x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
სტალინის უახლოესი თანამებრძოლი ჯალათი როზალია ზემლიაჩკა

image


როზალია (დაბ. ზალკინდი) მდიდარი ებრაელი ვაჭრის ოჯახში დაიბადა 1876 წლის 20 მარტს. ადამიანებისადმი სიძულვილის რეალიზების საუკეთესო საშუალება იმ დროში რევოლუციურ საქმიანობაში ჩაბმა იყო, შესაბამისად როზალია მგზნებარე ბოლშევიკი შეიქმნა. რევოლუციის შემდეგ ზემლიაჩკა ყირიმის რევკომის წევრად დანიშნეს. მან ეს კარგად გამოიყენა - ათობით ათასი ქალი, კაცი, ბავშვი, მასწავლებელი, ინჟინერი თუ მეფის ოფიცერი კონტრევოლუციონერობის ბრძაბებით დაიჭირეს და დახვრიტეს. გვამების რაოდენობა იმდენად დიდი იყო რომ მათ დაკრძალვას ვერ ასწრებდნენ, გახრწნილი გვამები ეყარა სკვერებში, ეზოებში, ქალაქის შემოგარენში, წითელი არმიის სასწავლებლის კურსანტები დახვრეტილ "კონტრევოლუციონერების'' გვამებს ოქროს კბილებს აძრობდნენ და იმ მოვლენების მომსწრეთა თქმით საკმაო სარგებელსაც პოულობდნენ. ზემლიაჩკა ახვრეტინებდა ყველას, ხვრეტდნენ როგორც ჰოსპიტალის ექიმებს, ასევე მათ პაციენტებს, ბავშვებს ("კონტრევოლუციონერობისათვის'') ინჟინრებს, ყოფილ ოფიცრებს, დიასახლისებს ("უცხოური დაზვერვის აგენტობისათვის''). როზალიას სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა, იგი მეტი და მეტი რაოდენობის მსხვერპლს მოითხოვდა. მისი ძალიან ეშინოდათ მის თანამებრძოლ ბოლშევიკებსაც იმდენად, რომ მის ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უაზრო და სულელურ ბრძანებასაც კი სიტყვის უთქმელად ასრულებდნენ. როზალიას მუშაობით გადაღლილს რამდენიმე ჰობი ჰქონდა: "მაქსიმის'' ტყვიამფრქვევს მიუჯდებოდა და დაჭერილ ხალხს თავად ხვრეტდა ან პატიმრებს ყვერებს უჩეჩქვავდა ჩექმებით, ასევე უყვარდა ფრჩხილების დაძრობა და ლამაზი გარეგნობის არისტოკრატი ქალების წამება.


image


ერთ დღესაც მან გადაწყვიტა, რომ დასახვრეტი ხალხისთვის ტყვიების დახარჯვა დიდი ფუფუნება იყო და მისი ბრძანებით ადამიანები გაყავდათ და ზღვაში ცოცხლად ახრჩობდნენ. ყირიმის ირგვლივ ზღვა ადამიანების მოტივტივე, გახრწნილი გვამებით იყო სავსე რამდენიმე კილომეტრი რადიუსით. მის პირობებში დახვრეტილი მოქალაქეების, ბარონ ვრანგელის მთავრობის ყოფილი მოხელეების, ოფიცრების, ექიმების, ქალების და ბავშვების რაოდენობამ 120 000–ს მიაღწია. ლენინის გარდაცვალების შემდეგ როზალიას კარიერამ მკვეთრი წინსვლა განიცადა. სტალინმა ის კომუნისტური პარტიის მთავარი პარტიული მაკონტროლებელი ორგანოს უფროსად დანიშნა, სადაც მას კომუნისტთა შორის უნდა გამოევლინა უკვე "კონტრევოლუციონერები'' და "იმპერიალისტური დაზვერვის აგენტები'', რასაც იგი წარმატებით ახორციელებდა. სტალინმა იგი კიდევ უფრო დააწინაურა და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა (ვიცე პრემიერად). იგი ამ უმაღლეს თანამდებობაზე სიკვდილამდე იმყოფებოდა 1947 წლამდე. მას გარდაცვალების შემდეგაც დიდი პატივი მიაგეს, "დიდი ადამიანი იყო ამხანაგი ზელმიაჩკა მთელი ცხოვრება დაუღალავად იბრძოდა ადამიანების სასიკეთოდ'' წერდა სტალინი. იგი უმაღლესი პატივით, პირველი თანრიგით დაკრძალეს, მისი ფერფლით ურნა კი წითელ მოედანზე, კრემლის კედელში მოათავსეს.

1
758
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
758
  
2019, 5 ნოემბერი, 2:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1