x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96699
  • ვიდეო:343712
  • სურათი:458595
დის არსებობა ბავშვს ნაკლებად დეპრესიულს ხდის - კვლევის შედეგი
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და-ძმის როლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მშობლების.

მათგან ვსწავლობთ, ვბაძავთ და ერთად ვიკვლევთ და ის, თუ როგორი ვართ, ნაწილობრივ მათი დამსახურებაა.


image


ადამიანის ცხოვრებაზე და-ძმის გავლენის შესასწავლად მკვლევარმა და პროფესორმა ლორა პადილია-უოკერმა მთელი კვლევის ჩატარება გადაწყვიტა.


395 ოჯახზე დაკვირვების შემდეგ, რომელთა ოჯახშიც ერთზე მეტი ბავშვი იყო და ერთ-ერთი მათგანის ასაკი 10-დან 14 წლამდე იყო, სპეციალისტებმა განსაზღვრეს, რომ და/ძმა ერთმანეთს აძლევენ იმას, რისი მიცემაც მშობლებს არ შეუძლიათ.


image

ზოგიერთ შემთხვევაში დის/ძმის არსებობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მშობლების გავლენა.

კვლევამ აჩვენა, რომ სიკეთეს და გულუხვობას და/ძმისგან ვიღებთ და არა უფროსებისგან.


image

გარდა ამისა, ისინი, ვისაც ძმა ჰყავდათ, სქესის და ასაკის მიუხედავად თავს უფრო თავდაჯერებულად, ნაკლებად მარტოსულებად და შეშინებულად გრძნობდნენ.


image

კვლევის შედეგებიდან შეიძლება საინტერესო დეტალი გამოვყოთ. მათ, ვისაც ბავშვობაში და ჰყავდათ, დეპრესია როგორც მოზარდობის, ასევე ზრდასრულ ცხოვრებაში უფრო ნაკლებად აწუხებდათ.

ლორას სიტყვების თანახმად, ეს ერთგვარი ანტიდეპრესანტია და ჩვეულებრივ დაკავშირებულია ურთიერთობასთან, რაც ქალებში უფრო ძლიერია, ვიდრე კაცებში.

და/ძმასთან თბილი, უკონფლიქტო ურთიერთობა დიდ ბონუსებს გვპირდება. ახლო ნათესაური კონტაქტები ხშირად მარტოობის და დეპრესიის დაბალ დონეს და მაღალ თვითშეფასებას უკავშირდება.


image

ადრეულ ასაკშიც კი და-ძმა ერთმანეთს მხარდასაჭერად და რთულ სიტუაციებში გასამხნევებლად ეკონტაქტება.

კიდევ ერთი კვლევა ირწმუნება, რომ და/ძმის არსებობამ შეიძლება ქორწინება გადაარჩინოს. ქალი და კაცი, რომელიც დიდ ოჯახში გაიზარდა, ქორწინებას განშორებით ნაკლებად ასრულებენ.


image

ოჰაიოს შტატის მეცნიერების 40 წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი ძმა (და) თქვენი ქორწინების დაშლის რისკს 2 %-ით ამცირებს.

თუ ოჯახში თქვენს გარდა კიდევ 5 ბავშვი ცხოვრობს, პარტნიორთან განშორების რისკი მთელი 10%-ით მცირდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

დედასთან რაც უფრო მეტ დროს ატარებთ, მით უფრო დიდხანს ცხოვრობს

image

ბებიები, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავენ, 20 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ - კვლევის შედეგები

image

ყოველი მესამე ქალი პაემანზე უფასო საჭმლის გამო დადის - კვლევა

image

მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ

image

მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს

image

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
13