x
image
intermedia.ge
Mediator image
ქართული კინოს რომელი პერსონაჟი რაში დახარჯავდა მილიონ ლარს
image


გიფიქრიათ, ქართული კინოს რომელი პერსონაჟი რაში დახარჯავდა, მილიონი ლარი რომ ჰქონოდა? მოდით, ერთად გავიხსენოთ ქართული კინოს გამორჩეული სახეები და წარმოვიდგინოთ. მაშ ასე:


კუკარაჩა, კინოფილმიდან „კუკარაჩა“


image

ჩვენ დაახლოებით ვიცით, რაში დახარჯა მურტალომ მილიონები - ის ხომ ყოველდღე საყვარელ ქალს ერთი წლის განმავლობაში წითელი ვარდების დიდ თაიგულს უგზავნიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ბრილიანტებზე. აი, კუკარაჩა კი, რომელიც დღედაღამ ვერის უბნის ბავშვებს დასდევდა, ალბათ, ისევ ბავშვებსვე მოახმარდა ამ თანხას და მათთვის საკვირაო სკოლას ან რაიმე საინტერესო წრეს გახსნიდა, რათა უფრო მეტი და უფრო საინტერესო აქტივობებით დაეკავებინა ახალგაზრდები.


ანა, კინოფილმიდან „იმერული ესკიზები“



image


ანას, რომელმაც პატარაობაშივე მოიზიდა იმ დროისთვის საკმაოდ მსხვილი თანხა - „80 კაპიკი და კიდო მანათი“ მეზობელი ბავშვების დასახმარებლად, დიდობაში მოგებული მილიონი ლარიშეიძლება, მსხვილი საინვესტიციო ან საქველმოქმედო ფონდისთვის გადაეცა.


მრეცხავი ვარდო, კინოფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“


image


სოფიკო ჭიაურელის ეს ერთ-ერთი გამორჩეული კინოგმირი, რომელიც ფილმში ყველაზე სამართლიანი, მამაცი და, ამავე დროს, შრომისმოყვარეცაა, აუცილებლად დიადი და კეთილშობილი მიზნებისთვის დახარჯავდა მოგებულ მილიონს. ალბათ, ისღარიბი ბავშვებისთვის მილიონი ლარის შეშასა და საკვებს შეიძენდა.


ბიძია ბაბუა, კინოფილმიდან „შერეკილები“


image

დაბოლოს: მილიონი ლარი ბიძია ბაბუას რომ ჰქონოდა და კინოგმირი კი არა, ნამდვილი ადამიანი ყოფილიყო, მთელ თავის ცხოვრებას სიყვარულის ფორმულის ამოხსნაში გაატარებდა. დღეს კი ყველას გვეცოდინებოდა, რა არის სინამდვილეში სიყვარული.


შენ უკვე მოიფიქრე, რაში დახარჯავ მოგებულ მილიონს? სანამ გეგმებს დააწყობდე, ამისთვის საჭიროა, 2 ლარად შეიძინო ლოტოს ბილეთი, აირჩიო იღბლიანი რიცხვები და ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, საღამოს 20:50 საათზე, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში დაელოდო იღბლიან გათამაშებას!


გახსოვდეს, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!


Lotto.ge





0
318
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0