x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
პამელა ანდერსონი ინდიელთა დამცირების გამო გალანძღეს

image
ამერიკელი მოდელი და მსახიობი, 90-იანი წლების სექს- სიმბოლო პამელა ანდერსონი მწვავედ გააკრიტიკეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების გამო.


52 წლის მსახიობმა "ტვიტერით"საზოგადოებას და გამომწერებს მიულოცა ჰელოუნის დღესასწაული და გამოაქვეყნა ორი ფოტო, სადაც ერთ ფოტოში მკერდმოშიშვლებულს ხელში უკავია ინდიელთა ტრადიციული თავსაბურავი, ხოლო მეორე ფოტოზე ზურგით დგას, უკანალი აქვს გამობზეკილი და ინდიელთა ქუდი თავზე აქვს ჩამოფხატული.


თაყვანისმცემლებმა მწვავედ გააკრიტიკეს მსახიობი და აღნიშნეს, რომ ეს ინდიელთა შეურაცხყოფაა-კულტურულ აპროპრაციას აქვს ადგილი.


როგორც ირკვევა, ფოტოები 2015 წელსაა გადაღებული ფოტოგრაფ ლორი სტარკის მიერ, ამერიკელი ინდიელი აქტივისტის, ლონარდ პალტიერის მხარდასაჭერად, რომლის ციხიდან დახსნისთვის ადვოკატები აქტიურად იბრძოდნენ.



0
338
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0