x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მსახიობი კინოს გადასაღები მოედნიდან გაქრა და პომპეიში დაიღუპა

ХХ საუკუნეში, ლეგენდარული პომპეის გათხრების დროს, არქეოლოგებმა ფერფლით დაფარული ადამიანის გაქვავებული სხეული აღმოაჩინეს. იგივე ფერფლმა, კარგად შემოინახა არა მარტო მისი ნეშთი, არამედ სამოსის ნაწილი და აქსესუარები. გარდაცვლილი, მამაკაცი აღმოჩნდა და მისი სიკვდილის მიზეზი ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევა იყო. აღნიშნული აღმოჩენის შესწავლამ კი, მეცნიერები და არქეოლოგები საგონებელში ჩააგდო – ეს ყველაფერი, ნამდვილად წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო. მაგრამ, კვლევამ აჩვენა, რომ ფერფლის ქვეშ მოყოლილი ადამიანი XIX – XX სს-ში ცხოვრობდა... და რა გამოვიდა? ჩვენს დროში დაიბადა და I საუკუნეში გარდაიცვალა? გამოცანად დარჩა ისიც, თუ როგორ მოხვდა ეს ადამიანი 79 წელში და სწორედ იქ, სადაც ვეზუვი ამოიფრქვა. ჩვენ კი, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ: ის რაღაცნაირად, ან დროის ხაფანგში მოხვდა, ან დროის მანქანა გამოიგონა და პორტირებით წარსულში გადაინაცვლა. იდუმალ უცნობს მკვლევარებმა, სამეცნიერო ფანტასტიკის ფუძემდებლის, ჰერბერტ უელსის საპატივცემულოდ, «ბატონი უელსი» დაარქვეს.


image


თუმცა, ეს სახელი მას დიდი ხანს არ «უტარებია». გარკვეული დროის შემდეგ, ლითონის სამაჯურის მიხედვით, რომელიც მას ხელზე ეკეთა და რომელზეც მისი სახელი იყო ამოტვიფრული, «ბატონი უელსის» სხეულის «ამოცნობა» მოხდა. აღმოჩნდა, რომ ის კასკადიორი და კინომსახიობი უილიამ გრინი იყო, რომელსაც 1925 წ. ფილმში – «ბენ ჰური: ქრისტეს ისტორიაში» იღებდნენ.

ფილმის გადაღება კალიფორნიაში, ქ. კალვერ–სიტის მახლობლად მიმდინარეობდა, რომელშიც ახალგაზრდა, მაგრამ პერსპექტიული კასკადიორი უილიამ გრინიც მონაწილეობდა. როდესაც ეტლებით შეჯიბრის სცენას იღებდნენ, გრინი უეცრად გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. იმ დღეს ეძებეს, მაგრამ ვერ მიაგნეს. შემდეგ, გადაღება სხვა ქალაქში გაგრძელდა და მსახიობი აღარ მოუკითხავთ. მას არც ოჯახი ჰყავდა და ისე მოხდა, რომ ნორმალურად არავის მოუძებნია... და ალბათ, არავის გაახსენდებოდა, რომ არა არქეოლოგების მიერ, პომპეიში აღმოჩენილი სამაჯური, რომელზეც ეწერა:

«უილიამ გრინი. «ბენ ჰური». 1925 წელი».


imageimageimageimageimageimageimageimage







0
1038
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1038
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0