x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
"მეგობარმა მითხრა, ზუკას აქვს ურთერთობა შენს ძალიან ახლო მეგობართან. ისინი ერთად არიანო, ეს იყო ძალიან ცნობილი მომღერალი..." - თიკა ჯამბურიას სკანდალური ეთერი
image
გადაცემაში "ფარული კონვერტი" მომღერალმა თიკა ჯამბურიამ მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ დეტალებზე ისაუბრა.


თიკამ ის მეგობარი გაიხსენა, რომელიც მისი სიყვარულის დანგრევის მიზეზი გახდა, თუმცა ყველაზე დეტალურად მაინც ყოფილი ქმრის, ბექა ხოფერიას შესახებ ისაუბრა.


როგორც ჯამბურიამ გაიხსენა, ის ჯერ კიდევ 9 თვის ორსული იყო, როდესაც კაფეში ქმარი სხვა გოგოსთან "გამოიჭირა" და ამბავი ძალიან ცუდად დასრულდა.


მომღერალი ამბობს, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი.




"მართლაც ძალიან რთულად გადავიტანე ოჯახის დანგრევა და რომ მეგონა, ყველაფერი მორჩა, შევხვდი ერთ ბიჭს. ეს ბიჭი იყო ზუკა ყალიჩავა, რომელიც თვითონ აქტიურობდა. მე დავუშვი და შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მეგონა, რომ ეს იყო ის სიყვარული, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი...ამ ბიჭთან წელიწადი და 2 თვე მქონდა ურთიერთობა. ისტერიული ურთიერთობა მქონდა, სულ ვტიროდი, ვნერვიულობდი, მაგრამ უსაბაბოდ ეჭვიანობა არ მიყვარს. ამ ბიჭთანაც ძალიან მძიმედ დავასრულე ურთიერთობა, თუმცა ეს იყო რომ წაიჩხუბებ და დაშორდები, ამგვარი ტიპის კამათი. მე ძალიან მინდოდა მას შევრიგებოდი. ერთხელ ჩემი მეგობარი მეუბნება: უნდა გითხრა რაღაც და მზად ხარო? ზუკას აქვს ურთერთობა შენს ძალიან ახლო მეგობართან, ისინი ერთად არიანო, როგორ განვიცადე იცით ეს ამბავი? მაშინ გავითიშე. მუხლები მომეკვეთა და დავეცი სამსზარეულოში. ის გოგონა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო, მასთან სახლში ვყოფილვართ მე და ზუკა ერთად, ერთად გვისეირნია. და ეს გახლავთ ცნობილი მომღერალი, ია ტომაში. მე რომ ცუდად ვიყავი, ისიც მამხნევებდა, ზურგს უკან კი ეს ამბავი ხდებოდა თურმე. მე მაშინ ძალიან ცუდად მოვიქეცი, ერთადერთხელ მომინდა, რომ ვიღაცისთვის ცუდზე ცუდად მეპასუხა. ვიყიდეთ საღებავები, მივედით მე და ჩემი მეგობრები და მის სახლთან, კედელზე დავწერეთ, რომ აქ ცხოვრობს ბოზი. არც ზურას და არც იას ერთხელაც კი არ უნანია თავის საქციელი, არ უთხოვიათ პატიება, ეს იყო ბომბივით აფეთქება, მე ძალიან მატკინეს გული", - იხსენებს თიკა ჯამბურია.


თიკამ იას და მის ოჯახს ამ საქციელის გამო ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ამ გადასახედიდან ის ასე არ მოიქცეოდა და ეს ყველაფერი აფექტის მდგომარეობაში გააკეთა.



1
1146
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1146
  
2019, 5 ნოემბერი, 1:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1