x
image
_K_
რა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს თქვენს პარტნიორს, თუ მობილურს გამუდმებით გიმოწმებთ
imageპარტნიორის მობილურის შემოწმება შეიძლება საკმაოდ მაცდური საქმე ჩანდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იცით, რომ ის ამის შესახებ ვერასდროს გაიგებს. კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 34% და მამაკაცების 62% დროდადრო ამოწმებს მეუღლის მობილურს. ამის მიზეზი მხოლოდ ეჭვიანობა არ არის. როგორც აღმოჩნდა, არსებობს გაცილებით ღრმა ფსიქოლოგიური მოტივები, რაც ადამიანს სხვისი პირადი სივრცის დარღვევისკენ უბიძგებს.


სტატიაში გაგაცნობთ 8 მიზეზს, რატომ შეიძლება თქვენი მეორე ნახევარი ცხვირს ყოფდეს თქვენს მობილურში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ურთიერთობაში.








8. თქვენს პარტნიორს დაბალი თვითშეფასება აქვს.

უმეტეს შემთხვევაში, როცა ვიღაც თავისი პარტნიორის წერილებსა და ზარებს ამოწმებს, მას ეშინია, რომ საკმარისი არ არის და მტკიცებულებას ეძებს, რათა თავისი ეჭვი გაამართლოს.


სტაბილურ და გრძელვადიან ურთიერთობაშიც კი ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ მისი პარტნიორი უკეთესს იმსახურებს, ამიტომაც ადვილად შეიძლება მიიზიდოს სხვა ადამიანმა.


image








7. ის ურთიერთობით კმაყოფილი არაა.

ჯანსაღ ურთიერთობაში პარტნიორებს უპირობოდ სჯერათ ერთმანეთის, პატივს სცემენ საყვარელი ადამიანის პირად სივრცეს და სასიამოვნოდ ატარებენ დროს ერთად. თუმცა, თუ ერთ-ერთი მათგანი მეორეში ეჭვის შეტანას დაიწყებს, ეს ურთიერთობას კითხვის ქვეშ დააყენებს.


შეიძლება, თქვენი პარტნიორი ჯერ კიდევ არაა დარწმუნებული, უნდა თუ არა ცხოვრების გატარება თქვენთან, ან შეიძლება ჰგონია, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვისი მობილურის ჩუმად თვალიერება იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული ღირებულებები გაქვთ და ამის შესახებ რაც შეიძლება მალე უნდა ილაპარაკოთ.

image








6. შესაძლოა, თქვენი მეორე ნახევარი ღალატზე ფიქრობდეს.

არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობა თქვენი პირადი ცხოვრების მიმართ შეიძლება თქვენი პარტნიორის ღრმა ფიქრების ანარეკლს გამოხატავდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანი ეჭვობს, რომ რაღაც შეუფერებელი ხდება ან უნდა მოხდეს, შესაძლოა, თავად აკეთებდეს ასეთ რამეს.

image








5. ის არ გენდობათ.

ნდობა ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველია. ხოლო რამდენად ენდობით სხვას, ამას თქვენი წარსული გამოცდილება განაპირობებს. ასე რომ, თუ თქვენი პარტნიორი ფიქრობს, რომ ატყუებთ, შესაძლოა, მას წარსულში უღალატეს.


როგორც წესი, ასეთი ცუდი გამოცდილების შემდეგ ადამიანი მეტად სენსიტიური ხდება და შეიძლება, თქვენმა ნათქვამმა უწყინარმა სიტყვებმაც კი შეაშინოს. ასეთ შემთხვევაში თქვენმა პარტნიორმა უნდა გაიაზროს, რომ მისი მობილურში თვალთვალი ისევ თავისი ცუდი გამოცდილების გამო ხდება და თქვენ არაფერ შუაში ხართ.

image








4. თქვენს პარტნიორს არ შეუძლია ურთიერთობაში ჯანსაღი საზღვრების შენარჩუნება.

ნებისმიერ ურთიერთობაში საზღვრები უნდა არსებობდეს და მათი დარღვევა კარგი სულაც არაა - თქვენმა პარტნიორმა ეს უნდა გაიგოს. ასე რომ, თუ ნათლად აუხსნით, რომ საკუთარი პირადი სივრცე გჭირდებათ და მასში ვერავის შეუშვებთ, თქვენმა მეორე ნახევარმა ეს ფაქტი უნდა მიიღოს.


პირადი საზღვრების უპატივცემულობა და თქვენი მობილურის ჩუმად დათვალიერება შეიძლება იმის პირველი ნიშანი იყოს, რომ ამ ადამიანთან მომავალში არაკომფორტულად იგრძნობთ თავს. როგორც წესი, თუ ვიღაც ყურადღებას არ აქცევს თქვენთვის მნიშვნელოვან მარტივ რაღაცებს, შემდეგში თქვენს დაწესებულ ემოციურ, ფიზიკურ თუ ნებისმიერ სხვა საზღვარსაც ადვილად დაარღვევს.

image








3. მას გულღიად საუბრის ეშინია.

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი პარტნიორი ჩუმად გიმოწმებთ მობილურს იმის ნაცვლად, რომ ღიად და გულწრფელად გელაპარაკოთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის რაღაცას მალავს.


რაც არ უნდა იყოს, სჯობს, პირდაპირ ჰკითხოთ მას, რა ხდება. ღირსეული პარტნიორი მიიღებს საუბრის დაწყების ინიციატივას და დაგელაპარაკებათ.

image








2. მას ყურადღება სჭირდება.

დაჯექით და გაიხსენეთ, წინა თვეში რამდენად ხშირად ელაპარაკეთ თქვენს პარტნიორს? ისევ ისეთი კომუნიკაცია გქონდათ, როგორც ადრე, თუ თქვენი ერთად გატარებული დროის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა? თუ დიდი ხანია, კარგად არ გისაუბრიათ, თქვენი პარტნიორის უცნაური ქცევის მიზეზი აშკარაა.


ზოგჯერ კომუნიკაციის ნაკლებობა ადამიანს აიძულებს ისეთი რაღაცების გაკეთებას, რითაც სულაც არ ამაყობს, მაგალითად თქვენი მობილურის შემოწმებას. ამ შემთხვევაში მეორე ნახევარს აინტერესებს, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და უნდა, დრო თქვენთან ერთად გაატაროს. თქვენგან კი რატომღაც ყურადღებას ვერ გრძნობს.

image








1. თქვენი პარტნიორი მზად არ არის სერიოზული ურთიერთობისთვის.

თუ თქვენი პარტნიორი ამჯობინებს, ზურგს უკან ამოწმოს მობილური და არა - პირდაპირ დაგელაპარაკოთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის საკმარისად მოწიფული არაა ჯანსაღი და სერიოზული ურთიერთობისთვის. მან შეიძლება თავისი ქცევა ასე ახსნას - უბრალოდ, აინტერესებდა, ვინ დაგირეკათ, ეჭვიანობას ადგილი არ აქვს. მაგრამ დამალობანას თამაშს სჯობს, პირდაპირ გითხრათ, რა აწუხებს ან რა არ მოსწონს.


თუ ადამიანს არ შეუძლია, ასეთი მარტივი კითხვები დაგისვათ, წარმოიდგინეთ, რას იგრძნობს, როცა უფრო სერიოზულ საუბრებზე მიდგება ჯერი, როგორიცაა საცხოვრებლად ერთად გადასვლა ან ოჯახის შექმნა. ასეთ შემთხვევაში, უნდა გაიაზროთ, რომ თქვენი პარტნიორი უბრალოდ მზად არ არის ურთიერთობისთვის.

image


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა ხდება, როცა ფსიქოპათებს უყვარდებათ?

image


2. 10 აშკარა ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს აღარ უყვარხართ

image


3. თუ ამ 6 ფაზას გაუმკლავდებით, თქვენი ქორწინება სამუდამოდ გაგრძელდება

image


0
324
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0