x
image
ელენე გუმა
როდის არის სავსე და ახალ მთვარეობა და როგორი ნოემბერი გელით – მიმდინარე თვის ასტროლოგიური პროგნოზი
image
ასტროლოგი რამაზ გიგაური ნოემბრის თვის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


"მთავარი ასტროლოგიური მოვლენა:
12 ნოემბერი - სავსემთვარეობა
26 ნოემბერი - ახალმთვარეობა


ნოემბერი დაიწყება 31 ოქტომბრის გავლენით, როდესაც მერკურმა დაიწყო რეტროგრადული მოძრაობა (ეს გაგრძელდება 20 ნოემბრამდე). აქედან გამომდინარე 1-20 ნოემბერში გართულდება ახალი საქმეების დაწყება, ახალი პროექტების წამოწყება, ახალი კავშირების დამყარება. მოსალოდნელია გართულდეს ასევე ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემა. თუმცა სასიკეთო იქნება წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ადრე დაწყებული კავშირების განვითარება.
ნოემბერში შედარებით პოზიტიური იქნება 5-15 ნოემბერი. ამ პერიოდში მოიმატებს ენერგიულობა, გაიზრდება წარმატების მიღწევის ალბათობა. მიუხედავად ზემოთ აღწერილი რეტროგრადული მერკურისა, ბევრი მიმართულებით მაინც შესაძლებელი გახდება წარმატების მიღწევა (განსაკუთრებით, როგორც უკვე აღვნიშნე, ადრე დაწყებული და დროებით გადადებული საქმეები).


1 ნოემბერს ვენერა შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და მორიელიდან - მშვილდოსანში გადავა. დაიკლებს გრძნობების სიმძაფრე და ის ინტენსიურობა, რაც 8 ოქტომბრიდან იგრძნობოდა. მიუხედავად პირად ცხოვრებაში გარეგანი აქტიურობისა და სიკაშკაშისა, შინაგანი დაძაბულობა მოიხსნება, შესუსტება კომპლექსების გავლენა, ამიტომ პირადი ცხოვრება, სასიყვარულო ურთიერთობები უფრო გახსნილად და იოლად განვითარდება (ეს „გახსნილობა“ გასტანს 25 ნოემბრის ჩათვლით).
2 ნოემბერს მთვარე „გადაფარავს“ სატურნს, ამიტომ დღის პირველი ნახევარი უფრო დეპრესიული იქნება, დაიკლებს თავდაჯერებულობა. არ არის რეკომენდებული ისეთი საქმეების დაგეგმვა, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენაა საჭირო.




5 ნოემბერს დასრულდება მზე-ურანის დაპირისპირება, რომელიც დაძაბულობას და რევოლუციურ განწყობას ქმნიდა ოქტომბრის მესამე დეკადაში, ამიტომ არ გამოირიცხება ნოემბრის დასაწყისშიც იგრძნობდეს ოქტომბრის მესამე დეკადიდან გადმოყოლილი რადიკალიზმი.
6 ნოემბრიდან შედარებით მშვიდი პერიოდი დაიწყება, რომელიც სავსემთვარეობამდე (12 ნოემბრამდე) გაგრძელდება. ამ ერთ კვირაში შესაძლებელი იქნება ბევრი რთული საკითხის მოგვარება და პოზიტიური ტრენდების განვითარება.



12 ნოემბერს სავსემთვარეობა დაფიქსირდება (პიკი: 17:35 საათი).
მიუხედავად იმისა, რომ ამ სავსემთვარეობას ექნება კუროს და მორიელის ნიშნების გავლენა, ის ასტროლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით სახიფათო ნამდვილად არ იქნება. უფრო მეტიც, 11-13 ნოემბრის პერიოდში მოსალოდნელია მოხდეს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, ძველი, მომაბეზრებელი და დამამუხრუჭებელი გარემოებებისგან, ვალდებულებებისგან და კავშირებისგან გათავისუფლება. ამ პერიოდში წარმატებას მოიტანს დისციპლინირებულობა და მოწესრიგებულობა.



სავსემთვარეობის შემდეგ, ანუ 13 ნოემბრიდან დაიწყება ახალი ციკლი. ეს იქნება პლანეტა ნეპტუნის ციკლი. ის დირექტიული 27 ნოემბერს ხდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მისი ციკლი ძალიან ნელია, ეს გავლენა ორი კვირით ადრე იქნება საგრძნობი. 13-27 ნოემბრის შუალედში მოსალოდნელია გაცხადდეს ძველი ტყუილები, გამომჟღავნდეს საიდუმლოებები, სკანდალები. შესაძლოა გავიგოთ ძველი დანაშაულების შესახებ. ამ პერიოდში მოიმატებს ცდუნების და მოტყუების ალბათობა. თუმცა სასიკეთო პერიოდი იქნება შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კრეატიული პროექტების დაწყებისთვის, ხელოვნებაში წარმატების მიღწევისთვის.



19 ნოემბრიდან მარსი გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში. მოიმატებს აქტიურობა და მიზანსწრაფვა, ასევე სიჯიუტე და დაძაბულობა. მარსის - მორიელში გამოვლენა არის ძალიან ძლიერი, ინტენსიური. ამიტომ საქმიანი სფერო უფრო დინამიკური გახდება. ამავე პერიოდიდან მარსი დაუპირისპირდება ურანს და ეს გაგრძელდება ნოემბრის ბოლომდე. ეს გაზრდის ავარიულ სიტუაციებს და კონფლიქტურობას (პიკი:21-27 ნოემბერი). ყურადღებას ითხოვს ცეცხლთან, საწვავთან, ბუნებრივ აირთან, ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხები. ყველას წინდახედულება და სიფრთხილის გამოჩენა მართებს. ამ პერიოდში მოიმატებს კონფლიქტურობის ალბათობაც.



20 ნოემბრიდან მერკური გახდება დირექტიული, აქედან გამომდინარე გაცილებით იოლი გახდება ახალი კავშირების დამყარება, ახალი საქმეების დაწყება, მოსალოდნელია დამუხრუჭებული საქმიანი საკითხების და ურთიერთობების მომენტალური განვითარება (ეს ნოემბრის მესამე დეკადაში განსაკუთრებით საგრძნობი იქნება). განსაკუთრებით სასიკეთო იქნება 22-30 ნოემბრის შუალედი. ეს ასევე სასიკეთო პერიოდი იქნება ახალი შენაძენებისთვის.



22 ნოემბრიდან მზე გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოში (19:00 საათიდან). მზის ეს ინგრესია ადამიანებში შეიტანს მეტ სინათლეს, ოპტიმიზმს, მომავლის რწმენას და თავდაჯერებულობას.



26 ნოემბერს ვენერა გადაინაცვლებს თხის რქის ზოდიაქოში, ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია გაჩნდეს ემოციური სიცივე და თავშეკავება. პირადი ცხოვრება შედარებით ნელ ტემპში განვითარდება. ურთიერთობებში უფრო საგრძნობი გახდება რეალიზმის განცდა, პრაგმატულობა და ანგარიშიანობა.



26 ნოემბერსვე დაფიქსირდება ახალმთვარეობა (19:06 საათი). ეს ახალმთვარეობა არ იქნება განსაკუთრებით დაძაბული. ეს კარგი დროა მომავლის დაგეგმვისთვის და ახალი პროექტების მოფიქრებისთვის.
27 ნოემბერი იქნება ნეპტუნის „შემოტრიალების“ წერტილი, როდესაც ის დაიწყებს დირექტიულად მოძრაობას, ამასთანავე, 28 ნოემბერს მთვარე „დაფარავს“ იუპიტერს, ხოლო 29 ნოემბერს კი - სატურნს. ამიტომ თვის ბოლოს დაბლა დაიწევს თავდაჯერება, თუმცა გაჩნდება ბევრი საქმის ერთად კეთების და ყველაფრის ერთბაშად მოგვარების სურვილი, რაც შეცდომა იქნება.
--------------------------------------------------------

- ასტროკალენდარი -

* 1 ნოემბერი - ვენერა > მშვილდოსნის ზოდიაქოში
შესუსტება შინაგანი დაძაბულობა მოიხსნება, ფსიქოლოგიური კომპლექსების ნეგატიური გავლენა. სასიყვარულო ურთიერთობები უფრო გახსნილად და იოლად განვითარდება


12 ნოემბერი - სავსემთვარეობა
მიუხედავად ენერგიული დღისა, ნაკლებად სახიფათო იქნება. ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანებისთვის მოსალოდნელია ეს დღე სასიკეთო შემოტრიალების წერტილადაც კი იქცეს. კარგია დღეა ძველი ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლებისთვის.


* 19 ნოემბერი - მარსი > მორიელის ზოდიაქოში
დაიწყება აქტიური პერიოდი. დადებითად, მოიმატებს მიზანსწრაფვა, ნეგატიური კუთხით სიჯიუტე და რადიკალიზმი. მოიმატებს ტექნიკური ავარიების ალბათობა (პიკი:21-27 ნოემბერი).


* 20 ნოემბერი - მერკური: დირექტიული მოძრაობა
გაიოლდება ახალი ურთიერთობების დაწყება, ინფორმაციის მიღება-გადაცემა, მოსალოდნელია შეჩერებული საქმიანი საკითხების და გადადებული მოლაპარაკებების განახლება.


* 22 ნოემბერი - მზე > მშვილდოსნის ზოდიაქოში
გაჩნდება ოპტიმისტური განცდა, მოიმატებს ოპტიმიზმი, ურთიერთობები უფრო გულწრფელი და გახსნილი გახდება.


26 ნოემბერი - ახალმთვარეობა
ეს ერთგვარი „გადატვირთვის“ დღე იქნება. ნაკლებად მოსალოდნელია გართულებები. კარგი დღეა მომავლის დაგეგმვისთვის.


* 26 ნოემბერი - ვენერა > თხის რქის ზოდიაქოში
პირადი ცხოვრება უფრო ნაკლებად ინტენსიური გახდება. პარტნიორებს შორის შესაძლოა გარკვეული სიცივეც გაჩნდეს. უპირატესობა მიენიჭება რეალურ, პრაქტიკულ, პრაგმატულ გადაწყვეტილებებს.


* 27 ნოემბერი - ნეპტუნი: დირექტიული მოძრაობა
შეიქმნება ილუზიური ფონი. ამ დღიდან +/- რამდენიმე დღე გაზრდილი იქნება მოტყუების და ცდუნების ალბათობა. ამიტომ სასურველია ინფორმაცია გადამოწმდეს და მერე მოხდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.


-------------------------------------------------------
ამ პერიოდებში ახალი საქმეების დაწყება და შენაძენების გაკეთება რეკომენდებული არ არის!!!
/„არაეფექტიანი“, ანუ „უკურსო“ მთვარე თბილისის მონაცემებით, შესაბამისად უცხოეთში საჭიროა თბილისთან შესაბამისი საათობრივი განსხვავების დამატება ან მოკლება/:


1.11.2019 0:01 - 1.11.2019 6:38
3.11.2019 9:46 - 3.11.2019 15:19
5.11.2019 18:37 - 6.11.2019 3:08
8.11.2019 5:12 - 8.11.2019 15:48
10.11.2019 18:00 - 11.11.2019 3:18
12.11.2019 19:48 - 13.11.2019 12:45
15.11.2019 15:40 - 15.11.2019 20:15
18.11.2019 0:14 - 18.11.2019 1:57
20.11.2019 1:11 - 20.11.2019 5:54
22.11.2019 7:31 - 22.11.2019 8:19
24.11.2019 6:49 - 24.11.2019 9:58
25.11.2019 21:30 - 26.11.2019 12:11
28.11.2019 14:50 - 28.11.2019 16:32
30.11.2019 7:57- 30.11.2019 23:59
--------------------------------------------------------



ზოდიაქოს ნიშნებისთვის ნოემბერში ზოგადად სასიკეთო დღეებია:
ვერძი: 4, 9, 13, 18, 26
კურო: 1, 7, 12, 17, 21, 25, 29
ტყუპები: 5, 9, 13, 19, 22, 26
კირჩხიბი: 1, 6, 12, 16, 21, 25, 29
ლომი: 4, 10, 15, 19, 22, 28
ქალწული: 2, 7, 11, 16, 20, 24, 29
სასწორი: 4, 10, 15, 19, 23, 28
მორიელი: 2, 7, 11, 16, 20, 24, 30
მშვილდოსანი: 5, 9, 14, 19, 23, 27
თხის რქა: 1, 6, 11, 17, 21, 24, 30
მერწყული: 5, 10, 14, 18, 22, 27
თევზები: 2, 6, 11, 17, 21, 25, 30"


1
463
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
463
  
2019, 5 ნოემბერი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1