x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ერთხელაც არ უნახავს ისე ინახავდა საქართველოს სიყვარულს გულში

image


ბავშვობაში მამა საქართველოზე ბევრს მიყვებოდა. მეუბნებოდა რომ ჩვენ სხვები ვართ და არასოდეს უნდა დამევიწყებინა ადგილი რომელსაც საქართველო ჰქვია. კარგად ვერ ვხვდებოდი რა იყო საქართველო, მეგონა ეს რაღაც მისტიური კუნძული იყო, რომლის დარიც ქვეყნად არაფერი არსებობდა. ბევრ კითხვას ვუსვამდი მამას, დიდობაში მივხვდი რომ მამა ერთსა და იმავე კითხვებზე სხვადასხვა პასუხს მაძლევდა.


მივხვდი რომ მამას საქართველო არასოდეს ენახა, მაგრამ არასოდეს მითქვამს მისთვის რომ ამას მივხვდი. არ ვატკინე ბერიკაცს გული, რომელიც სამშობლოდან ასე შორს, ისე რომ ერთხელაც არ უნახავს ისე ინახავდა საქართველოს სიყვარულს გულში.


მე ფერეიდნელი ქართველი ვარ. დღეს მაქვს ინტერნეტი, მაქვს შესაძლებლობა ჩამოვიდე და ვნახო ჩემი ნამდვილი სამშობლო, მაგრამ მამას ეს არ ჰქონდა. ის ისე დაიბადა და გარდაიცვალა, რომ საქართველო არასოდეს უნახავს, მაგრამ იგი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. არც არასოდეს მოუხსნია ციცქნა, ლამაზი ხის ჯვარი გულმკერდიდან!

0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0