x
image
intermedia.ge
Mediator image
„ბანკიდან რომ დარეკეს, მოვდივართ, თქვენთვის საჩუქარი გვაქვსო, ვიფიქრე, რაღაც შეეშალათ" – დაკარგული’ ფულის დაბრუნება
image


ხან­და­ხან, ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა დღე, როცა ყვე­ლა წვრილ­მა­ნი საზ­რუ­ნა­ვი აზრს კარ­გავს და მხო­ლოდ ერთი მიზ­ნის­თვის იბ­რძვი - გა­დარ­ჩე ან გა­და­არ­ჩი­ნო!


„შარ­შან, ივ­ლი­სის თვე­ში გა­ვი­გე, რომ ჩემს შვილს მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და სას­წრა­ფოდ დამ­ჭირ­და თან­ხა. ჩემ­თვის ყო­ვე­ლი სა­ა­თი და დღე რა­ღა­ცას ნიშ­ნავ­და“, - ასე იწყებს თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლას 55 წლის ია თო­ფუ­რი­ძე, რო­მელ­საც ერთი წლის წინ უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბის გა­და­ტა­ნა მო­უ­წია.


დღეს ამ ის­ტო­რი­ას მშვი­დად გვი­ამ­ბობს, თუ რო­გორ მი­მარ­თა დი­აგ­ნო­ზის დას­მის წა­მი­დან რამ­დე­ნი­მე ბანკს იპო­თე­კუ­რი სეს­ხის თა­ო­ბა­ზე, რათა შვი­ლი თურ­ქეთ­ში წა­ეყ­ვა­ნა და სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ბან­კე­ბის ფი­ლი­ა­ლი­დან ფი­ლი­ალ­ში დარ­ბო­და, რომ სეს­ხი აეღო და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი დრო­უ­ლად და­ე­წყო.



„კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და სის­წრა­ფეს. მივ­მარ­თე ყვე­ლა მსხვილ ბანკს, აქე­დან მხო­ლოდ „ლი­ბერ­თის“ საკ­რე­დი­ტო ოფიც­რე­ბი მო­ვიდ­ნენ იმა­ვე დღეს, და­უ­ზა­რე­ლად და შე­ა­ფა­სეს ყვე­ლა­ფე­რი. მარ­თლა არ ვე­ლო­დი, რომ ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ასე შე­ვი­დოდ­ნენ. საკ­რე­დი­ტო ოფი­ცე­რიც კარ­გად მახ­სოვს, სა­ო­ცა­რი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ჭავ­ჭა­ვა­ძის ფი­ლი­ა­ლი­დან გა­მომ­ყვა სახ­ლში. არ­ც ერთ ბან­კში ისე არ მომ­ქცე­ვი­ან, რო­გორც „ლი­ბერ­თი ბან­კში“, - იხ­სე­ნებს ია.


აღე­ბუ­ლი სეს­ხით შვილ­თან ერ­თად თურ­ქე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კას ეს­ტუმ­რა, და სა­ბო­ლო­ოდ, ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და და დღეს, ია თო­ფუ­რი­ძის შვი­ლი თავს ჯან­მრთე­ლად გრძნობს.


„მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ, ასე ვთქვათ, თვი­და­საქ­მე­ბუ­ლი, რად­გან ერთი ბინა მაქვს გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. სამი შვი­ლი მყავს და 82 წლის დედა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, დღე­საც გული მი­ჩუყ­დე­ბა, რომ მახ­სენ­დე­ბა ის დღე­ე­ბი, რაც გა­მო­ვი­ა­რე".


30 ოქ­ტომ­ბერს ბან­კი­დან და­უ­რე­კეს. ‘თქვენ­თან მოვ­დი­ვართ, სა­ჩუ­ქა­რი გვაქ­ვსო, ვი­ფიქ­რე, შე­ე­შა­ლათ-მეთ­ქი. შემ­დეგ ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ, ვა­უ­ჩე­რის ფორ­მით მა­ჩუ­ქე­ბენ რა­მეს, მა­ღა­ზი­ე­ბი რო­გორც აკე­თე­ბენ ხოლ­მე. რომ მო­ვიდ­ნენ, მარ­თლა სი­უპ­რი­ზი და სა­ოც­რე­ბა იყო ეს ჩემ­თვის. და­ახ­ლო­ე­ბით, 480 ლარი და­მიბ­რუ­ნეს უკან. გა­ო­ცე­ბულ­მა „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­ვა­ზი­ა­რე ჩემი მე­გობ­რე­ბი მი­კო­მენ­ტა­რებ­დნენ, არ გვჯე­რა, რომ თან­ხა მარ­თლა მო­გი­ტა­ნე­სო. ეს ეჭვი ალ­ბათ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა, რომ ზო­გა­დად, ბანკს ფული სახ­ლში არა­ვის­თან არ მი­აქვს, თუმ­ცა ეს მარ­თლა მოხ­და“, - გვი­ამ­ბო ია თო­ფუ­რი­ძემ.


‘ვსარ­გებ­ლობ ყვე­ლა აქ­ცი­ით, მა­ღა­ზი­ე­ბის დაგ­რო­ვე­ბის ბა­რა­თე­ბი­თაც. ჩემ­თვის შე­ღა­ვა­თებს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ერთი ბინა მაქვს გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და ეს არის ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, როცა რა­ი­მე აქ­ცი­აა, ამით ყო­ველ­თვის ვსარ­გებ­ლობ“ - აღ­ნიშ­ნავს ის.


მას შემ­დეგ, რაც „ქე­შ­ბე­ქის“ შე­სა­ხებ გა­ი­გო, ყველ­გან, სა­დაც „ლი­ბერ­თის ტერ­მი­ნა­ლია“ სა­ბან­კო ბა­რა­თით იხ­დის. ამ­ბობს, რომ მარ­ტო­ხე­ლა დე­დის­თვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თია.


30 ოქ­ტომ­ბერს, ‘ქე­შ­ბე­ქის’ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ბან­კმა მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა კი­დევ 5 616 ადა­მი­ანს, რო­მელ­თაც ბო­ლომ­დე არ სჯე­რო­დათ, რომ ასე­თი რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო: „რა გა­და­ვი­ხა­დე ასე­თი?“ „რო­დის ვიხ­დი­დი ისე, რომ ფული უკან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, არც მახ­სოვს“, „ვა­ი­მე, რო­გორ გა­მა­ხა­რეთ, არ იცით!“. ეს ლი­ბერ­თის ბა­რა­თე­ბის ის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან, ვინც 1 ოქ­ტომ­ბრი­დან 20 ოქ­ტომ­ბრამ­დე ისარ­გებ­ლა ლი­ბერ­თის ბა­რა­თით, ლი­ბერ­თის პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, მაგ­რამ ქე­შ­ბე­ქის წე­სე­ბის არ ცოდ­ნის გამო და­კარ­გა ‘ქე­შ­ბე­ქის’ მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.


ბან­კში გან­გვი­მარ­ტეს, რომ „ქე­შ­ბე­ქი“ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მსგავ­სი ლო­ი­ა­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და უპ­რე­ცე­დენ­ტოა. ეს არის „ლი­ბერ­თი ბან­კის“ ახა­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რი ლო­ი­ა­ლო­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, ბან­კის მე­გო­ბარ ობი­ექ­ტებ­ში პრო­დუქ­ტის ან სერ­ვი­სის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში თან­ხის ნა­წი­ლი უკან და­იბ­რუ­ნო. დღე­ის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ლო­ი­ა­ლო­ბის პროგ­რა­მა­ში 400-ზე მეტი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტია ჩარ­თუ­ლი და ეს რი­ცხვი მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა.


image


რა­სა­ცა გას­ცემ, შე­ნი­აო და „ქე­შ­ბე­ქის“ მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა, გქონ­დეს „ლი­ბერ­თის“ ბა­რა­თი, შემ­დეგ კი მიჰ­ყვე ამ ინ­სტრუქ­ცი­ას:

  • გად­მო­ი­წე­რეთ ქე­შ­ბე­ქის აპ­ლი­კა­ცია
  • iOS: http://tiny.cc/xf2ffz
  • Android: http://tiny.cc/rz2ffz
  • ან ეს­ტუმ­რეთ ვებგ­ვერდს cashback.ge. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლას ლი­ბერ­თის ინ­ტერ­ნეტ ან მო­ბა­ილ ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ
  • შე­არ­ჩი­ეთ სა­სურ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა
  • და­აკ­ლი­კეთ ღი­ლაკს "აქ­ტი­ვა­ცია"
  • გა­და­ი­ხა­დეთ ლი­ბერ­თის ბა­რა­თით მე­გო­ბარ ობი­ექ­ტებ­ში. ესეც „ლი­ბერ­თის“ მე­გო­ბა­რი ობი­ექ­ტე­ბის სია: https://cashback.ge
  • რაც მთა­ვა­რია, გა­დახ­დი­სას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­თხო­ვეთ ლი­ბერ­თის ტერ­მი­ნა­ლი
  • „ქე­შ­ბე­ქი“ ან ფას­დაკ­ლე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად აი­სა­ხე­ბა თქვე­ნი ბა­რა­თის ან­გა­რიშ­ზე.
იხი­ლეთ ვი­დეო



1
69
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
69
  
5 ნოემბერი, 11:35
რამდენი წელია თიბისი ბანკის კლიენტი ვარ და მათგან ამის მსგავსი ან სხვაგვარი შეღავათი არ მინახავს.
0 1 1