა,ამ დროს კი ვიღაც მუნიციპალეტიტან ფინანსდება,არ დარდობს განვითარებაზე,რადგან ფული სულ აქვს. როგორც სოც.დახმარების გადამკიდე ოჯახები მაცივარსაც კი არ ყიდულობდნენ და არ ცდილობდნენ შემოსავლების გაზრდას,რადგან ეშინოდათ/არ უნდოდათ სოც.დახმარების დაკარგვა ეგრეა ფეხბურთშიც და იმ კლუბებშიც,რომლებიც წურბელებივით არიან ჩამოკიდებულები ბიუჯეტზე. საკუთარი შემოსავლის ქონა არ ადარდებთ და მერე ადვილად წუწუნებენ უსახსრობაზე. მერე უნდათ,რომ რაღაც შედეგს მიაღწიონ,მოჰყავთ გაურკვეველი ქვეყნიდან ლეგიონერი,უხდიან დიდ ფულს და ფაფუ ფული აღარ აქვთ. სამაგიეროდ,ცუდი მინდორი აქვთ,სახელფასო დავალიანება და ა.შ. ადრე თუ გვიან მოგვიწევს ამის გაკეთება და ჯობია ადრე ვქნათ. ჯერ ერთი,რომ არაფერი სარგებელი საბიუჯეტო დაფინანსებას არ ქართული ფეხბურთისთვის და მეორე მორალურადაც არასამართლიანია,რადგან ადამიანების გადასახადებიდან ვიხდით ფულს ისეთ რამეში რაც იდეაში იმ ადამიანის ინტერესებში არ შედის. გამოდის რო დასაქმებული ადამიანების ხარჯზე ვიღაცის შემოსავლებზე ვზრუნავთ. ასრომ ამხელა ტექსტის წერაც ავტორ,მარტვად შეგეძლო გეთვა,რომ სახელმწიფო უნდა მოშორდეს ფეხბურთიდან :)
0 1 3