x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება.


image


სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივა სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გაორმაგებას ითვალისწინებს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.


ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმას თუ მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, მას ქულაც დააკლდება და გაზრდილი ჯარიმაც გამოეწერება



სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის


ასევე სანქციები გამკაცრდება ალკოჰოლური მდგომარეობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე.


მინისტრის მოადგილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები მზად არის და ის ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.


შსს გეგმავს, რომ ალკოჰოლური მდგომარეობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციებიგაამკაცროს, მათ შორის გამკაცრდება აღნიშნული სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაწილიც.


თუ მძღოლი სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდება, მას მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც შეიძლება შეეფარდოს.

0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:Real News
Real News
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0