x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96731
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458629
სამი შვილის დედამ 32 კილო დაიკლო ყოფილი ქმრის ჯიბრით
image
36 წლის ლოუ ბენტლიმ(Lou Bentley) ქალაქ მელტონ- მოუბრედიდან (ლესტერშერის საგრაფო, ინგლისი)32 კილოგრამი დაიკლო ყოფილი ქმრის ჯიბრით.

image

ლოუ 20 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა სამხედროს, შემდეგ გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად ქმრის სამსახურის გამო, წყვილს ეყოლა სამი შვილი .

მესამე შვილის გაჩენის შემდეგ ლოუ 96 კილოგრამს იწონიდა.


შემდეგ მისი მეუღლე ავღანეთში გააგზავნეს, თვითონ ბრიტანეთში დაბრუნდა.სწორედ მაშინ მიხვდა ლოუ, რომ მის ქორწინებას საფრთხე ემუქრებოდა.

მართლაც, მეუღლის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ წყვილი გაშორდა ერთმანეთს, ეს მოხდა 2017 წელს.

ამის შემდეგ ლოუმ მკაცრად დიეტის დაცვა გადაწყვიტა, უარი თქვა ფასთფუდზე, რომელიც ასე ძლიერად უყვარდა.

image


საკუთარ გარაჟში დაამონტაჟა სპორტული ტრენაჟორი და დაიწყო ვარჯიში, ამჟამად ლოუ 58 კილოგრამს იწონის. ყოველ დილით 6 საათზე დგება და 45 წუთი ვარჯიშობს. ამბობს, რომ არასდროს, მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა ასეთი მომხიბვლელი, როგორც ახლა არის. ადრე ვერ იცვამდა კაბებს და ქვედაბოლოს, არც თავს უვლიდა და არც მაკიაჟს იკეთებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლოუმ იპოვა ახალი სიყვარული, ამტკიცებს, რომ მამაკაცის გარეშეც შეიძლება იყო ბედნიერი.



0
178
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0