x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უკვე ცნობილია თუ ვინ შექმნა ტერაკოტის არმია

ჩინეთის იმპერატორის, ცინ შიხუანდის (ძვ. წ. აღრ. 259 – 210 წწ.) სამარხი კომპლექსი, რომელიც ქ. სიანის აღმოსავლეთით მდებარეობს, ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, იმით იპყრობს, რომ მასში 8 ათასზე მეტი ნატურალური სიდიდის თიხის ქანდაკებაა. ნეკროპოლისის აღმოჩენის მომენტიდან ითვლებოდა, რომ ქანდაკებები ჩინელი ხელოსნების მიერ იყო გაკეთებული. მაგრამ, რიგი კვლევის შემდეგ, არქეოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქანდაკებები ბერძენი სკულპტორების მიერ, ან მათი უშუალო ხელმძღვანელობით არის შექმნილი.


image



ელინური კონტაქტები


გერმანელმა არქეოლოგმა, ლუკას ნიკელმა ჟურნალ «Bulletin of the School of Oriental and African Studies»–ში სტატია «პირველი იმპერატორები და ჩინეთის სკულპტურა» გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ტერაკოტის არმიას ბერძნული ფესვები აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არქეოლოგები ამ გლობალური «პროექტის» განხორციელებაში, ჩინელებთან ერთად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებსაც მოიაზრებენ და მისი მასშაბურობის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ ჩინეთის კულტურისთვის, იმ პერიოდში, ასეთი სახის სკულპტურები დამახასიათებელი არ იყო.

ნიკელის მტკიცებით, ძვ. წ. აღრ. III-II სს. ჩინეთში, სკულპტურა, მისი თანამედროვე გაგებით (ადამიანის გამოსახულება ქანდაკებაში) პრაქტიკულად არ არსებობდა. ცნობილია მხოლოდ სანსინდუნის ბრიკჯაოს ქანდაკებები, რომლებიც ძვ. წ. აღრ. XII-XI სს. არის დათარიღებული და ასევე პატარა ზომის თიხის ფიგურები, რომლებიც სახლის ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენებოდა და მორჩა... ამხელა ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვა არაფერია აღმოჩენილი, რისი მიკუთვნება ქანდაკებისთვის იქნება შესაძლებელი. სავარაუდოდ, ძველ ჩინეთში, ასეთი არტიფაქტების შექმნას რაღაც მოსაზრებით გაურბოდნენ.


imageსანსინდუნის ბრინჯაოს ქანდაკებები, სიჩუანის პროვინცია


რაც შეეხება იმპერატორ ცინ შიხუანდს, ის სერიოზულად იყო დაინტერესებული ხელოვნების ამ დარგით. მაგრამ, მისი ამ გატაცებას სხვები არ იზიარებდნენ და უნდა აღინიშნოს, რომ ტერაკოტის არმიის შექმნის შემდეგ, ადამიანის ზომის ქანდაკებები ჩინეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ II საუკუნეში, ცინის მმართველობიდან, დაახლოებით, 400 წლის შემდეგ გამოჩნდა.

მართალია, ცინის თიხის მეომრები პლასტიკურობით ძველბერძნულ ქანდაკებებს ნაკლებად მოგვაგონებენ, მაგრამ მკვლევარები ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ, რადგან, ჯერ ერთი – სამუშაოს მოცულობა ძალიან დიდი იყო და თან, არავინ იცოდა, ის როდისთვის უნდა დასრულებულიყო. სწორედ ამიტომ არიან ჯარისკაცები სტატიკური. მაგრამ, მათი სახის ნაკვთები განსაკუთრებული სიზუსტით და ინდივიდუალიზმით არის ნაძერწი, უმცირესი დეტალების და ემოციების გათვალისწინებით. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ქანდაკების სხეული ჩინელი ხელოსმების მიერ არის შექმნილი, ხოლო თავი – ბერძენი მოქანდაკეების გამოძერწილი უნდა იყოს.


imageაკრობატები და მძლეოსნები


ჩინეთში ბერძნულ კვალზე მიანიშნებს ნეკროპოლისის სიახლოვეს, 1999 წ. ნაპოვნი დამსხვრეული ქანდაკებებიც. როდესაც მათი აღდგენა მოხდა, აღმოჩნდა, რომ ეს აკრობატების და მძლეოსნების ქანდაკებები იყო, რომლებიც კუნთების გამოსახვის ფორმით და სხეულის დინამიურობით, ძალიან ჰგავს ძველ ბერძნულ სკულპტურებს. გერმანელი არქეოლოგი დარწმუნებულია, რომ ეს ქანდაკებები იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ «ჩინური არმიის» შექმნაში ბერძნების «ხელი ურევია».



ბერძნები ჩინეთში


ისტორიკოსები უცნაურს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ ძვ. წ. აღრ. III ს. ბერძნები შეიძლება ჩინეთში ჩასულიყვნენ. ალ. მაკედონელის აღმოსავლეთის კამპანიამ ბერძნებს გზა გაუხსნა ცენტრალური აზიისკენ და გიგანტური საკონტაქტო არიალი შექმნა, რომელშიც ბაქტრია, სოგდიანა, პართია, სელევკიდების სახელმწიფო და მაურიების იმპერია შედიოდა. ეს ყველაფერი ერთი მთლიანი სახელმწიფო იყო, რომელიც მცირე და შუა აზიას, არაბეთის და ინდოსტანის ნახევარკუნძულებთან აკავშირებდა.


imageპართიის მეფის სანატურკის (ძვ. წ. აღრ. 157 – 70 წწ.) ქანდაკება


ბერძნულ–ჩინური კონტაქტის კიდევ ერთ მტკიცებულებად, შეგვიძლია ირანის სამხ–დას. რეგიონში აღმოჩენილი, მეტად საინტერესო, – პართიის მეფის, თუ ბელადის, ქანდაკება მივიჩნიოთ, რომელმაც არ შეიძლება ტერაკოტის მეომრები არ გაგვახსენოს.


ყოველივე ამის შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მარკო პოლო არც «პირველი» და არც «ერთ–ერთი პირველი» ევროპელი იყო, რომელმაც აბრეშუმის გზით ისარგებლა და ჩინეთში ჩავიდა... და უფრო მეტიც, იმ დროს, როდესაც ბერძნები ჩინეთში გამოჩდნენ, აბრეშუმის გაზ ჯერ არც არსებობდა. ქსოვილით და სხვა წვრილმანით დატვირთული პირველი ქარავანი ჩინეთიდა ევროპის მიმართულებით, ტერაკოტის არმიის შექმნიდან, თითქმის 100 წლის შემდეგ, – ძვ. წ. აღრ. 121 წ. გაემართა. ეს ხანის ეპოქაში, იმპერატორი უ – დის (ძვ. წ. აღრ. 140 – 87 წ.) მმართველობის დროს მოხდა.

imageimageimageimageimageimageimage








0
926
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
926
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0