x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და კრე­ა­ტი­უ­ლი კერ­ძე­ბი გვიყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, ერთხელ კომ­შით გა­ვა­კე­თე ღომი" - ცნობილი კალათბურთელის მეუღლე "მასტერშეფში"
image


სოფო გო­გე­ბაშ­ვი­ლი - ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, კა­ლათ­ბურ­თელ ნიკა ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე და სამი შვი­ლის დედა - „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლეა. ამ­ჟა­მად სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ბავ­შვო ბრენდ „მი­შე­ლის“ დი­რექ­ტო­რია. თა­ვი­სუ­ფალ დროს კი მთლი­ა­ნად ოჯახს უთ­მობს.


სოფო გო­გე­ბაშ­ვი­ლის კერძმა კას­ტინგზე ჟი­უ­რის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, მე­ო­რე ეტა­პიც წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და სა­ბო­ლო­ოდ, ათე­ულ­ში მოხ­ვდა. ასე რომ, გა­ი­ცა­ნით „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზო­ნის ათე­უ­ლის წევ­რი ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან.


- რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით კუ­ლი­ნა­რი­ით?


- კუ­ლი­ნა­რი­ას­თან ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ დავ­მე­გობ­რდი. სულ ვცდი­ლობ, რომ ჩემი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით გა­ვა­ო­ცო ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ჩემი მე­უღ­ლე გურ­მა­ნია და, ამა­ვე დროს, საკ­მა­ოდ კარ­გი კუ­ლი­ნა­რიც, ამი­ტომ მარ­ტი­ვი კერ­ძე­ბი ჩვენს ოჯახ­ში არა­სო­დეს მზად­დე­ბა - ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და კრე­ა­ტი­უ­ლი კერ­ძე­ბი გვიყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, ერთხელ კომ­შით გა­ვა­კე­თე ღომი და ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ბოლო დროს, სულ მთხო­ვენ, რომ ხინ­კა­ლი გა­ვა­კე­თო. მეც სხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცი­ით, ჩე­მე­ბუ­რად ვამ­ზა­დებ და ძა­ლი­ან მოს­წონთ.


- ოჯა­ხის წევ­რე­ბის იდეა ხომ არ იყო, რომ „მას­ტერ­შეფ­ში“ მი­გე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?


უფრო ჩემი მე­გობ­რე­ბის. კას­ტინგზე რომ და­მი­ბა­რეს, ჩემს მე­უღ­ლეს ცოტა შე­ე­შინ­და, რად­გან იცის ჩემი ხა­სი­ა­თი; იცის, რომ მიყ­ვარს, როცა სიმ­შვი­დე­ში, თა­ვი­სუფ­ლად ვამ­ზა­დებ. ალ­ბათ, იფიქ­რა, რომ შო­უ­ში და­ვი­ძა­ბე­ბო­დი, ვი­ნერ­ვი­უ­ლებ­დი. სა­ერ­თოდ, არ ვარ ემო­ცი­უ­რი, მაგ­რამ კას­ტინგზე კი­ნა­ღამ მოვ­კვდი ნერ­ვი­უ­ლო­ბით. გა­და­ცე­მა­ში კი­დევ შეკ­ვე­ცი­ლად აჩ­ვე­ნეს, თო­რემ, რე­ა­ლუ­რად, არა­ნორ­მა­ლუ­რად დიდ­ხანს გაგ­რძელ­და მათი პა­სუ­ხე­ბის მო­ლო­დი­ნი. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ სამ­სჯავ­რო­ზე გა­ვე­დი და გა­ნა­ჩენს ვე­ლო­დე­ბო­დი. თა­ნაც ოჯა­ხის წევ­რე­ბი მახ­ლდნენ და არ მინ­დო­და, მათ­თვის იმე­დი გა­მეც­რუ­ე­ბი­ნა.


image


- სა­ბო­ლო­ოდ, ჟი­უ­რის კერ­ძი მო­ე­წო­ნა.


- სა­ბო­ლო­ოდ, დიახ. ლუ­კამ მი­თხრა, რომ აჯო­ბებ­და, თევ­ზი იქვე შე­მეწ­ვა და სერ­ვი­რე­ბაც ად­გილ­ზე მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა. ამა­ში ნამ­დვი­ლად ვე­თან­ხმე­ბი და მარ­თლა ვნა­ნობ, რად­გან ჩემი თევ­ზი ძა­ლი­ან კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყო, იქვე რომ შე­მეწ­ვა, არო­მატს უკეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, წინ­სა­ფა­რი მა­ინც მო­ვი­პო­ვე.


- ელო­დით წინ­საფ­რის მი­ღე­ბას?


თა­მა­მად ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არც მო­ვი­დო­დი ამ შო­უ­ში. ისეთ რა­მეს არა­სო­დეს ვა­კე­თებ, რაც არ ვიცი, რომ წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ იქ რომ შე­დი­ხარ, ბუ­ნებ­რი­ვად მო­დის ეს ემო­ცია და ნერ­ვი­უ­ლო­ბა. მით უმე­ტეს, მე ხომ არ ვარ გა­მოც­დი­ლი მზა­რე­უ­ლი, უბ­რა­ლოდ, ოჯახ­ში ვამ­ზა­დებ. გუ­ლის სიღ­რმე­ში მა­ინც მჯე­რო­და, რომ მი­ვი­ღებ­დი წინ­სა­ფარს, მაგ­რამ იმას ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ჟი­უ­რის სა­მი­ვე წევ­რს მო­ე­წო­ნე­ბო­და ჩემი კერ­ძი. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად




0
112
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0