სასარგებლო პროდუქტები 7 შეცდომა, რომელსაც ზეითუნის ზეთის შეძენის და შენახვის დროს ვუშვებთ 2019, 5 ნოემბერი, 11:10 ზეითუნის ზეთი extra virgin (EVOO) – ერთ-ერთი საოცრებათაგანია პროდუქტების სამყაროში. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცხიმებს და რაც მთავარია – ის ისეთი გემრიელია! ზეითუნის ზეთი – ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სამზარეულო ინგრედიენტია, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. რა შეცდომებს ვუშვებთ, როდესაც ვყიდულობთ, ვინახავთ ან ვამზადებთ კერძს ზეითუნის ზეთზე? შეცდომა №1 თქვენ ყიდულობთ ზეითუნის ზეთს პლასტიკატის ან გამჭირვალე მინის ჭურჭლით ზეითუნის ზეთის ორი მთავარი მტერი ჟანგბადი და მზის სინათლეა. ამიტომ თუ თქვენ ყიდულობთ მას პლასტიკატის ან გამჭირვალე მინის ბოთლებით – საქმე ცუდათაა. ჰაერისა და სინათლის მოქმედება ამძაღებს მას. იმისათვის რომ ზეითუნის ზეთს კარგი გემო ჰქონდეს და სრულად შეიცავდეს სასარგებლო კომპონენტებს, შეიძინეთ მუქი მწვანე ან მუქი ყავისფერი მინის ჭურჭლით. შეცდომა №2 თქვენ ინახავთ ზეთს გაზქურასთან ახლოს
შეცდომა №3 თქვენ აფასებთ ზეთს ფერის მიხედვით მომხმარებელი ხშირად ზეითუნის ზეთის ხარისხის განმსაზღვრელ ნიშნად მის ფერს მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ეს ასახავს მისი დაკრეფის დროსა და დაწურვის ტექნოლოგიას. ხარისხიანი ზეთი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის – დაწყებული კაშკაშა მწვანედან მოოქროსფერო ყვითლით დამთავრებული. ამიტომ ნუ იტყვით უარს ზეითუნის ზეთზე, თუ ის მხოლოდ ფერის გამო არ ამართლებს თქვენს მოლოდინს. შეცდომა №4 თქვენ თვლით, რომ მხოლოდ ერთი სახის ზეითუნის ზეთია საკმარისი
შეცდომა №5 თქვენ მაღალ ცეცხლზე ამზადებთ ზეითუნის ზეთით
შეცდომა №6 თქვენ ამზადებთ უმაღლესი ხარისხის ზეთით უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის გამოყენება ცხელი კერძების მოსამზადებლად არასწორია. იმისათვის რომ სრულად შეიგრძნოთ მისი დახვეწილი გემო და არომატი, გამოიყენეთ როგორც ფინალური შტრიხი ცივი სალათებსა და მაკარონით მომზადებულ კერძებში. შეცდომა №7 თქვენ ერთი და იმავე ზეთს ძალიან დიდხანს იყენებთ ოდესმე შეგიძენიათ, ეკონომიის გაკეთების მიზნით, ზეითუნის ზეთი ისეთი ჭურჭლით, რომელიც სიდიდით გაზის ბალონს უტოლდება? მიეცით საკუთარ თავს პირობა, რომ ამგვარ შეცდომას მეტად აღარ დაუშვებთ. ეს არაჩვეულებრივი ინგრედიენტი, ერთი და იმავე ბოთლით თქვენს სამზარეულოში 24 თვეზე მეტ ხანს არ უნდა ინახებოდეს. დამძაღებული ზეთი ვერ გასიამოვნებთ ვერც სასარგებლო თვისებებით და ვერც გემოთი. ასევე დაგაინტერესებთ: იტალიელმა დიეტოლოგებმა ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნეს მეცნიერები გვაფრთხილებენ – აუცილებლად შეიტანეთ კურკუმას ჩაი თქვენს რაციონში! 25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია! როგორ ანადგურებს შაქარი ჩვენს ჯანმრთელობას? 8 სახიფათო შედეგი მინერალი, რომლის დეფიციტი იწვევს დიაბეტსა და სიმსუქნეს 354 4-ს მოსწონს
|